დავით ზალკალიანი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|დავით ზალკალიანი}} |
დავით ზალკალიანი | |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 4 აპრილი, 2022 |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | დავით ბაქრაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ივნისი, 2018 – 4 აპრილი, 2022 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | მიხეილ ჯანელიძე |
მემკვიდრე | ილია დარჩიაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2019 – 15 მაისი, 2020 | |
წინამორბედი | ჟან-აივს ლე დრიანი |
მემკვიდრე | ნიკოს დენდიასი |
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2008 – 2009 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გრიგოლ მგალობლიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2004 – 2007 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი |
დაბადებული | 27 თებერვალი, 1968 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
შვილები | 2 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | დიპლომატი |
დავით ზალკალიანი (დ. 27 თებერვალი, 1968) — ქართველი დიპლომატი, 2018 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 4 აპრილამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2021 წლის 21 იანვრიდან (გიორგი გახარიას კაბინეტში) და 2021 წლის 25 თებერვლიდან (ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში) საქართველოს ვიცე-პრემიერი.[1][2] 2004-2007 წლებში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში 2008-2009 წლებში. 2019-2020 წლებში ეკავა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი. საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი.
2022 წლის 4 აპრილს დატოვა თანამდებობა და ოფიციალური განცხადებების მიხედვით მუშაობას გააგრძელებს აშშ-ში სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დავით ზალკალიანმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში ატაშეს პოზიციაზე, ხოლო სამ წელიწადში - 1995 წელს იმავე დეპარტამენტში, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში საქართველოს ადგილის დამკვიდრება საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების გზით. ამავე პერიოდში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება ევროგაერთიანებასთან (მოგვიანებით ევროკავშირი), რომელმაც 1992 წელს საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. იმ დროისთვის საქართველოს და ევროგაერთიანების თანამშრომლობა ძირითადად ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საკითხებზე იყო ორიენტირებული, რაშიც დავით ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა.
1996-2000 წლებში ზალკალიანმა მუშაობა განაგრძო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, ეუთო-სა და ქ. ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებში მრჩევლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ადაპტირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში, ასევე ეუთოს ბუდაპეშტის 1994 წლის, ლისაბონის 1996 წლის და სტამბულის 1999 წლის სამიტებში. დავით ზალკალიანი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში. მისი ავსტრიაში მუშაობის პერიოდში საქართველოს ელჩი ვენაში, გამოჩენილი ქართველი დიპლომატი, ლევან მიქელაძე, იყო. შემდგომში ლევან მიქელაძესთან ერთად დავით ზალკალიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გადაინაცვლებს.
2000-2001 წლებში ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპულ საქმეთა დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძო კარიერა. მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
2001-2002 წლებში ზალკალიანი ისევ დაბრუნდა ვენაში და ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
2002-2004 წლებში დავით ზალკალიანმა მუშაობა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელა. მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება აშშ-ს დახმარების გაძლიერება თავდაცვის სფეროში.
აშშ-ში მუშაობის შემდეგ დავით ზალკალიანი 2004 წელს დაინიშნა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ამ პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით უფრო ინტენსიური გახდა.
2007 წელს ზალკალიანი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მომდევნო ერთი წლის მანძილზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2008 წელს დავით ზალკალიანი დაინიშნა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.
დავით ზალკალიანმა 2009 წელს დატოვა ელჩის თანამდებობა და თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო. ზალკალიანი აქტიურად მონაწილეობდა „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ჩამოყალიბებაში, რასაც 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მოჰყვა. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატები“. იმავე წელს დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს.
სამინისტროში პირველი მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნიდან, დავით ზალკალიანი სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მომზადების პროცესში. იგი იყო საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს - ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. ამასთან, 2012-2014 წლებში ზალკალიანი იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარე.
2014 წლის ნოემბერში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს კოალიცია „ქართული ოცნება“. თანამდებობიდან გადადგნენ მინისტრები, რომლებიც „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოადგენდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. მან განაცხადა, რომ ის უბრუნდება ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს. გადადგომასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში, მე არ მაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოვიქცე“.[4]
2015 წელს დავით ზალკალიანმა საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ფონდში ყოფნის პერიოდში მისი საქმიანობა იყო დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ადვოკატირების პროექტების განხორციელებასთან, დიპლომატებისთვის შესაძლებლობების გაზრდასთან, აკადემიური და საჯარო დისკუსიების გამართვასთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.
2016-2018 წლებში დავით ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. რამდენიმე თვით ადრე მან ოფიციალურად დატოვა „თავისუფალი დემოკრატები“.[5] 2018 წლის 21 ივნისს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, 2021 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 4 აპრილამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.
დიპლომატიური რანგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით ზალკალიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ზალკალიანი Twitter-ზე
- დავით ზალკალიანი[დაარქივებული] — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- დავით ზალკალიანი[დაარქივებული] — საქართველოს მთავრობის საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერები იქნებიან“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა“. Civil.ge. 25 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
- ↑ „მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და ქართული ოცნება დატოვა“. Civil Georgia. 5 ნოემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „მაია ფანჯიკიძე - თუკი დავით ზალკალიანი კმაყოფილია ამ სასამართლოთი და პროკურატურით, ღმერთმა ხელი მოუმართოს“. www.interpressnews.ge. 27 იანვარი, 2016. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მიხეილ ჯანელიძე |
საგარეო საქმეთა მინისტრი 20 ივნისი, 2018 - დღემდე |
შემდეგი: |
|
|
|
|