ლევ ლანდაუ
ლევ დავითის ძე ლანდაუ (რუს. Ландау, Лев Давидович; დ. 22 იანვარი [ ძვ. სტ. 9 იანვარი]1908, ბაქო — გ. 1 აპრილი 1968, მოსკოვი) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). სოციალისტური შრომის გმირი (1954).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1927 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლობდა ლენინგრადის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1927 წელს მივლინებული იყო დანიაში (ნილოს ბორთან), ინგლისსა და შვეიცარიაში.
1932 წელს ხელმძღვანელობდა უკრაინის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თეორიული განყოფილებას ხარკოვში; 1937 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის პრობლემათა ინსტიტუტში; 1947 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1930 წელს შექმნა ლითონთა ელექტრონული დიამაგნეტიზმის თეორია (ლანდაუს დიამაგნეტიზმი); 1937 წელს ჩამოაყალიბა მეორე გვარის ფაზური გადასვლების ზოგადი თეორია, ხოლო — 1941 წელს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის თეორია; 1956 წელს შემოიღო კომბინირებული ლუწობის ცნება.
შექმნა ორკომპონენტიანი ნეიტრინოს თეორია (1957). 1940–1965 წლებში ე. ლიფშიცთან ერთად გამოაქვეყნა თეორიული ფიზიკის თეორიული კურსი (ლენინური პრემია). ლანდაუმ შექმნა ფიზიკოს-თეორეტიკოსთა სკოლა. მის მოწაფეთა შორის იყვნენ: ი. პომერანჩუკი, ა. მიგდალი, ი. ლიფშიცი, ა. აბრიკოსოვი, ე. ლიფშიცი, ი. ხალატნიკოვი, გ. ხუციშვილი და სხვ. ლანდაუს სახელი ეწოდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტს. სსრკ სახელმწიფო პრემიები (1946, 1949, 1953). ნობელის პრემია (1962).
მსოფლიოს მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრი (აშშ, დანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
თხზულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Собр. трудов, т. 1—2, М., 1969.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.
- Абрикосов А. А., Академик Л. Д. Ландау, М., 1965;
- Гинзбург В. Л., Лев Давидович Ландау (к 60-летию со дня рождения), "Успехи физических наук", 1968, т. 94, в. 1;
- Лифшиц Е. М., История открытия и объяснения сверхтекучести жидкого гелия (К 60-летию академика Л. Д. Ландау), "Природа", 1968, № 1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118569066 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Pitaevskii L. P. The great physicist // Herald Russ. Acad. Sci / Y. Osipov — Nauka, Springer Science+Business Media, 2008. — Vol. 78, Iss. 1. — P. 75–85. — ISSN 1019-3316; 1555-6492 — doi:10.1134/S1019331608010097
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Russia Famous Natives
- ↑ http://www.nndb.com/honors/051/000111715/
- ↑ http://www.nndb.com/cemetery/732/000208108/
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1962 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
|
- დაბადებული 22 იანვარი
- დაბადებული 1908
- ბაქოში დაბადებულები
- გარდაცვლილი 1 აპრილი
- გარდაცვლილი 1968
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკაში
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- რუსი ფიზიკოსები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით