შინაარსზე გადასვლა

გიოტინგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გეტინგენი)
გეტინგენი

გიოტინგენი (გერმ. Göttingen) — ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, მდინარე ლაინეს ნაპირზე. 121,5 ათ. მცხოვრები (2006). ლითონდასამუშავებელი, ელექტროტექნიკის მრეწველობის, ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის საწარმოები. გამომცემლობები და სტამბები. გიოტინგენი ქვეყნის სამეცნიერო ცენტრია. მეცნიერებათა აკადემიის განყოფილება. უნივერსიტეტი (1737-იდან). მაქს პლანკის სამეცნიერო საზოგადოება. აეროდინამიკის ექსპერიმენტული ცენტრი. შუა საუკუნეებში გიოტინგენი იყო მაუდის წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრი, ჰანზის წევრი (XIV საუკუნიდან).[1]

  1. Стрелецкий В. Н. ГЁТТИНГЕН // Большая российская энциклопедия. т. 7. М., 2007. — стр. 46.