ტონა
იერსახე
ტონა (ფრანგ. tonne < ლათ. tunna — „კასრი“; აღნიშვნა: ტ, t) — მასის ერთეული საზომთა მეტრულ სისტემაში; უდრის 1000 კილოგრამს.
განისაზღვრება კილოგრამის ეტალონით (როგორც მისი ათასჯერ ჯერადი). 1 ტონა უდრის 1 მ³ ქიმიურად სუფთა გამოხდილი წყლის მასას მისი უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (დაახლოებით 4°C), 0,2% სიზუსტით.