სოფო ხალვაში
| სოფო ხალვაში | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | სოფო ხალვაში | |
| დაიბადა | 31 მაისი, 1986 | |
| წარმოშობის ადგილი | ||
| ჟანრ(ებ)ი | პოპ მუსიკა | |
| საქმიანობა | მომღერალი | |
| აქტიური | 2005 – დღემდე | |
| საიტი | გვერდი Myspace-ში | |
სოფო ხალვაში (დ. 31 მაისი, 1986, ბათუმი) — ქართველი მომღერალი, ევროვიზია 2007-ის საქართველოს წარმომადგენელი, ასევე პირველი შემსრულებელი ამ კონკურსში საქართველოდან სიმღერით „Visionary Dream“ (წარმოსახვითი ოცნება). 2006 წლის სიმღერის კონკურსში იურმალაში, ლატვია, მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა "ახალმა ტალღამ" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ მომდევნო წლებში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული "ახალ ტალღა 2007"-ზე (სადაც "ახალი ტალღა 2006-ის მეორე ადგილის მფლობელთან , იტალიელ ჯანი ფიორელინოსთან დუეტში შეასრულა "Parolle") და "ახალ ტალღა 2008"-ზე (სადაც "ახალი ტალღა 1989"-ს პირველი ადგილის მფლობელ სოსო პავლიაშვილთან ერთად შეასრულა "Cose Della Vita). სოფოს სადებიუტო ალბომი (რომელშიც შესულია ორიგინალი სიმღერები) , ჩაიწერა ლონდონში. მომღერალს ჰყავს ქმარი — მიხეილ ძოძუაშვილი და მცირეწლოვანი ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სოფო ხალვაში „Facebook“-ზე
- სოფო სიმღერით ”თბილისო” საერთაშორისო ფესტივალზე ”ახალი ტალღა 2006”
- Eurovision
- სოფო სიმღერით „Visionary Dream“ ევროვიზია 2007-ის ფინალში
| წინამორბედი: — |
საქართველო ევროვიზიაზე 2007 |
შემდეგი: დიანა ღურწკაია |