შინაარსზე გადასვლა

ფიდე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიდე
FIDE
დევიზი Gens Una Sumus[1]
შეიქმნა 20 ივლისი, 1924
ტიპი international sport governing body და chess federation
წევრები 158 ქვეყანა
მდივანი არკადი დვორკოვიჩი (პრეზიდენტი)
ქვეყანა შვეიცარია
თავმჯდომარე არკადი დვორკოვიჩი
კავშირები Global Association of International Sports Federations და Association of IOC Recognised International Sports Federations
https://fide.com

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Fédération internationale des échecs - FIDE) — საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციებს. ეწევა ჭადრაკის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში და ატარებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს: მსოფლიოს ჩემპიონატებს ვაჟებსა და ქალებს შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადებს ანიჭებს საერთაშორისო წოდებებს, აქვეყნებს ელოს კოეფიციენტთა ცხრილს და სხვა.

დაარსდა 1924 წლის ივნისს პარიზში VIII ოლიმპიური თამაშების დროს, ლ. ვენსანის (საფრანგეთი), ლ. რისეს (დიდი ბრიტანეთი) და ალექსანდრ რიუბის (ნიდერლანდები) ინიციატივით. ფიდეს დამაარსებლები იყვნენ: არგენტინა, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, იუგოსლავია, კანადა, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, შვეიცარია და ნიდერლანდები. პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ნიდერლანდელი ალექსანდრ რიუბი. ამჟამად აერთიანებს 163 ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას. ფედერაციას აქვს საკუთარი ჰიმნი და დროშა. ფიდეს დევიზია: ,,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ’’ (ლათ: Gens una sumus). ფიდესთან კავშირშია მიმოწერითი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ICCF), უსინათლო მოჭადრაკეთა საერთაშორისო ასოციაცია (IBCA), ყრუმუნჯთა საერთაშორისო საჭადრაკო კომიტეტი (ICSC), ინვალიდ სპორტსმენთა ასოციაცია (IPCA), საჭადრაკო კომპოზიციის კომიტეტი და საჭადრაკო პრესის საერთაშორისო ასოცოაცია.

ფიდეს სამუშო ენებია: ფრანგული, რუსული (1947 წლიდან), ინგლისური, გერმანული და ესპანური ენები.

ფიდეს წევრობის უფლება აქვს ყველა ეროვნულ საჭადრაკო ფედერაციას, მხოლოდ არაუმეტეს ერთისა ერთი ქვეყნიდან. ფიდეს უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ასამბლეაზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს და ფიდეს ბიუროს. თუ ფიდეს წევრთა 1/8 მოითხოვს რიგგარეშე ასამბლეის ჩატარებას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია ოთხი თვის ვადაში მოიწვიოს იგი. ფიდეს ბიუროში შედიან: პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და 4 სხვა წევრი. ბიუროს ექსტრემალურ სიტუაციებში ენიჭება ასამბლეის უფლებები.

ფიდეს ერთ-ერთი მთავარი ორგანოა ცენტრალური კომიტეტი. მის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, რეგიონული ზონების პრეზიდენტები, გენერალური მდივანი, ხაზინადარი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბიუროს 8 წევრი, ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და მამაკაცთა და ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები. ცენტრალური კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ. იგი ამზადებს გენერალური ასამბლეის ჩატარებას და იმ წელს, როდესაც არ ტარდება ასამბლეა კომიტეტი წყვეტს ფიდეს წინაშე მდგარ გადაუდებელ საკითხებს.

გარდა ხელმძღვანელი ორგანოებისა, ფიდეში არის სამუშო კომისიებიც.

