ესპანური ენა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ესპ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანური
Español, Castellano
გავრცელებულია ესპანეთის დროშა ესპანეთი, ლათინური ამერიკა, ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა (იხილეთ. გავრცელების არეალი)
მოლაპარაკეთა რაოდენობა 400 მლნ. (450—500 მლნ., იმ ხალხის ჩათვლით, რომლებისთვისაც ესპანური მეორე ენაა)
ოფიციალური სტატუსი არგენტინის დროშა არგენტინა
ბოლივიის დროშა ბოლივია
ვენესუელის დროშა ვენესუელა
გვატემალის დროშა გვატემალა
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
ევროპის დროშა ევროპის კავშირი
დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა
ესპანეთის დროშა ესპანეთი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
კუბის დროშა კუბა
მექსიკის დროშა მექსიკა
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა
Flag of New Mexico.svg ნიუ-მექსიკო (აშშ)
პანამის დროშა პანამა
პარაგვაის დროშა პარაგვაი
პერუს დროშა პერუ
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (აშშ)
სალვადორის დროშა სალვადორი
ურუგვაის დროშა ურუგვაი
ჩილეს დროშა ჩილე
ეკვადორის დროშა ეკვადორი
ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა;

ორგანიზაციები: ევროპის დროშა ევროპის კავშირი
Flag of the United Nations.svg გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
Flag of the Organization of American States.svg ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია

ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი
რომანული ჯგუფი
იბერიულ-რომანული ქვეჯგუფი
დამწერლობის სისტემა ლათინური
ენის კოდები ISO1: es
ISO2: spa
ISO3: spa
ვიკისივრცე

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ესპანური ვიკიპედია

ესპანური ენა ან კასტილიური ენა (ესპ. español, castellano) — ესპანელების, ცენტრალური ამერიკის (მექსიკელების, კოსტა-რიკელების და ა.შ.), კარიბიელების (კუბელების და ა.შ.), სამხრეთ ამერიკის ქვეყნების (ბრაზილიის, სურინამის, გაიანასა და საფრანგეთის გვიანის გარდა) მოსახლეობის ოფიციალური ენაა. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის რომანული ჯგუფის ენებს.

სექციების სია

[რედაქტირება] გავრცელების არეალი

ქვეყნები ესპანურენოვანი მოსახლეობით
ესპანურის მოლაპარაკეთა რიცხვი
  1. მექსიკის დროშა მექსიკა (106 255 000)
  2. კოლუმბიის დროშა კოლუმბია (45 600 000)
  3. ესპანეთის დროშა ესპანეთი (44 400 000)
  4. არგენტინის დროშა არგენტინა (41 248 000)
  5. აშშ-ის დროშა აშშ (41 000 000)
  6. პერუს დროშა პერუ (26 152 265)
  7. ვენესუელის დროშა ვენესუელა (26 021 000)
  8. ბრაზილიის დროშა ბრაზილია (19 700 000)
  9. ჩილეს დროშა ჩილე (15 795 000)
  10. კუბის დროშა კუბა (11 285 000)
  11. ეკვადორის დროშა ეკვადორი (10 946 000)
  12. დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა (9 650 000)
  13. გვატემალის დროშა გვატემალა (8 163 000)
  14. ჰონდურასის დროშა ჰონდურასი (7 267 000)
  15. ბოლივიის დროშა ბოლივია (7 010 000)
  16. სალვადორის დროშა სალვადორი (6 859 000)
  17. ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა (5 503 000)
  18. პარაგვაის დროშა პარაგვაი (4 737 000)
  19. კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა (4 220 000)
  20. პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო (4 017 000)
  21. ურუგვაის დროშა ურუგვაი (3 442 000)
  22. პანამის დროშა პანამა (3 108 000)
  23. ფილიპინების დროშა ფილიპინები (2 900 000)
  24. საფრანგეთის დროშა საფრანგეთი (2 100 000)
  25. პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1 750 000)
  26. ჰაიტის დროშა ჰაიტი (1 650 000)
  27. მაროკოს დროშა მაროკო (960 706)
  28. გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო (900 000)
  29. იაპონიის დროშა იაპონია (500 000)
  30. იტალიის დროშა იტალია (455 000)
  31. ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა (447 000)
  32. გერმანიის დროშა გერმანია (410 000)
  33. დასავლეთ საჰარის დროშა დასავლეთი საჰარა (341 000)
  34. კანადის დროშა კანადა (272 000)
  35. ჩინეთის დროშა ჩინეთი (250 000)
  36. გაიანის დროშა გაიანა (198 000)
  37. შვეიცარიის დროშა შვეიცარია (172 000)
  38. ისრაელის დროშა ისრაელი (160 000)
  39. ავსტრალიის დროშა ავსტრალია (150 000)
  40. ბელიზის დროშა ბელიზი (130 000)
  41. რუსეთის დროშა რუსეთი (111 900)[1]
  42. არუბის დროშა არუბა (105 000)
  43. სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა (90 000)
  44. ანდორის დროშა ანდორა (40 000)
  45. შვედეთის დროშა შვედეთი (39 700)
  46. ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო (32 200)
  47. თურქეთის დროშა თურქეთი (29 500)
  48. ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია (26 100)
  49. ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი (17 600)
  50. ფინეთის დროშა ფინეთი (17 200)
  51. საფრანგეთის გვიანას დროშა საფრანგეთის გვიანა (13 000)
  52. რუმინეთის დროშა რუმინეთი (7000)
  53. აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დროშა აშშ-ის ვირჯინის კუნძულები (3980)
  54. ლიბანის დროშა ლიბანი (2300)
  55. ავსტრიის დროშა ავსტრია (1970)
  56. ქუვეითის დროშა ქუვეითი (1700)

[რედაქტირება] ისტორია

ესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX საუკუნეში გავრცელდა ძველი კასტილიის, ხოლო XI საუკუნიდან მთელს ცენტრალურ ესპანეთში. XV საუკუნეში კასტილიური დიალექტი გახდა ესპანეთის ლიტერატურული ენა.

34 მლნ. ადამიანისა, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთის ტერიტორიაზე. მათ შორის არიან კატალონელები, ბასკები და გალისიელები, რომელთაც აქვთ თავიანთი ენა. კატალონელებს უკავიათ კატალონიის, ვალენსიის მდინარისპირეთი და ბალეარის კუნძულების ნაწილი და ლაპარაკობენ კატალანურად. ბასკები ცხოვრობენ ბასკეთის სამ პროვინციაში - გიპუსკოაში, ბისკაიასა და ალავაში, და ლაპარაკობენ ბასკურ ენაზე, ენაზე, რომელიც არ ეკუთვნის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფს, არამედ იბერიულ ოჯახს. გალისიელები ცხოვრობენ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პორტუგალიასთან და აქვთ საკუთარი ენა, რომელიც ძალიან ჰგავს პორტუგალიულს.

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში ( ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთი და ყოფილიიუგოსლავია) ცხოვრობს საფარიელი ბერძნები, რომლებიც 1492 წ. გაძევებულ იქნენ ესპანეთიდან კათოლიკე მეფეების ფერნანდოსა და იზაბელის დროს, და რომლებმაც შემოინახეს თავიანთი მშობლიური ენა (ესპანური).

ესპანური ეკუთვნის რომანულ ენათა ოჯახს. ამ ჯგუფში ესპანურის გარდა არის ფრანგული ენა, პროვანსული ენა, იტალიური ენა, რუმინული ენა, მოლდავური ენა, პორტუგალიური ენა, გალისიური ენა, კატალანური ენა, რეტო-რომანული ენა, სარდინიული ენა და დალმატური ენა(ან დალმატი), რომელთაგან ბოლო ორი მკვდარ ენებს განეკუთვნება.

ყველა ამ ენის წარმომავლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რომის იმპერიის არსებობასთან. პირველად ლათინური ენა გავრცელებული იყო რომის ტერიტორიისა და მის შემოგარენში. იტალიის ამ რეგიონს ანტიკურ ხანაში ლაციუმს უწოდებდნენ. აქედანაა მისი სახლეწოდებაც „ლათინური ენა“. მოგვიანებით, რომის იმპერია მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, რამაც რომაელებს მისცა უფლება ხმელთაშუა ზღვისთვის ეწოდებინათ mare nostrum (ჩვენი ზღვა). რომაელების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს პროვინციები ერქვა. ვერც რომის იმპერიის რღვევამ და ვერც ბარბაროსების შემოსევებმა, რომელი დაიწყო ჩვ. ერამდე II საუკუნეში ვერ შეაჩერა რომანიზაცია, რომელიც გაგრძელდა VII-VIII სს. ახ. წელთაღრიცხვით.

ყველა რომანული ენა მოდის ლათინური სალაპარაკო ენიდან. ამ ენის მატარებელნი იყვნენ რომაელი ლეგიონერები, ჩინოვნიკები და ვაჭრები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ რომ ის იმპერიის ტერიტორიაზე. სხვადასხვა რომანულ ენას საფუძვლად დაედო ფაქტორბი რაც გამოწვეული იყო სალაპარაკო ლათინურისა და რომაული პროვინციების დაშორებით, და ეს ფაქტორები არის შემდეგი:

  1. ლათინური განვითარების კონტრასტი, რაც კარგად ჩანს სარდინიის რომანიზაციის პერიოდის (პირველი ტერიტორია , რომელსაც შეეხო რომანიზაცია) და დაციის რომანიზაციის პერიოდის შედარებით (ბოლო ტერიტორია, რომელსაც შეეხო რამანიზაცია).
  2. განსხვავებანი ლათინურის დიალექტებს შორის, გამოწვეული იტალიური ენაბისაგან, რამის იმპერიის ბატონობის პერიოდში.
  3. პროვინციებს შორის კონტაქტების შემცირება, როგორც შედეგი იმპერიის დაშლისა V საუკუნეში.
  4. სუბსტრატი დამხვედრი ენებისა, ანუ აბორიგენული ენებისა, რომლებზეც ლაპარაკობდნენ პროვინციებში ლათინურის გავრცელებამდე.

რომანული ენები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  1. გალო-რომანული ენები:ფრანგული ენა და პროვანსული ენა
  2. იბერო-რომანული ენები: ესპანური ენა, პორტუგალიური ენა,გალისიური ენა და კატალანური ენა.
  3. იტალო-რომანული:იტალიური ენა და რეტო-რომანული ენა
  4. დაციო-რამნული ენები:რუმინული ენა და მოლდაური ენა.

მაშინ, როდესაც დასავლურ რომანულ ჯგუფში შედის გალო-რომანული და იბერო-რომანული ჯგუფი, რთულია მათი მკვეთრი გამიჯვნა. განსაკუთრებით დიდ დისკუსიას იწვევს კატალანური ენა.

[რედაქტირება] გრამატიკა

[რედაქტირება] ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Hola; Buenos días; Buen día
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Bienvenidos
  • გმადლობთ - Gracias; Muchas gracias
  • კი / არა - Sí / No
  • გეთაყვა - Por favor
  • ნახვამდის - Adiós; Hasta la vista; Hasta luego

რიცხვები

  • 1 – uno, 2 – dos, 3 – tres, 4 – cuatro, 5 - cinco, 6 – seis, 7 – siete, 8 – ocho, 9 – nueve, 10 - diez

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ესპანური ენა ყველასათვის = Espanol para todos : სახელმძღვ. დამოუკ. შესწავლისათვის / [შეადგინა და თარგმნა ირაკლი ვახვახიშვილმა ; რედ.: ირაკლი ვახვახიშვილი (ესპ. ნაწ.), ქეთევან ბურჯანაძე (ქართ. ნაწ.)] - მე-2 გამოც. - თბ., 2005.

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე