შინაარსზე გადასვლა

მენორკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენორკა
მშობ. სახელი: Menorca

მენორკას დროშა
გეოგრაფია
მდებარეობა ხმელთაშუა ზღვა, ბალეარის კუნძულები
კოორდინატები 39°58′00″ ჩ. გ. 4°05′00″ ა. გ. / 39.96667° ჩ. გ. 4.08333° ა. გ. / 39.96667; 4.08333
ფართობი 695.7 კმ²
ესპანეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 91,170 (2017)
სიმჭიდროვე 131.05 კაცი /კმ²

მენორკა — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. ბალეარის კუნძულების ჯგუფში. ფართობი 754 კმ². წარმოადგენს კირქვიან პლატოს (სიმაღლე 358 მეტრამდე), რომელიც ფლატოვან საფეხურებად ეშვება ზღვისკენ. განვითარებულია კარსტი. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. ნალექები 500-600 მმ წელიწადში. ბუნებრივი მცენარეულობიდან გავრცელებულია მაკვისი, გარიგა, მუხის და ფიჭვის კორომები. აშენებენ ვაზს, ციტრუსებს, ზეთისხილს, ნუშს. მისდევენ მეცხვარეობას, იჭერენ თევზს. განვითარებულია ტურიზმი. მთავარი ნავსადგურია მაონი.