ერ-რიადი
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ერ-რიადი არაბ. الرياض არაბ. الخفجي | |||
| |||
ქვეყანა | საუდის არაბეთი | ||
რეგიონი | ერ-რიადის რეგიონი | ||
შიდა დაყოფა | Al-Bathaa | ||
კოორდინატები | 24°39′00″ ჩ. გ. 46°42′36″ ა. გ. / 24.65000° ჩ. გ. 46.71000° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | ფაისალ იბნ ბანდარ ალ საუდი | ||
დაარსდა | XVIII საუკუნე | ||
ფართობი | 1798 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 612±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 7 009 100 (2022) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
საფოსტო ინდექსი | 11564–12665 | ||
ოფიციალური საიტი | https://riyadh.sa/en/ | ||
ერ-რიადი (არაბ. الرياض — „ბაღები“) — საუდის არაბეთის დედაქალაქი. ერ-რიადის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. საუდის არაბეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 7,231,447 ადამიანი.[1][2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 4 ათასი წლის წინ თანამედროვე ერ-რიადის ტერიტორიაზე მომთაბარე არაბი ტომები ცხოვრობდნენ.
VI—VII საუკუნეებში ერ-რიადი იყო მოკრძალებული დასახლებული პუნქტი, რომელიც სხვებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა. მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაწყებული, როდესაც გაიზარდა ტრადიციული არაბული ბაზარი და როდესაც აქტიურად დაიწყო ახალი რელიგიური ნაგებობების მშენებლობა, ერ-რიადი გახდა მნიშვნელოვანი ქალაქი.
1902 წელს ამირა იბნ საუდმა საკუთარი ჯარით დაიპყრო ერ-რიადი. 1927 წელს საუდელმა ამირებმა შეძლეს სახელმწიფოს ჩამოყალიბება სახელწოდებით ნეჯდი და ჰიჯაზი, რომლის დედაქალაქი ერ-რიადში მდებარეობდა. 1932 წელს თანდათანობითი გაერთიანებების შედეგად შეიქმნა საუდის არაბეთის სამეფო, რომელსაც დღემდე მართავენ ამირები საუდების გვარიდან. 1960 წელს ერ-რიადის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 160 000 ადამიანს. 1960-იანი წლების ბოლოდან ერ-რიადი, როგორც მთელი საუდის არაბეთი, ცხოვრობს ნავთობის მოპოვების ხარჯზე.
ერ-რიადში მდებარეობს მეფის რეზიდენცია, აქვეა თავმოყრილი ყველა ცენტრალური სამთავრობო დაწესებულება, რომელიც გაჩნდა 1955 წელს. ქალაქში თითქმის არ არსებობს მრეწველობა, სამაგიეროდ საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მაღაზიები, რესტორნები, ყავახანები, მუზეუმები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ქალაქის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 40 % წარმოადგენს 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდობას. მამაკაცების რაოდენობა, როგორც მთელ ქვეყანაში, 10 %-ით მეტია ქალების რაოდენობაზე. მამაკაცებს განათლების მიღება შეუძლიათ როგორც დედაქალაქში — მათ ეძლევათ ადგილები სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტებში, სამხედრო აკადემიაში — ასევე უცხოეთში.
ქალაქში ბევრი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიცია წარმოადგენს ისლამის ჩასახვის ისტორიის ეტაპებს, მათ მიეკუთვნება ერ-რიადის მუზეუმი, მეფე ფეისალის სახელობის ისლამის კვლევისა და შესწავლის ცენტრი. არქიტექტურულ ძეგლებს შორის გამოირჩევა ალ-ბატაა, რომელიც არის ცენტრი, სადაც შეიძლება ვნახოთ უძველესი ნაგებობები. კიდევ ასევე არსებობს მასმაკის ციხესიმაგრე, რომელიც აშენდა 1865 წელს. ერ-რიადის თანამედროვე ცხოვრების სიმბოლოა ყველაზე უფრო მაღალი შენობა — სამეფო ცენტრი, რომელშიც მდებარეობენ ოფისები, ძვირფასი ბინები და რესტორნები.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის კლიმატი ტროპიკული და მშრალი უდაბნოსია. ერ-რიადი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცხელ ქალაქად. ქალაქში იანვრის თვის საშუალო ტემპერატურაა +14,4 °C, ხოლო ივლისის +36,6 °C. კლიმატი საკმაოდ მშრალია, წელიწადში მოდის არაუმეტეს 100 მმ ნალექისა, თანაც ყველა — ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. აბსოლუტური მაქსიმუმი +52,0 °C (ივლისი), მინიმუმი −1 °C (იანვარი).
ქალაქის განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940-იანი წლებიდან დაწყებული ქალაქი დიდი ტემპით ვითარდება. ერ-რიადის მოსახლეობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა XX საუკუნის მეორე ნახევარში. თუ 1960 წელს ქალაქში ცხოვრობდა 150 ათასი ადამიანი, უკვე 1980-იანი წლების დასაწყისისთვის მისი მოსახლეობის რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ნავთობის მოპოვებისგან მიღებულმა კოლოსალურმა შემოსავლებმა ქალაქი საკმაოდ გაათანამედროვა. როგორც წესი ქალაქის შენობები 8 სართულიანია, მაგრამ გამოირჩევიან ორიგინალური სტილით. ქალაქში ბევრი ცათამბრჯენია, მუშავდება სხვა გრანდიოზული პროექტებიც. ქალაქის, ასევე მთელი სამეფოს, მაღალსართულიანი შენობაა ბურჯ ალ-მამლიაკა.
2009 წლის ნოემბერში დაიწყო მიწისზედა მეტროპოლიტენის მშენებლობა, რომელიც ქვეყანაში მეორეა მექის მეტროპოლიტენის შემდეგ. 2017 წლამდე აშენდება ახალი ხაზი, რომელსაც ექნება ოქროებით მორთული სადგური.
2013 წლის 23 აპრილს მეფე საუდის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე გაიხსნა სატროლეიბუსო ხაზი[3].
ქალაქი დაყოფილია 15 რაიონად[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Riyadh Population 2020. // Riyadh's 2020 population is now estimated at 7,231,447.
- ↑ Riyadh, Saudi Arabia Metro Area Population 1950-2020. // The current metro area population of Riyadh in 2020 is 7,231,000, a 2.26% increase from 2019.
- ↑ Riad/Riyadh — Eröffnung des neuen Campus der King Saud bin Abdulaziz University
- ↑ Official Website of the Riyadh Municipality — Interactive Map of Riyadh’s branch municipalities დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა)
|