ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1980

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

20 ნოემბერი - 8 დეკემბერი 1980 ვალეტა, მალტა

ხმელთაშუა ზღვის პატარ კუნძულოვან სახელმწიფოში 81 ქბეყნის ნაკრები შეიკრიბა. ცვლილებები იყო სსრ კვაშვრის ნაკრებში. გუნდს კვლავ ანატოლი კაპროვი თავკაცობდა. გუნდში დაბრუნდა დაბრუნდა მიხეილ ტალი. იყო ორი დებიუტანტიც: იური ბალაშოვი და 17 წლის გარი კასპაროვი. უნგრეთის გუნდში ანდრაშ ადორიანის და ლასლო ვაგასის ნაცვლად ივან ფარაგო და იოსიფ პინტერი თამაშობდნენ . სწორედ ეს გუნდები განიხილებოდა ჰამილტონ-რასელის თასის მოპოვების მთავარ პრეტენდენტებად. ასეც მოხდა. მართალია სხვადასხვა დროს სხვა გუნდებიც ერეოდნენ ლედერებში, მაგრამ ეს ძირითდად დროებითი მოვლენა იყო და ჩემპიონობისათვის მხოლოდ ეს ორი კოლექტივი იბრძოდა . რაც შეეხება იუგოსლავიის ნაკრებს, მათ ეტყობა სწორად შეაფასეს თავიანთი ძალები და შესაბამისად მესამე ადგილისათვის გამართეს ბრძოლა. ამას კი იუგოსლავიელებმა დიდი დაძაბულობის გარეშე მიაღწიეს.

ტურინირი უნგრელთათვის კარგად დაიწყო. უკვე პირველივე ტურის შემდეგ ისინი ქულანახევარს უგებდნენ საბჭოთა მოჭადრაკეებს. ასეთი სხვაობით მივიდნენ გუნდები მეშვიდე ტურამდე, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ მიუჯდნენ საჭადრაკო დაფებს. უნგრელთა მიზანი გაცილებით ადვილი იყო, მათ არ უნდა წაეგოთ ეს მატჩი. ისეთი დონის მოჭდრაკეებისათვის, როგორებიც უნგრელები იყვნენ ეს ძნელი არ უნდა ყოფილიყო და მატჩი მართლაც ფრედ დამთვრდა (ტალმა კი სცადა გაემწვავებინა თამაში საქსთნ, მაგრამ უშედეგოდ). განვლო კიდევ ორმა ტურმა და სხვაობამ 2,5 ქულას მიაღწია. თითქოს პირველი ადგილის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრა, ასე არ ფიქრობდნენ საბჭოთა მოჭადრაკეები. მეათე-მეთორმეტე ტურებში მათ 9,5 ქულა აიღეს 12 შესაძლებლობიდა,, რასაც უნგრელებმა მხოლოდ 7 ქულით უპასუხეს და მეცამეტე ტურის წინ ტურნირს ორი ლიდერი ყავდა. ვერც მეცამეტე ტურმა დაარღვია თანასწორობა და ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 35,5 ქულა ქონდათ. ბოლო ტურში საბჭოელების მეტოქე დანიელები, ხოლო უნგრელების ისლანდიელები იყვნენ. აქ უკვე უპირატესობას საბჭოთა მოჭდრაკეები ფლობდდნენ. თნაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დამატებითი მაჩვენებლებით ისინი ჩემპიონები ხდებოდნენ. ამიტომ უნგრელებს ნახევარი ქულით მეტი უნდა აეღოთ, რათა ჰამილტონ-რასელის თასი შეენარჩუნებინათ. პირველები წინ უნგრელები გაიჭრნენ. ეს იოსიფ პინტერმა მოუგო ხიარტარსონს და პირველი ქულა მოუტანა თავისიანებს. გადის ცოტა ხანი და ეფიმ გელერი კვლავ ორხელისუფლებიანობას ამყარებს. უნგრელები არ ცხრებიან და პორტიშს მეორე ქულა შეაქვს გუნდის ყულაბაში. ამასობაში მთვრდება კიდევ ორი პარტია, რომლებშიც ბოლოშოვსა (მოგება) და კასპაროვს(ყაიმი) ქულანახევარი მოაქვთ საბჭოთა ნაკრებისათვის. ვალში არც უნგრელები რჩებიან და ზოლტან რიბლის მესამე ქულა მოაქვს ჯერ კიდევ ოლიმპიური ჩემპიონებისათვის. სათამაშო დროის ამოწურვისათვის მთვრდება კიდევ ერთი პარტია. დიულა საქსი ცაიტნოტში ცდება და მისი მეტოქე მუდმივი ქიშით თავს აღწევს დამარცხებას. ძირითადი სათამაშო დრო ამოიწურა უნგრელებს 39 ქულა აქვთ, საბჭოთ გუნდს 38 და გადადებულია კაპროვ - იაკობსენის პარტია, სადაც სწორი და უშეცდომო თამაშით ამ უკანასკნელს ყაიმის შანსები აქვს. გადადებული პარტია იაკობსენის მიერ ჩაწერილი სვლით დაიწყო. სვლა მთლად გამართლებული არ აღმოჩნდა და კარპოვმა დაშორებული გამსვლელი პაიკი მიიღო, რამაც გადაწყვიტა კიდეც პარტიის ბედი. მისი გამარჯვება გუნდის გამარჯვებას ნიშნავდა და გუნდმაც მეცამეტედ ჩაიბარა ჰამილტონ-რასელის თასი.

