მარია ტეკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ტეკელი

მარია ტეკელი (გერმ. Maria von Teck), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი მერი ( ინგლ. Queen Mary, სრული სახელი — Victoria Mary Augusta Louise Olga Pauline Claudine Agnes — ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა; დ. 26 მაისი, 1867 — გ. 24 მარტი, 1953) — ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის დედა. 1910 წლიდან იყო ინდოეთის იმპერატორი და ირლანდიის დედოფალი.

მარიას მამა უფლისწული ფრანცი გერმანელ თავადთა ოჯახს ეკუთვნოდა (ტეკელთა გვარი), ვიურტემბერგის მეფეთა შთამომავლებს მორგანატთა ქორწინებიდან. დაბადებიდან მარია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან: ის ლონდონში კენსინგტონის სასახლეში დაიბადა. დედამისი ჯორჯ III-ის შვილიშვილი იყო. მეუღლის გამეფებამდე ის ასევე იყო უელსის დედოფლისწული და კორნუოლის ჰერცოგი (1901–1910) და იორკის ჰერცოგი (1901 წლამდე).