ჩერქეზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერქეზები
Адыгэ
черкесы
Flag of Adygea.svg
ადიღეს დროშა
საერთო მოსახლეობა
4-8 მილიონი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: თურქეთი თურქეთი 1,400,000-3,000,000
დროშა: რუსეთი რუსეთი 720,000
იორდანიის დროშა იორდანია 180,000
სირიის დროშა სირია 120,000
დროშა: გერმანია გერმანია 40,000
დროშა: ერაყი ერაყი 34,000
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 25,000
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი 23,000
დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე 12,000
ისრაელის დროშა ისრაელი 4,000
დროშა: სერბეთი სერბეთი 2,800
დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი 1,600
დროშა: უკრაინა უკრაინა 1,100
დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 500
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი 500
ენები ჩერქეზული
ასევე თურქული, არაბული, რუსული, ინგლისური, გერმანული, სპარსული
რელიგიები ძირითადად მუსლიმი
ასევე ხაბზე, მართლმადიდებელი და კათოლიკე
ადიღები ეროვნულ ტანისამოსში

ჩერქეზები (საკ. სახ. ადიღე) — ადიღეების საერთო სახელწოდება. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. ჩერქეზებს რუსეთში უწოდებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობას (მ. შ. ყაბარდოელების წინაპრებსაც, რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ XIX საუკუნეში). ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში. ასევე ახლო აღმოსავლეთში, სადაც გადაასახლეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.

გენოციდი[რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში, რუსეთ-კავკასიის ომის დროს განხორციელდა ადიღე-ჩერქეზეთის მიზანმიმართული ეთნიკური წმენდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე კაზაკების და რუსების ჩასახლების მიზნით. სულ ამ მოვლენებში განადგურებულ და გადასახლებულ იქნა მილიონ ნახევრამდე ჩერქეზული მოსახლეობის 90%–ზე მეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, კავკასიოლოგ მერაბ ჩუხუას კვლევების თანახმად, „დამპყრობლური ომების პერიოდში ჩერქეზი ხალხის გენოფონდის საერთო დანაკარგმა, მოკლულის სახის შეადგინა ამ ხალხის მთლიანი მოსახლეობის 20%–ზე ბევრად მეტი“, რის გამოც ექსპერტები ამ ფაქტს გენოციდად აფასებენ[1].

2011 წლის 21 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური დადგენილება, რომლითაც მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის ეთნიკური წმნედა „გენოციდის აქტად“ აღიარა. გადაწყვეტილებას მხარი, დამსწრე 95 დეპუტატიდან ყველამ ერთხმად დაუჭირა, რითაც საქართველო პირველი ქვეყანა გახდა ჩერქეზების გენოციდის აღიარებაში[2].

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი საქართველოს „კონიუქტურულ–პოლიტიკური“ მიზნებით ახსნა და არა ჩერქეზი ხალხის „ტრაგიკული ბედის“ გაზიარების სურვილით[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. პარლამენტში ჩერქეზთა ‘გენოციდის’ აღიარების მხარდამჭერი სამეცნიერო დასკვნა მოისმინეს. ნიუსი. სივილ ჯორჯია (11 მაისი, 2011(2011-05-11)). წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2011(2011-05-22).
  2. საქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. ნიუსი. სივილ ჯორჯია (20 მაისი, 2011(2011-05-20)). წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2011(2011-05-22).
  3. რუსი დეპუტატი თბილისის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ. ნიუსი. სივილ ჯორჯია (21 მაისი, 2011(2011-05-21)). წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2011(2011-05-22).