მიზეზი იმისა რომ, საბჭოელებს ასე გაუჭირდათ თასის მოგება, პირველ რიგში უნგრელთა შესანიშნავი გუნდი იყო. მეორე რიგში კი ზოგიერთი საბჭოთა მოჭადრაკის არასასურველ სპორტულ ფორმაში ყოფნა. ასე მაგალითად მეორე დაფაზე მოთამაშე ლევ პოლუგაევსკიმ შვიდი ნათმაშები პარტიიდან ვერ მოიგო ვერცერთი. თავისი ყველაზე სუსტი ოლიმპიადა ჩაატარა ტალმა (მხოლოდ ორი მოგება ერთი წაგების სანაცვლოდ). ასე რომ ძირითდი აქცენტი დანარჩენ ოთხ მოჭდრაკეზე გადადიოდა. ეს კი , აგრე რიგად გაძლიერებული კონკურენციის პირობებში, აშარად არ იყო საკმარისი დამაჯერებელი გამარჯვებისათვის.

ტექნიკური შედეგები[რედაქტირება]

მონაწილეობდა 81 ქვეყნის 82 ნაკრები გუნდი (მალტელებმა ორი გუნდი გამოიყვანეს) . ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.

11. დროშა: რუმინეთი რუმინეთი, 12.დროშა: შვედეთი შვედეთი, 13.დროშა: კუბა კუბა,

  • 31 ქულა

14.დროშა: არგენტინა არგენტინა, 15.ფილიპინების დროშა ფილიპინები, 16.დროშა: დანია დანია, 17.დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, 18.დროშა: უელსი უელსი,

  • 30,5 ქულა

19.დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, 20.დროშა: ფინეთი ფინეთი, 21.დროშა: ავსტრია ავსტრია, 22.იტალიის დროშა იტალია,

  • 30 ქულა

23.ისლანდიის დროშა ისლანდია, 24.დროშა: ნორვეგია ნორვეგია, 25.დროშა: გერმანია გერმანია, 26.დროშა: ესპანეთი ესპანეთი, 27.საბერძნეთის დროშა საბერძნეთი, 28.ვენესუელის დროშა ვენესუელა, 29.დროშა: ბრაზილია ბრაზილია, 30.სირიის დროშა სირია,

  • 29,5 ქულა

31.დროშა: შვეიცარია შვეიცარია,

  • 29 ქულა

32.დროშა: კოლუმბია კოლუმბია, 33.დროშა: ალბანეთი ალბანეთი, 34.დროშა: ავსტრალია ავსტრალია, 35.ინდოეთის დროშა ინდოეთი, 36.დროშა: ჩილე ჩილე, 37.მექსიკის დროშა მექსიკა,

  • 28,5 ქულა

38.დროშა: ჩინეთი ჩინეთი, 39.დროშა: პორტუგალია პორტუგალია, 40.დროშა: ბელგია ბელგია, 41.დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია, 42.ტაილანდის დროშა ტაილანდი, 43.პაკისტანის დროშა პაკისტანი,

  • 28 ქულა

44.დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა, 45.ინდონეზიის დროშა ინდონეზია,

  • 27,5 ქულა

46.დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი, 47.პარაგვაის დროშა პარაგვაი, 48.დროშა: თურქეთი თურქეთი, 49.მალაიზიის დროშა მალაიზია, 50.ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო,

  • 27 ქულა

51.დროშა: შოტლანდია შოტლანდია, 52.იაპონიის დროშა იაპონია,

  • 26,5 ქულა

53.გაიანის დროშა გაიანა, 54.ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, 55.ალჟირის დროშა ალჟირი,

