ანა მუზიჩუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა მუზიჩუკი
Anna Muzychuk 2011.jpg
ანა მუზიჩუკი 2011 წელი
სახელი ანა მუზიჩუკი
ქვეყანა (სპორტი)

უკრაინის დროშა უკრაინა,
სლოვენიის დროშა სლოვენია,

უკრაინის დროშა უკრაინა (2014)[1]
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1990 (1990-02-28) (31 წლის)
დაბადების ადგილი ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2012)
ფიდე რეიტინგი 2535 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2606 (ივლისი 2012)
ჯილდოები და პრემიები Order of Princess Olga, 3rd class

ანა მუზიჩუკი (უკრ. Анна Олегівна Музичук) დ. 28 თებერვალი, 1990, ლვოვი,უკრაინის სსრ, სსრკ). უკრაინელი დიდოსტატი ქალთა შორის სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ორჯერ ბლიცში 2014 [2], 2016 და ერთხელ სწრაფში 2016[3]. ევროპის სამგზის ჩემპიონი ქალებში ორჯერ ბლიცში 2007 და 2018 წელი და ერთხელ სწრაფში 2017. ვიცე-ჩემპიონი ქალებში 2017 წელს კლასიკურ ჭადრაკში. უკრაინის ორგზის ჩემპიონი მანდილოსნებში 2003 და 2014 წელში. 20 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს და 16 წლამდელებში 2006. უკრაინის სპორტის დამსახურებული ოსტატი. 2004-დან 2014-მდე სლოვენიის მოქალაქე. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2016 წლებში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ხოლო 2018-ში ვერცხლი. 2012 წელს ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სლოვენიის სახელით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. იმავე წლის ივლისში ფიდეს რეიტინგში 2606-იან ზღვარს გადასცდა და იმ დროისთვის გახდა მეოთხე ქალი ვინც ეს მიღწევა გაიმეორა. მანამდე 2600-იანი ზღვარი გადალახეს უნგრელმა იუდიტ პოლგარმა , ინდოელმა ჰუმპი კონერუმ და ჩინელმა ჰოუ იფანმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანას მშობლები პროფესიონალი ჭადრაკის მწვრთნელები იყვნენ და შვილს თამაში 2 წლისას ასწავლეს. 5 წლისა ლვოვის ოლქის 10 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატში გამოვიდა და მეორე ადგილზე გავიდა. 1996 წლიდან 2004 წლამდე უკრაინის სახელით ევროპის ჩემპიონატები ასაკობრივ კატეგორიებში 6-ჯერ მოიგო. 1996 წელს (8 წლამდელებში), 1998 წელს (10 წლამდელებში), 2000 წელს (10 წლამდელებში), 2002 წელს (12 წლამდელებში), 2003 წელს (14 წლამდელებში), 2004 წელს (14 წლამდელებში). ვერცხლის მედლები მოიგო 1997 წელს (10 წლამდელებში), 1999 წელს (10 წლამდელებში), 2001 წელს (12 წლამდელებში). 2000 წელს უკრაინის 10 წლამდელ გოგონებში იპირველა, ხოლო 2002-ში 12 წლამდელებში. 10 წლამდელ მსოფლიოს პირველობაზე მანდილოსნებში ბრინჯაოს შესწვდა 2000 წელს, ხოლო 2002-ში (12 წლამდელებში) და 2004-ში (14 წლამდელებში) ვერცლებს. ამდენი წარმატებების შემდეგ რეიტინგში ქულების საკმაო მარაგი მოუგროვდა და 2001 წელს ფიდემ, ქალთა ოსტატის წოდება მიანიჭა, ხოლო 2002-ში ქალთა საერთაშორისო ოსტატის. 2004-ში უკრაინის 20 წლამდე გოგონებში იპირველა, წინა წელს კი დიდებში.

