ნოკაუტ-სისტემა მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

,,ნოკაუტ-სისტემა’’ მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

1999 წლიდან ფიდემ კიდევ ერთხელ შეცვალა მსოფლიოს პირველობის ჩატარების სისტემა და ვითომ დროის მოთოვნებისა და სანახაობითობის გაზრდის თვალსაზრისით შემოიღო ე.წ. ,,ნოკაუტ-სისტემა’’.

უმაღლესი კოეფიციენტების მქონე 64 მოჭდრაკე იკრიბება ერთ ქალაქში და ოლიმპიური სისტემით არკვევს უძლიერესის ვინაობას. ნოკაუტ-სისტემის ძირითადი წესები ასეთია: საწყის ეტაპებზე მოჭადრაკეები ორ, ხოლო ფინალში ოთხ პარტიაში არკვევენ გამარჯვებულს. თუ ამ ორმა (ოთხმა) პარტიამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული მაშინ ინიშნება ორი დამატებითი პარტია: პირველი სწრაფ ჭადრაკში, მეორე კი ბლიცში (თუ პირველი ყაიმით დასრულდა). თუ ვერც ბლიცმა გამოავლინა გამარჯვებული, მოგებულად ითვლება შავი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკე. კონკრეტულ შეჯიბრებაზე ამ წესებმა შეიძლება განიცადოს უმნიშვნელო ცვლილებები (მაგ. პირველი ორი დამატებითი პარტია სწრაფ ჭადრაკში და უკვე შემდეგ ბლიცი), მაგრამ ძირითადი პირობები უცვლელი რჩება.

ყოველივე ამას რა თქმა უნდა საერთო არაფერი აქვს კლასიკურ ჭადრაკთან და დიდია შემთხვევითობის ფაქტორიც (განსაკუთრებით სწრაფ ჭადრაკში და ბლიცში). მართლია მთლად სუსტი მოჭადრაკე ვერ იმარჯვებს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ობიექტურად ძლიერი მოჭადრაკე მარცხდება თავისზე სუსტ მოწინააღმდეგესთნ. ვაჟთა ჭადრაკში ფიდე მივიდა დასკვნამდე, რომ ნოკაუტ-სისტემა სრულად ვერ ასახავს ძალთა თანაფარდობას და შეცვალა იგი. ახლა მიმდინარეობს საუბრები ამ სისტემის შეცვლასთან ან სრულყოფასთან დაკავშირებით ქალთა შორის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ამბავი საუბრებს არ გასცილებია. მანამდე კი უკვე ჩატარდა 6 მსოფლიოს ჩემპიონატი ამ სისტემით.

# წელი ჩატარების ადგილი ტურნირი
I 2000 დელი I ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
II 2001 მოსკოვი II ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
III 2004 ელისტა III ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
IV 2006 ეკატერინბურგი IV ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
V 2008 ნალჩიკი V ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
VI 2010 ანთაქია, თურქეთი VI ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
VII 2012 ხანტი-მანსიისკი, რუსეთი VII ტურნირი ნოკაუტ-სისტემით მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის