ლევან იზორია
ლევან იზორია (დ. 5 თებერვალი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ელჩი გერმანიაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს საქართველოში დაიბადა. 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით. 2002 წელს მიენიჭა გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით.[1]
1992-1995 წლებში ლევან იზორია იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი (1995-1998). 1999-2002 წლებში იზორია გერმანიის ქალაქ გეტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა.
სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან იზორია 2002 წლიდან იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ხოლო 2002-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტად.
2006-2007 წლებში ლევან იზორია იყო საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (2006-2007) და მეცნიერ-მკვლევარი, აგრეთვე პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი; 2007-2009). ამავე დროს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (2009-2011) და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი (2009-2010). 2010-2011 წლებში მეცნიერული მივლინებით ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში იმყოფებოდა. 2011-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს შსს-ს აკადემიის (2014-2016) სრული პროფესორი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლიდან ლევან იზორია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე, არის პოლიციის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის ავტორი.[2]
ლევან იზორია 2004-2006 წლებში მუშაობდა შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორად. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება პატრულის სამსახურის რეფორმა საქართველოში. იზორიამ თანამდებობა 2006 წელს დატოვა.
ლევან იზორიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა 2009 წლიდან, ოპოზიციის რიგებში დაიწყო. იგი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეურთდა და გამგეობის წევრი გახდა. ამავე პერიოდში შსს-ს რეორგანიზაციისა და პოლიციის დეპოლიტიზაციის ერთ-ერთი აქტიური მომხრე და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ავტორი იყო. მათ შორის არის პროექტი „დაცული მოქალაქე – დაცული პოლიციელი“.
2011 წელს ლევან იზორია „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენდა. ის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ქვეჯგუფს ხელმძღვანელობდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლ. იზორიამ საქმიანობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში განაგრძო. 2012 წლის 30 ოქტომბრიდან – 2015 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2015 წლის 3 აგვისტოდან[3] – 2016 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
2016 წლის 1 აგვისტოს ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2019 წლის 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გუნდმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში სამწლიანი წარმატებული მუშაობისთვის ლევან იზორიას წარმატების სერტიფიკატი გადასცა[4].
2019 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად.[5] ამავე წლის 13 ნოემბერს დაინიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად.[6]
2020 წლის 1 მარტს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
ლევან იზორიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Eigentumsschutz von Grund und Boden, insbesondere im Naturschutzrecht“. Cuvillier Verlag, Göttingen — 2002
- „Transformation der Verwaltung Georgiens in eine klassisch-europäische Verwaltung“. In: DöV, Stuttgart — 2008
- „Verfassungsentwicklung in Georgien“. In: JöR, Tübingen — 2010
- "Freiheit – Ein Prozess für Gerechtigkeit". Mitteldeutscher Verlag — 2022
- „დემოკრატიის განვითარება საქართველოში. Development of Democracy in Georgia“. გამომცემლობა „ბონა კაუზა“ — 2005
- „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“ (თანაავტორი). 2005
- „თანამედროვე სახელმწიფო, თანამედროვე ადმინისტრაცია“. გამომცემლობა „სიესტა“ — 2009
- „საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები“ (თანაავტორი). 2013
- „თავისუფლება — პროცესი სამართლიანობისთვის“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა — 2021
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2020 — საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენი — რაინდის წოდება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ mod.gov.ge
- ↑ პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი „ქართული ოცნებაში“ netgazeti.ge
- ↑ ლ. იზორიას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
- ↑ mod.gov.ge
- ↑ „დაზვერვის სამსახურის უფროსად ლევან იზორია დაინიშნა“. Civil.ge. 12 სექტემბერი, 2019. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დანიშნეს“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|