სლოვენიის მოქალაქეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004-დან სლოვენიის ჭადრაკის ფედერაციასთან 10 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერ ახალგაზრდულ შეჯიბრებებში გამოდიოდა, შემდეგ დიდებში ლიუბლიანის გუნდში თამაშობდა და ნაკრებს ოლიმპიადაზეც ეხმარებოდა. იგი სლოვენიელებთან უკრაინულ სტრიში დაბრუნებულიც თამაშობდა. 2005 წელს 16 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპონი გახდა. მომდევნო წელს უკვე დიდებში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე მე-7 ადგილს დასჯერდა. 2006-ში უნგრეთის ქალთა საერთაშორისო ჩემპიონატზე მეორე იყო. 2007-ში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე 46-ე იყო, სამაგიეროდ სწრაფში მეორე, ხოლო ბლიცში ოქრო მოიგო. იმ წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო. 2008-ში მოსკოვში „აეროფლოტ ოპენი“ და Scandinavian Ladies Open მოიგო, ხოლო Scandinavian Rapid Open-ში მესამეზე გავიდა. მე-10 იყო ევროპის ქალთა პირველობაზე, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ეტაპიდან გამოვარდა. მე-17 იყო ევროპის ქალთა პირველობაზე მომდევნო წელს, ხოლო 2010-ში ვეიკ-ან ზეს სუპერტურნირზე 15 მონაწილეს შორის მე-10 ადგილს დასჯერდა. პირველი ადგილი აიღო მაია ჩიბურდანიძეის თასზე და 20 წლამდელ გოგონათა მსოფლიო პირველობაც მოიგო. შეჯიბრს პოლონურმა ხოტოვმა აგვისტოში უმასპინძლა, სადაც ანამ 80 მონაწილეს შორის 13 პარტიიდან 10 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო. 2010-ში მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ეტაპი გაიარა, ხოლო 2011-ში ევროპის ქალებში მე-10 იყო. იმავე წელს ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშებაში ჩაება. 2012 წელს გაზიანთეფში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობდა ცხრილს, თუმც ბოლო ტურში დამარცხდა და ბრინჯაო ერგო. ACP Women Cup-ზე მე-4 ადგილზე გავიდა სწრაფში, ხოლო ACP Golden Classic-ზე მე-5-ზე. ამ წელს დიდოსტატის წოდება მიიღო.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზიჩუკი მონტე-კარლოს Cercle d’Echecs ქალთა კლუბში გამოდიოდა. 2011 წელს ევროპის ქალთა საკლუბო თასზე გუნდი მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო 2012 და 2013-ში პირველზე.

სლოვენიის ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადებზე 2004 წლიდან გამოდის და 2012 წლამდე ყველაზე იასპარეზა, თუმც დიდი შედეგისთვის არ მიუღწევია. ყველაზე კარგი შედეგი 2006-ში მე-9 ადგილი იყო. 2011 წელს ევროპის გუნდურ პირველობაზე მე-10 ადგილს დასჯერდა.

მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ინტელექტუალური თამაშებზე 2011-ში სწრაფში მე-5 ადგილს დასჯერდა, ბლიცში მე-4-ს, ხოლო თვალდახუჭულში მე-10. 2012-ში სწრაფში მე-4 ადგილი ერგო, ბლიცში მე-2-ს, ხოლო თვალდახუჭულში მე-6. 2013-ში სწრაფში მე-16 ადგილი იყო, ხოლო ბლიცში მე-3.

ჟუჟა პოლგარი ანას გადასცემს საჭადრაკო ოსკარს "კაისას"

უკრაინის მოქალაქეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014-ში უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნა და ქალთა ოლიმპიადაზეც იასპარეზა. პირველ დაფაზე იჯდა და ნაკრებს ბრინჯაო მოუტანა. 2015-ში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეორე დაფაზე მოთამაშემ ვერცხლი მოუნაგრა ნაკრებს, ხოლო 2016 წლის ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე მოთამაშემ უკრაინას ბრინჯაო მოაგებინა, ხოლო თვითონ საკუთარ დაფაზე საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროც მოიგო. 2018 წელს ბათუმში ოლიმპიადაზე პირველ დაფაზე მოათამაშემ ვერცხლი მოაგებინა ნაკრებს, ხოლო ფიდემ როგორც 2016 წლის საუკეთესო მოჭადრაკე ქალს საჭადრაკო Caissa award 2016 ოსკარი გადასცა. 2017-ში ევროპის ქალთა ACP ჩემპიონატზე ოქრო მოიგო. იმავე წლის დეკემბერში უარი თქვა საუდის არაბეთში გასამართ მსოფლიოს ბლიცის და სწრაფ ჭადრაკის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, იმ ქვეყანაში ქალთა დისკრიმინაციის გამო. [4]

მსოფლიოს ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2006 წელს ეკატერინბურგში გამოვიდა. გათამაშება ნოკაუტ-სიისტემით გაიმართა და 64 მონაწილეს შორის ანა 38-ე ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში რუსი ეკატერინა კორბუტი 3:1 დაამარცხა, თუმც მეორეში ქსუ იუჰუასთან დამარხდა 0,5:1,5.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე წლიდან გამოეთიშა ასპარეზობას 2008-შიც. პირველში ბულგარელი მარინა ველჩევა დამარცხა 2:0, ხოლო მეორში ინდოელ ