ფრანსუა ჟაკობი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ფრანსუა ჟაკობი |
||
|---|---|---|
ფრანსუა ჟაკობი |
||
| დაბადების თარიღი | 17 ივნისი, 1920 | |
| დაბადების ადგილი | ნანსი, საფრანგეთი | |
| სამეცნიერო სფერო | ბიოლოგია | |
| ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტი | |
ფრანსუა ჟაკობი (ფრანგ. François Jacob; დ. 17 ივნისი, 1920, ნანსი) — ფრანგი ბიოლოგი. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინი ფაკულტეტი. 1950-იდან მუშაობდა პარიზის პასტერის ინსტიტუტში. 1960-იდან ხელმძღვანელობდა კოლეჟ დე ფრანსის მიკროორგანიზმების გენეტიკის განყოფილებას, ხოლო 1965-იდან — უჯრედის გენეტიკის კათედრას. მისი გამოკვლევები შეეხება ბაქტერიებისა და ვირუსების გენეტიკას — ლიზოგენიის გენეტიკას, ეპისომების კონცეფციას (1958), ჰიპოთეზებს (ჟ. მონოსთან ერთად) ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავას მონაწილეობით გენეტიკური ინფორმაციის გადატანის, ბაქტერიებში ცილის სინთეზის გენეტიკური რეგულაციის მექანიზმის (ოპერონის კონცეფცია) შესახებ.
1965 ა. ლვოვთან და ჟ. მონოსთან ერთად ჟაკობს ნობელის პრემია მიანიჭა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 238, თბ., 1984 წელი.
