ჯონ სკოტის მედალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯონ სკოტის მედალი (ინგლ. John Scott Medal) — 1816 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც გადაეცემა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ მოღვაწეებს, რომელთა გამოგონებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა „ადამიანის კომფორტი, კეთილდღეობა და ბედნიერება". 1836-1919 წლებში კანდიდატებს წარადგენდა ფრანკლინის ინსტიტუტი (ფილადელფია, პენსილვანიის შტატი). ამჟამად წარდგენილი კანდიდატებიდან ლაურეატებს ირჩევს ფილადელფიის საქალაქო საბჭო.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაგმენტი ფრანკლინის ინსტიტუტის ჟურნალიდან[2]

ედინბურგელმა აფთიაქარმა, ჯონ სკოტმა ჩამოაყალიბა 4000 დოლარიანი ფონდი, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ, 1815 წლიდან პირველ დაჯილდოებამდე მართავდა ვაჭარი. ჯილდოდ დაწესდა სპილენძის მედალი და „თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ოც დოლარს". იგი პირველად გაიცა 1822 წელს (იმ დროს 20 დოლარით შეიძლებოდა ერთი ხარის ან 12 ტომიანი ენციკლოპედიის ყიდვა). იმ დროიდან მოყოლებული ფილადელფიის საქალაქო საბჭომ რამდენიმე ასეული ლაურეატი შეარჩია, რომლებმაც ეს ჯილდო მიიღეს.[3]

ჯილდოების უმეტესობა მიენიჭა გამოგონებებს მეცნიერებასა და მედიცინაში. ცნობილი ლაურეატები არიან ტომას ედისონი, ნიკოლა ტესლა, მარი კიური, ძმები რაიტები, გულიელმო მარკონი, ირვინგ ლენგმიური, ალექსანდერ ფლემინგი, ფრედერიკ გ. ბანტინგი, ჯონ ბარდინი, ედვინ ლენდი, ლუის ალვარესი, გლენ სიბორგი და სხვ.

ბოლო წლებში დაჯილდოვდნენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გამარჯვებული ინოვაციების სფერო
2022 ჰარი ბუჩამპი სუნისა და გემოს ტრანსლიაციური გამოკვლევა
ნენსი ბონინი დროზოფილის გამოყენება ტვინის დეგენერაციული დაავადებების გამოსავლენად
ბარი ერკლისი სილიკონის გამოყენება სამედიცინო ხელსაწყოებისა და პოლიმერული მასალებისთვის
2021 კატალინ კალიკო სტაბილური ი-რნმ, რომელიც უზრუნველყოფს გენურ-ინდუცირებულ იმუნურ პასუხს
დრიუ ვაისმანი ი-რნმ-სადმი მიდგომა ადამიანის ორგანიზმში ინდუცირებული პასუხის უზრუნველსაყოფად
2020 ჯეინ ბენეტი გენური თერაპია ბადურას დეგენერაციის მკურნალობისთვის
უილიამ დეგრადო ანტიმიკრობული პეპტიდების განვითარება
მაიკლ კლაინი ბიოლოგიური სისტემების გამოთვლითი მოდელირების ალგორითმები
2019 ემილი ა. კარტერი უკუ წვა
ჩარლზ ლ კეინი ტოპოლოგიური იზოლატორები
იუჯინ მელე ტოპოლოგიური იზოლატორები
2018 ჯეიმზ ედვარდ მაკეო უესტი ელექტრეტული მიკროფონი
ბიარნე სტროსტრუპ c++ კომპიუტერული პროგრამირების ენა
2017 რუჟენა ბაიჩი რობოტიკა და საინჟინრო მეცნიერება
უორენ ევანზი გენეტიკის პოპულაციური კვლევა
მასატოში ნეი ევოლუციური თეორია
2016 ემანუელ შარპენტიე გენომის რედაქტირება
ჯენიფერ დუდნა
ფენ ჩანგი
კარლ ჰ.ჯუნი სიმსივნეების იმუნოლოგია
2015 მადლენ მ. ჯოული სინთეზური ქიმია
ჯონ პ. პერდიუ სიმკვრივის ფუნქციონალური თეორია
2014 სიუზან ბენდი ჰორვიცი კიბოს თერაპიული საშუალებები
ლეონარდ ჰეიფლიკი უჯრედული დაბერების აღმოჩენა და ინოვაციები მიკროსკოპიაში
პოლ ს მურედი
2013 პ ლესლი დატონი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ბიოქიმიაში
ნ.სკოტ ადზიკი ფეტალური ქირურგია
რობერტ ლ. ბრენტი თანდაყოლილი დეფექტების გარემო მიზეზები
2012 პოლ ჯ.შტეინჰარდტი კვაზიკრისტალები
ჯონ ქ.ტროიანოვსკი ნეიროდეგენერაციული დაავადებები
ვირჯინია მან-ი ლი
2011 დევიდ ე კული PET სკანირება
ჯენი პიკვორტ გლუსკერი კრისტალოგრაფია
2010 კრისტიან ჯ.ლამბერცენი წყალქვეშა მყვინთავის აღჭურვილობა
უილიამ ა იტონი ცილის აგრეგაცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Board of Directors of City Trusts. ციტირების თარიღი: March 27, 2011
  2. ფრანკლინის ინსტიტუტის ჟურნალი
  3. ლაურეატები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-16. ციტირების თარიღი: 2022-01-23.