  • საკვალიფიკაციო კომისია
  • წესების კომისია
  • განვითრებადი ქვეყნებისადმი დახმარების კომისია
  • მუდმივი ფონდის ადმინისტრაცია
  • საჭადრაკო კომპოზიციის კომისია
  • ქალთა ჭადრაკის კომისია
  • ბავშვთა ჭადრაკის კომისია
  • ბეჭდვითი საქმის და ინფორმაციის კომისია

საქმიანობის გასამარტივებლად შექმნილია კონტინენტალური საჭადრაკო ფედერაციებიც:

  • ევროპის საჭადრაკო კავშირი
  • აზიის ჭადრაკის ფედერაცია (აქ შედის ავსტრალიაც)
  • ამერიკის ჭადრაკის კონფედერაცია
  • აფრიკის საჭადრაკო კავშირი

გარდა ამ მთავარი კონტინენტალური საჭადრაკო ორგანიზაციებისა შექმნილია სხვა რეგიონული საჭადრაკო კავშირებიც:

  • თანამეგობრობის ჭადრაკის ასოციაცია
  • არაბული ქვეყნების ჭადრაკის ფედერაცია
  • ასეან-ის ჭადრაკის ასოციაცია
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
  • ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების ჭადრაკის ასოციაცია
  • იბერო-ამერიკული ჭადრაკის ფედერაცია
  • პატარა ხალხების ჭადრაკის ასოციაცია
  • სასკოლო ჭადრაკის საერთაშორისო ასოციაცია

ფიდეს ეგიდით ტარდება შემდეგი (ძირითადი) ტურნირები:

გარდა ამ ტურნირებისა ტარდება სხვადასხვა რეგიონული გუნდური ტურნირები როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.

გარდა ფიდე-ს მიერ ორგანიზებული ტურნირებისა ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი, რომლებსაც ცალკეული ფედერაციები, ქალაქების მერიები, მსხვილი კომპანიები და შეძლებული მეცენატები ატარებენ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

ფიდეს პრეზიდენტები

სახელი გვარი ქვეყანა წლები
ალექსანდრე რიუბი ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1924-1949
ფოლკე როგარდი ინგლისის დროშა ინგლისი 1949-1970
მაქს ეივე ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები 1970-1978
ფრიდრიკ ოლაფსონი ისლანდიის დროშა ისლანდია 1978-1982
ფლორენსიო კამპომანესი ფილიპინების დროშა ფილიპინები 1982-1995
კირსან ილიუმჟანოვი დროშა: რუსეთი რუსეთი 1995-2018
არკადი დვორკოვიჩი დროშა: რუსეთი რუსეთი 2018-დან

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დროშა: ავსტრალია ავსტრალია დროშა: ავსტრია ავსტრია დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი დროშა: ავღანეთი ავღანეთი დროშა: ალბანეთი ალბანეთი
დროშა: ალჟირი ალჟირი დროშა: ამერიკის ვირჯინიის კუნძულები ამერიკის ვირჯინიის კუნძულები დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დროშა: ანდორა ანდორა დროშა: ანგოლა ანგოლა
დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები დროშა: არგენტინა არგენტინა დროშა: არუბა არუბა დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
დროშა: ბარბადოსი ბარბადოსი დროშა: ბაჰამის კუნძულები ბაჰამის კუნძულები დროშა: ბაჰრეინი ბაჰრეინი დროშა: ბელგია ბელგია დროშა: ბელიზი ბელიზი
დროშა: ბერმუდის კუნძულები ბერმუდის კუნძულები დროშა: ბელარუსი ბელარუსი დროშა: ბოლივია ბოლივია დროშა: ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა დროშა: ბოტსვანა ბოტსვანა
დროშა: ბრაზილია ბრაზილია დროშა: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები დროშა: ბრუნეი ბრუნეი დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი დროშა: ბურუნდი ბურუნდი
დროშა: განა განა დროშა: გერმანია გერმანია დროშა: გერნსი გერნსი დროშა: გვატემალა გვატემალა დროშა: დანია დანია
დროშა: დომინიკელთა რესპუბლიკა დომინიკანელთა რესპუბლიკა დროშა: ეგვიპტე ეგვიპტე დროშა: ეთიოპია ეთიოპია დროშა: ეკვადორი ეკვადორი დროშა: ესპანეთი ესპანეთი
დროშა: ესტონეთი ესტონეთი ვენესუელის დროშა ვენესუელა დროშა: ვიეტნამი ვიეტნამი დროშა: ზამბია ზამბია ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
დროშა: იამაიკა იამაიკა დროშა: იაპონია იაპონია იემენის დროშა იემენი დროშა: ინგლისი ინგლისი ინდოეთის დროშა ინდოეთი
დროშა: ინდონეზია ინდონეზია იორდანიის დროშა იორდანია დროშა: ირანი ირანი დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია ისლანდიის დროშა ისლანდია
ისრაელის დროშა ისრაელი იტალიის დროშა იტალია დროშა: თურქეთი თურქეთი დროშა: თურქმენეთი თურქმენეთი კამბოჯის დროშა კამბოჯა
დროშა: კანადა კანადა დროშა: კენია კენია დროშა: კვიპროსი კვიპროსი დროშა: კოლუმბია კოლუმბია სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
დროშა: კოსტა-რიკა კოსტა-რიკა კოტ-დ’ივუარის დროშა კოტ-დ’ივუარი დროშა: კუბა კუბა ლაოსის დროშა ლაოსი ლატვია
ლიეტუვის დროშა ლიეტუვა ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი მადაგასკარის დროშა მადაგასკარი მაკაოს დროშა მაკაო
დროშა: ჩრდილოეთი მაკედონია ჩრდილოეთი მაკედონია მალავის დროშა მალავი დროშა: მალაიზია მალაიზია მალტის დროშა მალტა დროშა: მაროკო მაროკო
მავრიკის დროშა მავრიკი მექსიკის დროშა მექსიკა მიანმარის დროშა მიანმარი მოზამბიკის დროშა მოზამბიკი მოლდოვის დროშა მოლდოვა
მონაკოს დროშა მონაკო დროშა: მონღოლეთი მონღოლეთი დროშა: ნამიბია ნამიბია ნეპალის დროშა ნეპალი ნიგერიის დროშა ნიგერია
დროშა: ნიკარაგუა ნიკარაგუა დროშა: ნორვეგია ნორვეგია პაკისტანი პალაუს დროშა პალაუ პალესტინის დროშა პალესტინა
პანამის დროშა პანამა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა დროშა: პარაგვაი პარაგვაი დროშა: პერუ პერუ დროშა: პოლონეთი პოლონეთი
დროშა: პორტუგალია პორტუგალია პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო რუანდის დროშა რუანდა დროშა: რუმინეთი რუმინეთი დროშა: რუსეთი რუსეთი
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი სალვადორის დროშა სალვადორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სან-მარინოს დროშა სან-მარინო დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
დროშა: საქართველო საქართველო დროშა: სერბეთი სერბეთი სოლომონის კუნძულების დროშა სოლომონის კუნძულები სიერა-ლეონეს დროშა სიერა-ლეონე დროშა: სინგაპური სინგაპური
სირიის დროშა სირია სლოვენიის დროშა სლოვენია სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი სომალის დროშა სომალი დროშა: სომხეთი სომხეთი
სუდანის დროშა სუდანი სურინამის დროშა სურინამი ჩინეთის ტაიბეის დროშა ჩინეთის ტაიბეი ტაილანდის დროშა ტაილანდი დროშა: ტაჯიკეთი ტაჯიკეთი
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო დროშა: ტუნისი ტუნისი უგანდის დროშა უგანდა დროშა: უელსი უელსი დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა დროშა: უნგრეთი უნგრეთი დროშა: ურუგვაი ურუგვაი დროშა: ფარერის კუნძულები ფარერის კუნძულები დროშა: ფილიპინები ფილიპინები
დროშა: ფინეთი ფინეთი დროშა: ფიჯი ფიჯი დროშა: ქუვეითი ქუვეითი დროშა: ყაზახეთი ყაზახეთი კატარის დროშა კატარი
დროშა: ყირგიზეთი ყირგიზეთი დროშა: შვედეთი შვედეთი დროშა: შვეიცარია შვეიცარია დროშა: შოტლანდია შოტლანდია შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი დროშა: ჩილე ჩილე დროშა: ჩინეთი ჩინეთი ხორვატიის დროშა ხორვატია ჯერზის დროშა ჯერზი
ჰაიტის დროშა ჰაიტი ჰონდურასის დროშა ჰონდურასი ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი
  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრკის მატიანე. თბილისი. განათლება. 1995.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. FIDE : Actividad • lichess.org
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიდე“-დან