შინაარსზე გადასვლა

ნევშეჰირლი დამატი იბრაჰიმ-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნევშეჰირლი დამატ იბრაჰიმ-ფაშა
Nevşehirli Damat Ibrahim Paşa
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 9 მაისი, 1718
მმართ. დასასრული: 16 ოქტომბერი, 1730
წინამორბედი: თევქი ნიშანჯი მეჰმედ-ფაშა
მემკვიდრე: სილაჰდარ დამატი ალი-ფაშა
მონარქი: აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1666
დაბ. ადგილი: ნევშეჰირი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 16 ოქტომბერი, 1730
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ჰატიჯე სულთანი
რელიგია: ისლამი

ნევშეჰირლი დამატი იბრაჰიმ-ფაშა (თურქ. Nevşehirli Damat Ibrahim Paşa; დ. 1666, ნევშეჰირი, ოსმალეთის იმპერია — გ. 16 ოქტომბერი, 1730, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1718–1730 წლებში, სულთან აჰმედ III-ის მმართველობის პერიოდში.

ნევშეჰირლი დამატი იბრაჰიმ-ფაშა დაიბადა დაახლ. 1666 წელს, ნევშეჰირში. ნევშეჰირლი ნიშნავს ნევშეჰირელს და ეს სახელი მას თავისი წარმოშობის გამო შეარქვეს.

იბრაჰიმი იყო ძალიან კარგი დიპლომატი, რის შედეგადაც სხვადასხვა ტიტულებით იქნა დაჯილდოებული. რაღაც დროის განმავლობაში ის ვეზირი იყო, ხოლო 1718 წლის 9 მაისს სულთან აჰმედ III-მ დიდ ვეზირად თევქი ნიშანჯი მეჰმედ-ფაშას ნაცვლად დანიშნა.

იბრაჰიმი ჭკვიანურად და გააზრებულად მოქმედებდა, რის შედეგადაც იმპერიის შიგნით აბსოლუტური სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ კვლავ გრძელდებოდა აჯანყებები სასაზღვრო სანჯაყებში. ეს მრავალჯერ მოხდა ეგვიპტესა და არაბეთში. ასევე განსაკუთრებით შავი ზღვის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებზე. ამასთან ერთად, კასპიის ზღვისა და შავი ზღვაზე რუსეთის იმპერიის ფლოტი აცხადებდა პრეტენზიას. სწორედ იბრაჰიმ-ფაშას დროს მიმდინარეობდა ტიტების ეპოქა (თურქ. Lale Devri).

1730 წელს ირანის შაჰი თამაზ II თავს დაესხა ოსმალეთის იმპერიას. მაგრამ სულთანიც და იბრაჰიმ-ფაშაც აშკარა გულგრილობას იჩენდნენ ამ ყველაფრისადმი. ის ყოყმანებდა, მიეღო თუ არა შაჰის გამოწვევა და ჩართულიყო ომში. იანიჩარები და ხალხი აჯანყდნენ სტამბოლში. მათ სათავეში პატრინა ჰალილა ჩაუდგა. 1730 წლის 16 სექტემბერს, სტამბოლში ამბოხებულებმა იბრაჰიმ-ფაშა მოკლეს.

იბრაჰიმ-ფაშა 1717 წელს დაქორწინდა აჰმედ III-ის ქალიშვილ ჰატიჯე სულთანზე, რის შედეგადაც გახდა დამატი (სიძე) ოსმანების დინასტიისა. ჰატიჯესა და იბრაჰიმს ამ ქორწინებიდან ორი შვილი შეეძინათ.

  • Danışmend, İsmail Hâmi, (1961) Osmanlı Devlet Erkâni, İstanbul:Türkiye Yayınevi.
  • Buz, Ayhan (2009) Osmanlı Sadrazamları, İstanbul: Neden Kitap, ISBN 978-975-254-278-5
  • Aktepe, M. Münir, "Damad İbrahim Paşa, Nevşehirli", in: Türkiye Diyanet Vakfı İslâm Ansiklopedisi, Bd. 8, S. 441–443, Istanbul 1993