გიპუსკოა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიპუსკოის მდებარეობა ესპანეთში

გიპუსკოა (ესპ. Guipúzcoa) არის პროვინცია ჩრდილოეთ ესპანეთში, ბასკეთში. მას ესაზღვრება ბისკაიისა და ალავას პროვინციები, ავტონომიური გაერთიანება ნავარა, საფრანგეთის პროვინცია ლაბურდანი და ბისკაიის ყურე.

გიპუსკოის ფართობი შეადგენს 1,980 კმ2-ს, რის გამოც იგი ყველაზე პატარა პროვინციაა ესპანეთში. პროვინციაში არის 88 მუნიციპალიტეტი. მოსახლეობა შეადგენს 700,392 კაცს (2008 წლის მონაცემებით), რომლის მეოთხედი ცხოვრობს მის დედაქალაქ სან-სებასტიანში.