ტამპერე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტამპერე
Tampere / Tammerfors
Downtown Tampere4.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი დასავლეთი ფინეთი
პროვინცია პირკანმა
კოორდინატები 61°30′ ჩ. გ. 23°45′ ა. გ. / 61.500° ჩ. გ. 23.750° ა. გ. / 61.500; 23.750
ქალაქის მერი ტიმო ნიენიმენი
დაარსდა 1775
ქალაქი 1779  წლიდან
ფართობი 687.9 კმ²
მოსახლეობა 211,691 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 403.2 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.tampere.fi
ოფიციალური ენები ფინური, შვედური

ტამპერე მდებარეობა ფინეთი

Red pog.svg

ტამპერე (ფინ. Tampere, შვედ. Tammerfors) — ქალაქი სამხრეთ ფინეთში. ქალაქში ცხოვრობს 211,691 კაცი, ხოლო მის აგლომერაციაში 340,000 კაცი. ტამპერეს მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ფინეთში მესამე ადგილი უკავია, ის ჩამორჩება მხოლოდ დიდ ჰელსინკისა და ესპოოს. 2007 წელს პირკანმას რეგიონში ცხოვრობდა 470,000 ადამიანი, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სწორედ ტამპერზე მოდის.

ტამპერე მდებარეობს ნიასიარვისა და პიუხიარვის ტბებს შორის. დასახლებული პუნქტის საშუალო სიმაღლე შეადგენს 18 მეტრს. ქალაქში მიედინება მდინარე ტამერკოსკი, რომელიც მას ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის სიგრძე 945 მეტრს შეადგენს, დინება საკმაოდ სწრაფია, სწორედ ამიტომ ის გამოიყენება ელექტროენერგიის მისაღებად.

ისტორია[რედაქტირება]

1775 წელს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის ბრძანებით მდინარე ტამერკოსკის ნაპირებზე, სავაჭრო მიზნებისთვის დაარსდა პატარა დასახლება. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, 1779 წელს დაბა გახდა ქალაქი. თავდაპირველად ტამპერეს ფართობი რამდენიმე კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

ფინეთის დიდი საჰერცოგო[რედაქტირება]

XIX საუკუნეში ტამპერე უკვე მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრი გახდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, აქ იწარმოებოდა ფინური სამრეწველო პროდუქციის თითქმის ნახევარი. სწორედ ამიტომ ამ დასახლებულ პუნქტს უწოდეს "ჩრდილოეთ მანჩესტერი".

ტამპერეს ფართობი სულ უფრო იზრდებოდა, მის შემადგენლობაში შევიდა მეზობელი პატარა დასახლებული პუნქტები.

1905 წლის დეკემბერში, აქ გაიმართა პირველი ბოლშევიკური კონფერენცია, სწორედ აქ პირველად ერთმანეთს შეხვდნენ ლენინი და სტალინი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. List of Twin Towns in the Ruhr Destrict. © 2009 Twins2010.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-28.
  2. Twin Cities. The City of Łódź Office. Flag of the United Kingdom.svg (in English) © 2007 UMŁ. წაკითხვის თარიღი: 2008-10-23.
  3. Trondheims offisielle nettsted - Vennskapsbyer
  4. Sister Cities of Guangzhou. Guangzhou Foreign Affairs Office. წაკითხვის თარიღი: 2010-02-10.