მუსტაფა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსტაფა II
ოსმ. مصطفى ثانى‎ — Mustafâ-i sânî'
II Mustafa.jpg
ოსმალეთის 22-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1695
მმართ. დასასრული: 1703
წინამორბედი: აჰმედ II
მემკვიდრე: აჰმედ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 თებერვალი 1664
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 29 დეკემბერი 1703
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
დინასტია: ოსმანები
მამა: მეჰმედ IV
დედა: ემეთულაჰ რაბია გიულნუშ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: Tughra of Mustafa II.JPG

მუსტაფა II (ოსმ. مصطفى ثانى‎ — Mustafâ-i sânî, თურქ. İkinci Mustafa; დ. 6 თებერვალი, 1664 — გ. 29 დეკემბერი, 1703) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი (1695-1703), სულთან მეჰმედ IV-ის ვაჟი.

მისი ორი წინამორბედისგან განსხვავებით, (ნაგულისხმევია სულეიმან ll და აჰმედ ll) გამეფებამდე ედირნეს სასახლეში ცხოვრობდა და შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდა.

მუსტაფა ოსმალეთის სათავეში აღმოჩნდა 1695 წელს, მას შემდეგ რაც მისი ბიძა, აჰმედ ll გარდაიცვალა. მისი სულთნობის წლები გამოირჩეოდა ოსმალეთის დასუსტებითა და წმ. ლიგის ქვეყნების აღზევებით.

მუსტაფა ll-ის მმართველობის პერიოდის ყველაზე ტრავმატული მოვლენა უნგრეთის, მცირე ვლახეთის, სერბეთის ნაწილის, აზოვისა და სხვა მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა იყო 1699 წელს კარლოვიცის კონგრესზე დადებული ზავით. ამ მოვლენით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის ხანგრძლივი დაკნინების პერიოდი. მუსტაფა II 1703 წელს ტახტიდან მისმა ძმამ აჰმედ III-მ ჩამოაგდო. გარდაიცვალა თოფქაფის სასახლეში, სტამბოლში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლები და ხარჭები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაჰმუდ I
  • შეჰზადე მეჰმედი
  • შეჰზადე სელიმი
  • შეჰზადე მურათი
  • შეჰზადე მურათი
  • შეჰზადე აჰმეთი
  • ოსმან III
  • შეჰზადე ჰასანი
  • შეჰზადე ჰიუსეინი
  • შეჰზადე აჰმეთი
  • შეჰზადე სულეიმანი

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აიშე სულთანი
  • ემინე სულთანი
  • საფიე სულთანი
  • იმეთულაჰ სულთანი
  • რუკიე, ფატმა, უმიგულსუმი, რუიკიე,ზენები და ესმა გარდაიცვალნენ ადრეულ ასაკში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abou-El-Haj, R. A. (1974). „The Narcissism of Mustafa II (1695-1703): A Psychohistorical Study“. Studia Islamica (40): გვ. pp. 115–131.