  • 26 ქულა

56.დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია, 57.ლიბანის დროშა ლიბანი, 58.ტუნისის დროშა ტუნისი,

  • 25,5 ქულა

59.დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე, 60.დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები, 61.მალტის დროშა მალტა, 62ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე, 63პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო, 64.იამაიკის დროშა იამაიკა, 65.აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, მალტის დროშა მალტა-2,

  • 25 ქულა

66.ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი, 67.გერნსის დროშა გერნსი, 68.იორდანიის დროშა იორდანია,

  • 24,5 ქულა

69.კვიპროსის დროშა კვიპროსი, 70.კენიის დროშა კენია,

  • 23,5 ქულა

71.ნიგერიის დროშა ნიგერია, 72.ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები, 73.ანდორის დროშა ანდორა, 74.ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 75.ლიბიის დროშა ლიბია,

  • 23 ქულა

76.ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები, 77.ზაირის დროშა ზაირი,

  • 20,5 ქულა

78.მონაკოს დროშა მონაკო,

  • 19,5 ქულა

79.{{{link alias-s}}} დროშა [[|]],

  • 17,5 ქულა

80.{{{link alias-s}}} დროშა [[|]],

  • 13,5 ქულა

81.ანგოლის დროშა ანგოლა,

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები[რედაქტირება]

ანატოლი კარპოვი 9 (+6=6-0), ლევ პოლუგაევსკი 3 (+0=6-1), მიხეილ ტალი 3,5 (+2=3-1), ეფიმ გელერი 6,5 (+4=5-0), იური ბალაშოვი 7,5 (+5=5-0), გარი კასპაროვი 9,5 (+8=3-1)

ლაიოშ პორტიში 9,5 (+6=7-0), ზოლტან რიბლი 8,5 (+4=9-0), დიულა საქსი 7,5 (+4=7-1), იშტვან ჩომი 7 (+5=4-0), ივან ფარაგო 2 (+2=0-2), იოზეფ პინტერი 4,5 (+4=1-0).

ლუბომირ ლუბოევიჩი 7,5 (+4=7-2), ბორესლავ ივკოვი 5,5 (+3=5-0), ბრუნო პარმა 4,5 (+1=7-0), ბოიან კურაიცა 3,5 (+1=5-1), სლავოლუბ მარიანოვიჩი 7,5 (+4=7-1), პრედრაგ ნიკოლიჩი 6,5 (+5=0-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით[რედაქტირება]

პირველი დაფა ქვეყანა %
უილიამ ჰუკი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების დროშა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები 11,5 14 82,1
საუფუტდინ კანასი კენიის დროშა კენია 9,5 12 79,2
ეუგენიო ტორე ფილიპინების დროშა ფილიპინები 11 14 78,6
მეორე დაფა ქვეყანა %
იარი რანტანენი დროშა: ფინეთი ფინეთი 9,5 13 73,1
იასერ სერავანი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 8 11 72,7
დერეკ ჰარისი ბერმუდის კუნძულების დროშა ბერმუდის კუნძულები 7 10 70,0
მესამე დაფა ქვეყანა %
ხოსე ფელიქს ვილიარეალი მექსიკის დროშა მექსიკა 9 11 81,8
ადამ კულიგოვსკი დროშა: პოლონეთი პოლონეთი 10 13 76,9
რაფი მუჰამედ კხანი ინდოეთის დროშა ინდოეთი 10 13 76,9
მეოთხე დაფა ქვეყანა %
იშტვან ჩომი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 7 9 77,0
ეფიმ გელერი დროშა: სსრკ სსრკ 6,5 9 72,2
ჰარი სუსლერი დროშა: შვედეთი შვედეთი 6,5 9 72,2
კრისტიან ლანგევეგი დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 6,5 9 72,2
იოჰან გოორმაცტინგი დროშა: ბელგია ბელგია 6,5 9 72,2
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
იური ბალაშოვი დროშა: სსრკ სსრკ 7,5 10 75,0
ბიორნ ტილერი დროშა: ნორვეგია ნორვეგია 6 8 75,0
იაკობ ოსტ-ჰანსენი დროშა: დანია დანია 8 11 72,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
პრედრაგ ნიკოლიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 6,5 8 81,3
ანდრეუ ბორგი მალტის დროშა მალტა-2 6 8 80,0
გარი კასპაროვი დროშა: სსრკ სსრკ 9,5 12 79,2

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Б.Туров Пять Шахматных олимпиад. Москва. изд. ,,ФиС’’ 1984
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]