ხიმნასტიკი ტარაგონა (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიმნასტიკი ტარაგონა
ტარაგონის ხიმნასტიკის ლოგო.png
სრული სახელი Club Gimnàstic de Tarragona S.A.D.
მეტსახელი ნასტიკი (ესპ. Nàstic), ბროწეულისფერები (ესპ. Granes)
დაარსდა 1914; 108 წლის წინ (1914)
სტადიონი ნოუ ესტადი
ტარაგონა, კატალონია
(ტევადობა: 14,591 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსეპ მარია ანდრეუ
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ანტონიო გორდილო
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-3 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„ხიმნასტიკი ტარაგონა“, ასევე მოიხსენიებენ როგორც „ნასტიკი“[1][2] (კატ. და ესპ. Club Gimnàstic de Tarragona) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1914 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ტარაგონაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. 1972 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნოუ ესტადზე, რომელიც 14 591 მაყურებელს იტევს.1947-50 წლებში, ზედიზედ 3 სეზონი ასპარეზობდა პრიმერა დივიზიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი ჩამოყალიბდა 1886 წლის 1 მარტს. თავდაპირველად კლუბში გაწევრიანებული იყვნენ მაღალ კლასელები და როგორც კლუბის სახელიდან ჩანს, პირველი სპორტი იყო ტანვარჯიში (Gymnastics). მოგვიანებით კლუბი მოიცავდა ფარიკაობას, კრივს და ა.შ. 1914 წელს, კლუბმა შეიერთა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ოლიმპიკი ტარაგონა“ (ესპ. Club Olímpic de Tarragona) და ჩამოაყალიბა საკუთარი საფეხბურთო კლუბი, რომელშიც გამოყენებული იყო „ოლიმპიკის“ ფერები: წითელი, თეთრი და შავი. იმ დროისთვის კლუბი საშინაო მატჩებს სტადიონ „ავენიდა კატალონიაზე“ მართავდა (ესპ. Avenida Catalunya).

1918 წლის იანვარში, „ხიმნასტიკმა“ პირველად მიიღო მონაწილეობა კატალონიის ჩემპიონატში და 1927 წელს გახდა მე-2 დივიზიონის ჩემპიონი. 1943-44 წლებში კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა ტერსერა დივიზიონში და იმავე სეზონში აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.

1946-47 წლების სეზონში „ნასტიკმა“ დაიკავა მე-2 ადგილი სეგუნდა დივიზიონში და აღზევდა პრიმერა დივიზიონში. 1947 წელს ასევე შეძლო კოპა დელ ხენერალისიმოს (ახლანდელი კოპა დელ რეი) ნახევარფინალში გასვლა, სადაც „ესპანიოლთან“ დამარცხდა. 1/4 ფინალში „ბარსელონის“ დამარცხება შეძლო.

სადებიუტო სეზონში დაიკავა მე-7 ადგილი უმაღლეს დივიზიონში, 1948 წლის 11 იანვარს შეძლო მადრიდის „რეალის“ დამარხება მისსავე სტადიონზე და გახდა პირველი კლუბი იმ სეზონში, რომელმაც ეს შეძლო. პრიმერა დივიზიონში 2 სეზონი წარმატებულად დაასრულა, ხოლო მესამე სეზონში, დასაქვეითებელ პლეი-ოფში დამარცხდა „ალკოიანოსტან“ და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 1972 წლიდან კლუბის საშინაო არენა ნოუ ესტადი გახდა.

2006-07 წლების სეზონში, 56-წლიანი პაუზის შემდეგ „ხიმნასტიკი“ დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. მთავარი მწვრთნელი იყო ლუის სესარ სამპედრო, წინა სეზონიდან კლუბში იყვნენ ვეტერანი ანტონიო პინილია და ალბანო ბისარი. „ნასტიკმა“ დაიმატა რუბენ კასტრო, არიზა მუკუკულა და ხავიერ პორტილიო. თუმცა, 33-ე (38-დან) ტურში კლუბი დასაქვეითებელ ზონაში აღმოჩნდა, საბოლოოდ დაქვეითდა კიდეც. სეზონის შუაში სამპედრო პაკო ფლორესმა ჩაანაცვლა, რომელმაც შეძლო კლუბის შედეგების გამოსწორება, მაგრამ დაქვეითებას ვერ გადაარჩინა. 2007 წლის შუაში, „ხიმნასტიკმა“ შეძლო კატალონიის თასის მოგება, 2-1 დაამარცხა „ბარსელონა“, გოლები გაიტანეს პინილიამ და ფრანსისკო ხოსე მანდონადომ.

