ჟაკ ლუსიენ მონო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟაკ ლუსიენ მონო

ჟაკ ლუსიენ მონო (ფრანგ. Jacques Lucien Monod; დ. 9 თებერვალი, 1910, პარიზი — გ. 31 მაისი, 1976, კანი) — ფრანგი ბიოქიმიკოსი, მიკრობიოლოგი. 1971 წლიდან პარიზის პასტერის ინსტიტუტის დირექტორი. იკვლევდა ბაქტერიების ზრდის, ინდუქციისა და ბაქტერიული ფერმენტების რეპრესიის საკითხებს. ფრანსუა ჟაკობთან ერთად წამოაყენა ჰიპოთეზა ინფორმაციული რიბონუკლეინის (რნმ) მონაწილეობით დეზოქსირიბონუკლეინიდან (დნმ) რიბოსომებზე გენეტიკური ინფორმაციის გადატანისა და ბაქტერიებში ცილის სინთეზის გენეტიკური რეგულაციის მექანიზმის შესახებ. იყო უცხოეთის მრავალი მეცნიერების აკადემიის წევრი. 1965 წელს, ფრანსუა ჟაკობთან და ანდრე ლვოვთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება]