მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის იმართება 1927 წლიდან ფიდეს ეგიდით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის, ტირანა, 2011
ტან ჯუნი (ჩინეთი), ამჟამინდელი ჩემპიონი.

XX საუკუნის დასაწყისში ჭადრაკმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა ქალთა შორის და ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორისაც. მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების სისტემა რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1927-1939 წლებში ჩატარდა 7 ტურნირი და ერთი მატჩი მსოფლიო პირველობაზე.

ვერა მენჩიკის გარდაცვალების 1944 შემდეგ ფიდემ 1949-1950 წლების გასაყარზე მოსკოვში ჩაატარა ტურნირი მსოფლიოს უპირველესი მოჭადრაკე ქალის გამოსავლენად. ამავე დროს შემოიღო მკაცრი სამწლიანი ციკლი. ეს ციკლი იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ ზონებში გამარჯვებული მოჭადრაკეები პრეტენდენტთა ტურნირებში (მატჩებში) არკვევდნენ, თუ ვინ უნდა შეხვედროდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. 1971 წლიდან მსოფლიოში ქალთა ჭადრაკის სულ უფრო მზარდ პოპულარიზაციასთნ დაკავშვრებით, ფიდემ ზონალური ტურნირების შემდეგ დაუმატა კიდევ ერთი ეტაპი საზონათაშორისო ტურნირი, რომელიც არკვევდა პრეტენდენტთა ვინაობას. პრეტენდენტთა ტურნირის (მატჩების) გამარჯვებული კი ხვდებოდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს 16 პარტიან მატჩში. 80-ანი წლების შუა ხანებიდან სამწლიანი ციკლი ორწლიანად გადაკეთდა. 2000 წლიდან ფიდემ შეცვალა სისტემა და მსოფლიოს ჩემპიონის გამოვლენა ე.წ. „ნოკაუტ-სისტემით“ დაიწყო.

2008 წელს ფიდემ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩემპიონატის ჩატარების სისტემა. 2009-2010 წლებში ჩატარდა 6 „გრან-პრის“ ტურნირი. მოჭადრაკეებს თავად არჩევდა ფიდე. თითოეული მოჭადრაკე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ოთხ ტურნირში. შემოღებულ იქნა ქულათა დარიცხვის სისტემა. ტურნირების დამთავრების შემდეგ პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საჩემპიონო მატჩში შეხვდება მსოფლიოს ჩემპიონს.

ჩემპიონატის ჩატარების სისტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# ციკლი ჩატარების ადგილი ტურნირი
I 1927 ლონდონი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
II 1930 ჰამბურგი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
III 1931 პრაღა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
IV 1933 ფოლკსტონი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
V 1935 ვარშავა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VI 1937 სტოკჰოლმი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
VII 1937 ზემერინგი მატჩი მსოფლიოს პირველობაზე
VIII 1939 ბუენოს-აირესი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
IX 1949/1950 მოსკოვი ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე
X 1950-1953
XI 1953-1956
XII 1956-1959
XIII 1962-1965
XIV 1962-1965
XV 1965-1969
XVI 1969-1972
XVII 1972-1975
XVIII 1975-1978
XIX 1978-1981
XX 1981-1984
XXI 1984-1986
XXII 1986-1988
XXIII 1988-1991
XXIV 1991-1993
XXV 1993-1995
XXVI 2000 დელი „ნოკაუტ-სისტემა“
XXVII 2001 მოსკოვი „ნოკაუტ-სისტემა“
XXVIII 2004 ელისტა „ნოკაუტ-სისტემა“
XXIX 2006 ეკატერინბურგი „ნოკაუტ-სისტემა“
XXX 2008 ნალჩიკი „ნოკაუტ-სისტემა“
XXXI 2010 ანთაქია „ნოკაუტ-სისტემა“
XXXII 2009 - 2011
XXXIII 2012 ხანტი-მანსიისკი „ნოკაუტ-სისტემა“
XXXIV 2013 - 2014

დასკვნითი მატჩები და ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# წელი ქალაქი მატჩი ანგარიში + =
1 1927 ლონდონი ვერა მენჩიკი 10½ 11-დან 10 0 1
2 1930 ჰამბურგი ვერა მენჩიკი ტურნირი 6 1 1
3 1931 პრაღა ვერა მენჩიკი ტურნირი 8 0 0
4 1933 ფოლკსტონი ვერა მენჩიკი ტურნირი 12 0 0
1934 ამსტერდამი ვერა მენჩიკისონია გრაფი 3 : 1 3 1 0
5 1935 ვარშავა ვერა მენჩიკი ტურნირი 9 0 0
6 1937 ზემერინგი ვერა მენჩიკისონია გრაფი 11½ : 4½ 9 2 5
7 1937 სტოკჰოლმი ვერა მენჩიკი ტურნირი 14 0 0
8 1939 ბუენოს-აირესი ვერა მენჩიკი ტურნირი 17 0 2
9 1949-1950 მოსკოვი ლიუდმილა რუდენკო 11½ 15-დან 9 1 5
10 1953 ლენინგრადი ლიუდმილა რუდენკოელისაბედ ბიკოვა 6 : 8 5 7 2
11 1956 მოსკოვი ოლღა რუბცოვა მატჩ-ტურნირი 7 3 6
12 1958 მოსკოვი ოლღა რუბცოვაელისაბედ ბიკოვა 5½ : 8½ 4 7 3
13 1959-1960 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვაკირა ზვორიკინა 8½ : 4½ 6 2 5
14 1962 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვანონა გაფრინდაშვილი 2 : 9 0 7 4
15 1965 რიგა ნონა გაფრინდაშვილიალა კუშნირი 8½ : 4½ 7 3 3
16 1969 თბილისი, მოსკოვი ნონა გაფრინდაშვილიალა კუშნირი 8½ : 4½ 6 2 5
17 1972 რიგა ნონა გაფრინდაშვილიალა კუშნირი 8½ : 7½ 5 4 7
18 1975 ბიჭვინთა, თბილისი ნონა გაფრინდაშვილინანა ალექსანდრია 8½ : 3½ 8 3 1
19 1978 ბიჭვინთა ნონა გაფრინდაშვილიმაია ჩიბურდანიძე 6½ : 8½ 2 4 9
20 1981 ბორჯომი, თბილისი მაია ჩიბურდანიძენანა ალექსანდრია 8 : 8 4 4 8
21 1984 ვოლგოგრადი მაია ჩიბურდანიძეირინა ლევიტინა 8½ : 5½ 5 2 7
22 1986 სოფია, ბორჯომი მაია ჩიბურდანიძეელენა ახმილოვსკაია 8½ : 5½ 4 1 9
23 1988 თელავი მაია ჩიბურდანიძენანა იოსელიანი 8½ : 7½ 3 2 11
24 1991 მანილა მაია ჩიბურდანიძესიუ ძუნი 6½ : 8½ 2 4 9
25 1993 მონტე-კარლო სიუ ძუნინანა იოსელიანი 8½ : 2½ 7 1 3
26 1996 ხაენი სიუ ძუნიჟუჟა პოლგარი 4½ : 8½ 2 6 5
27 1999 ყაზანი, შენიანი სიუ ძუნიალისა გალიამოვა 8½ : 6½ 5 3 7
28 2001 მოსკოვი ჯუ ჩენიალექსანდრა კოსტენიუკი 5 : 3 5 3 0
29 2004 ელისტა ანტოანეტა სტეფანოვაეკატერინა კოვალევსკაია 2½ : ½ 2 0 1
30 2006 ეკატერინბურგი სუი იუიხუაალისა გალიამოვა 2½ : ½ 2 0 1
31 2008 ნალჩიკი ალექსანდრა კოსტენიუკიჰოუ იფანი 2½ : 1½ 1 0 3
32 2010 ანთაქია ჰოუ იფანიჟუან ლუფეი 5 : 3 3 1 4
33 2011 ტირანა ჰოუ იფანიჰამფი კონერუ 5½ : 2½ 3 0 5
34 2012 ხანტი-მანსიისკი ანა უშენინაანტოანეტა სტეფანოვა 3½ : 2½ 2 1 3
35 2013 ტაიჯოუ ანა უშენინაჰოუ იფანი 1½ : 5½ 0 4 3
36 2015 სოჭი მარია მუზიჩუკინატალია პოგონინა 2½ : 1½ 1 0 3
37 2016 ლვოვი მარია მუზიჩუკიჰოუ იფანი 3 : 6 0 3 6
38 2017 თეირანი ტან ჯუნიანა მუზიჩუკი 3½ : 2½ 2 1 3
39 2018 შანხაი, ჩუნცინი ტან ჯუნიძუი ვენძუინი 4½ : 5½ 2 3 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]