მე-2 დივიზიონში დაქვეითების შემდეგ „ხიმნასტიკმა“ ზედიზედ 2 სეზონში ადგილი დაიკავა ცხრილის შუაში, შემდეგ მთავარ მწვრთნელად სესარ ფერანდო დაინიშნა. 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებში, კლუბმა დაიკავა 1 ადგილით ზედა პოზიცია გავარდნის ზონიდან, 2011-12 წლების სეზონში კი სეგუნდა დივიზიონ ბ-ში დაქვეითდა, მას შემდეგ რაც მოიგო მხოლოდ 6 მატჩი, 42-დან.

2012 წლის 12 სექტემბერს „ნასტიკმა“ მოიგო მე-2 კატალონიის თასის ტიტული ისტორიაში, დაამარცხა „მანლიეუ“, ეუგენი ვალდერამას გოლით. 2014-15 წლების სეზონში, დაიკავა 1-ლი ადგილი ჯგუფში და დაბრუნდა მე-2 დივიზიონში, პლეი-ოფში „უესკას“ დამარცხების შემდეგ.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი მანოლო რეინა
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი ჯერარდ ვალენტინი
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი მოსა
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხავი მოლინა
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი იაგო ბოუსონი
6 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ვილფრიდ ზაჰიბო
7 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსე კარლოსი
8 ნახევარმცველი გაბონი გაბონი ლევი მადინდა (კაპიტანი)
9 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი კრისტიან ლობატო
10 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხუან მუნისი
11 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ალექს ლოპესი
12 ნახევარმცველი კოტ-დ’ივუარი კოტ-დ’ივუარი ჟენ ლუკი
14 თავდამსხმელი ნიგერია ნიგერია იკეჩუკვუ უჩე
15 ნახევარმცველი ჩილე ჩილე ხუან დელგადო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 მცველი ბრაზილია ბრაზილია ბრუნო პერონე
17 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ლუისმი
18 მცველი იაპონია იაპონია დაისუკე სუზუკი
19 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ამადუ ბოირო
20 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი მიგელ ანხელ კორდერო
21 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ფერან ხინერი
22 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი მანუ ბარეირო
23 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი სერხიო ტეხერა
24 მცველი კამერუნი კამერუნი მოჰამედ დჯეტეი
25 ნახევარმცველი კამერუნი კამერუნი აშილ ემანა
27 მეკარე მონტენეგრო მონტენეგრო სტოლე დიმიტრევსკი
30 თავდამსხმელი კამერუნი კამერუნი სტეფან ემანა
- მცველი ესპანეთი ესპანეთი მანოლო მარტინესი

იჯარით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
- მეკარე კამერუნი კამერუნი ფაბრის ონდოა („სევილია ატლეტიკოში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- მეკარე ესპანეთი ესპანეთი ალბერტო ვარო („ბარსელონა ბ“-ში 2018 წლის 30 ივნისამდე)
- მცველი ესპანეთი ესპანეთი მუსა ბანდე („ბადალონაში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- მცველი საქართველო საქართველო ოთარ კაკაბაძე („ესბიერგში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
- ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი კარლოს გარსია („ატლეტიკო სანლუკენიოში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ფალი („ბარსელონა ბ“-ში 2018 წლის 30 ივნისამდე)
- თავდამსხმელი ალბანეთი ალბანეთი ელვირ მალოკუ (ლარნაკას „აეკში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)

გამოჩენილი მოთამაშეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიაში მოცემულია ფეხბურთელები, რომელთაც ჩაატარეს 100 მატჩი კლუბის შემადგენლობაში ან უთამაშიათ ეროვნულ ნაკრებში.

მოთამაშეთა რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]