ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
თარიღ(ებ)ი 12 მაისი 2007 ფინალი
10 მაისი 2007 ნახევარ-ფინალი
წამყვან(ებ)ი იანა პელკონენი
მიკო ლეპილამპი
კრისე სალმინენი (მწვანე ოთახში)
გამართვის ადგილი ჰარტვოლ არენა, ჰელსინკი, ფინეთი
გამარჯვებული სიმღერა სერბეთის დროშა სერბეთი
მარია სერიფოვიჩი "Molitva"
ხმის მიცემის სისტემა ხმის მიცემა ხდება ზარით ან ესემესით. ქვეყანა 10 ფავორიტს აძლევს 12, 10 და 8-დან 1 ქულამდე. ქულების ყველა ქვეყნიდან დასახელების შემდეგ ვლინდება გამარჯვებული
მონაწილეთა რაოდენობა სულ 42 ქვეყანა, 28 ნახევარ-ფინალში და 24 ფინალში (რომელთაგან 10 ნახევარ-ფინალიდანაა)
ქვეყნების დებიუტი ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
საქართველოს დროშა საქართველო
მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
სერბეთის დროშა სერბეთი
დაბრუნებული ქვეყნები ავსტრიის დროშა ავსტრია
უნგრეთის დროშა უნგრეთი
გასული ქვეყნები მონაკოს დროშა მონაკო
ნული ქულა არც ერთი
შუალედური წარმოდგენა აპოკალიპტიკა
გამხსნელი წარმოდგენა Lordi
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2007
2006         2008


ევროვიზის სიმღერის კონკურსი 2007ევროვიზიის 52-ე სიმღერის კონკურსი. კონკურსში სერბეთმა გაიმარჯვა და ის ჰარტვოლ არენაში ჰელსინკი, ფინეთი ჩატარდა 10 მაისიდან (ნახევარფინალი) 12 მაისამდე (ფინალი). კონკურსის მასპინძელი ტრანსლატორი იყო YLE. ფინეთმა კონკურსის მასპინძლობის უფლება მძიმე მეტალ ჯგუფის ლორდის წყალობით მოიპოვა, რომელმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2006 მოიგო ფინეთის წარმომადგენლის სახით. ეს ნიშნავდა, რომ ფინეთი პირველად გახდებოდა ევროვიზიის ჩატარების ადგილი. მასპინძლები პოპულარული ფინელი ტელეწამყვანი იანა პელკონენი და ფინელი მუსიკოსი და მსახიობი მიკო ლეპილამპი იყვნენ, ხოლო კრისე სალმინენი მწვანე ოთახიდან ერთვებოდა.

კონკურსის ოფიციალური ლოგო უცვლელი დარჩა, მასპინძელი ქვეყნის, ფინეთის, დროშით შუაგულში. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ და YLE-მ გამოაცხადეს, რომ 2007 წლის კონკურსის თემა იქნებოდა "True Fantasy" (ნამდვილი ფანტაზია), რომელმაც ფინელების და ფინეთის კულტურის პოლარულობა მოიცვა. კონკურსის ვიზუალური თემის გასაფორმებლად დიზაინ-სააგენტო "Dog Design"-მა იზრუნა, კალეიდოსკოპური მონახაზების შექმნით, რომლებიც მრავალგვარი სიმბოლოებისგან გაკეთდა, მათ შორის ძახილის ნიშენებისგან და ასო "F"-ისგან. 2007 წლის 20 თებერვალს კონკურსის გადამუშავებული ოფიციალური საიტი გაეშვა, რომელმაც პირველად გააკეთა იმ წლის თემატური მონახაზები. გამოვიდა ოფიციალური CD და DVD.

ჰარტვოლ არენა, ფინეთის უდიდესი ყინული ოკეის არენა, თავიდანვე ფავორიტი იყო კონკურსის გასამართი ადგილების არჩევისას. არენა თვითონ YLE-ს ოპერაციულ ცენტრთანაა განლაგებული, რაც ლოჯისტიკას აადვილებდა. ასევე, გაკეთდა კონკურსის 13 მილიონ ევროიანი ბიუჯეტის პრეზენტაცია. კონკურსის მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს ფინურმა ქალაქებმა ესპოომ, ტურკუმ და ტამპერემ.

მონაწილეობას იღებდა რეკორდული რაოდენობის - 42 ქვეყანა. ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ (ემგ) თავისი შეზღუდვა 40 ქვეყნამდე აღარ გამოიყენა, რაც ზოგიერთი ქვეყნის კონკურსს გარეთ დარჩენას გამოიწვევდა.

2007 წლის 12 მარტს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართა ნახევარფინალში, ფინალში და ხმების გამოცხადებისას ქვეყნების რიგითობაზე.

კონკურსის გამარჯვებული - მარია შერიფოვიჩი

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარ–ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარ–ფინალი გაიმართა 2007 წლის 10 მაისს. 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერები და 42–მა ქვეყანამ მისცა ხმა.

ნომერი ქვეყანა ენა შემსრულებელი სიმღერა ადგილი ქულა
01 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ბულგარული Elitsa Todorova
და Stoyan Yankoulov
"Water" 6 146
02 ისრაელის დროშა ისრაელი ინგლისური, ფრანგული, ივრითი Teapacks "Push the Button" 24 17
03 კვიპროსის დროშა კვიპროსი ფრანგული Evridiki "Comme Ci, Comme Ça" 15 65
04 ბელარუსის დროშა ბელარუსი ინგლისური დიმიტრი კოლდუნი "Work Your Magic" 4 176
05 ისლანდიის დროშა ისლანდია ინგლისური Eiríkur Hauksson "Valentine Lost" 13 77
06 საქართველოს დროშა საქართველო ინგლისური სოფო ხალვაში "Visionary Dream" 8 123
07 მონტენეგროს დროშა მონტენეგრო მონტენეგრული [1] Stevan Faddy "'Ajde, kroči" 22 33
08 შვეიცარიის დროშა შვეიცარია ინგლისური DJ Bobo "Vampires Are Alive" 20 40
09 მოლდოვის დროშა მოლდოვა ინგლისური ნატალია ბარბუ "Fight" 10 91
10 ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი ინგლისური Edsilia Rombley "On Top of the World" 21 38
11 ალბანეთის დროშა ალბანეთი ინგლისური, ალბანური Frederik Ndoci "Hear My Plea" 17 49
12 დანიის დროშა დანია ინგლისური DQ "Drama Queen" 19 45
13 ხორვატიის დროშა ხორვატია ხორვატული, ინგლისური Dragonfly და Dado Topić "Vjerujem u ljubav" 16 54
14 პოლონეთის დროშა პოლონეთი ინგლისური The Jet Set "Time To Party" 14 75
15 სერბეთის დროშა სერბეთი სერბული მარია შერიფოვიჩი "Molitva" (Молитва) 1 298
16 ჩეხეთის დროშა ჩეხეთი ჩეხური Kabát "Malá dáma" 28 1
17 პორტუგალიის დროშა პორტუგალია პორტუგალიური, ინგლისური, ესპანური, ფრანგული Sabrina "Dança comigo" 11 88
18 მაკედონიის დროშა მაკედონია მაკედონური, ინგლისური Karolina "Mojot svet" (Мојот свет) 9 97
19 ნორვეგიის დროშა ნორვეგია ინგლისური, ესპანური Guri Schanke "Ven a bailar conmigo" 18 48
20 მალტის დროშა მალტა ინგლისური Olivia Lewis "Vertigo" 25 15
21 ანდორის დროშა ანდორა კატალონური, ინგლისური Anonymous "Salvem el món" 12 80
22 უნგრეთის დროშა უნგრეთი ინგლისური Magdi Rúzsa "Unsubstantial Blues" 2 224
23 ესტონეთის დროშა ესტონეთი ინგლისური Gerli Padar "Partners in Crime" 22 33
24 ბელგიის დროშა ბელგია ინგლისური The KMG's "Love Power" 26 14
25 სლოვენიის დროშა სლოვენია სლოვენიური Alenka Gotar "Cvet z juga" 7 140
26 თურქეთის დროშა თურქეთი ინგლისური Kenan Doğulu "Shake It Up Şekerim" 3 197
27 ავსტრიის დროშა ავსტრია ინგლისური Eric Papilaya "Get a Life - Get Alive" 27 4
28 ლატვიის დროშა ლატვია იტალიური Bonaparti.lv "Questa notte" 5 168

ფინალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალისტები იყვნენ:

ფინალი გაიმართა 2006 წლის 12 მაისს. სერბეთმა გაიმარჯვა.

ნომერი ქვეყანა ენა შემსრულებელი სიმღერა ადგილი ქულა
01 ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა სერბული[2] Marija "Rijeka bez imena"
(Ријека без имена)
11 106
02 ესპანეთის დროშა ესპანეთი ესპანური, ინგლისური D'NASH "I Love You Mi Vida" 20 43
03 ბელარუსის დროშა ბელარუსი ინგლისური დიმიტრი კოლდუნი "Work Your Magic" 6 145
04 ირლანდიის დროშა ირლანდია ინგლისური Dervish "They Can't Stop The Spring" 24 5
05 ფინეთის დროშა ფინეთი ინგლისური Hanna Pakarinen "Leave Me Alone" 17 53
06 მაკედონიის დროშა მაკედონია მაკედონური, ინგლისური Karolina "Mojot svet" (Мојот свет) 14 73
07 სლოვენიის დროშა სლოვენია სლოვენიური Alenka Gotar "Cvet z juga" 15 66
08 უნგრეთის დროშა უნგრეთი ინგლისური Magdi Rúzsa "Unsubstantial Blues" 9 128
09 ლიეტუვის დროშა ლიეტუვა ინგლისური 4Fun "Love or Leave" 21 28
10 საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ინგლისური სარბელი "Yassou Maria" 7 139
11 საქართველოს დროშა საქართველო ინგლისური სოფო ხალვაში "Visionary Dream" 12 97
12 შვედეთის დროშა შვედეთი ინგლისური The Ark "The Worrying Kind" 18 51
13 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ფრანგული, ინგლისური Les Fatals Picards "L'amour à la française" 22[3] 19
14 ლატვიის დროშა ლატვია იტალიური Bonaparti.lv "Questa Notte" 16 54
15 რუსეთის დროშა რუსეთი ინგლისური Serebro "Song #1" 3 207
16 გერმანიის დროშა გერმანია გერმანული, ინგლისური Roger Cicero "Frauen regier'n die Welt" 19 49
17 სერბეთის დროშა სერბეთი სერბული მარია შერიფოვიჩი "Molitva" (Молитва) 1 268
18 უკრაინის დროშა უკრაინა უკრაინული, გერმანული, ინგლისური ვერკა სერდუჩკა "Dancing Lasha Tumbai"
(Dancing Лаша Тумбай)
2 235
19 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ინგლისური Scooch "Flying the Flag" 22 19
20 რუმინეთის დროშა რუმინეთი ინგლისური, იტალიური, ესპანური,
რუსული, ფრანგული, რუმინული
Todomondo "Liubi, Liubi, I Love You" 13 84
21 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი ბულგარული Elitsa Todorova
და Stoyan Yankoulov
"Water" 5 157
22 თურქეთის დროშა თურქეთი ინგლისური Kenan Doğulu "Shake It Up Şekerim" 4 163
23 სომხეთის დროშა სომხეთი ინგლისური, სომხური ჰაიკო "Anytime You Need" 8 138
24 მოლდოვის დროშა მოლდოვა ინგლისური ნატალია ბარბუ "Fight" 10 109

ხმის მიცემა ფინალში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალში მიცემული ხმები ქვეყნებმა შემდეგი თანმიმდევრობით გაგვაცნეს:


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'Ajde, kroči - info Montenegrin. Diggiloo Thrush. ციტირების თარიღი: 2009-05-30.
  2. Rijeka bez imena - info. Diggiloo Thrush. ციტირების თარიღი: 2009-03-29.
  3. Eurovision Song Contest 2007. EBU. ციტირების თარიღი: 2009-07-30.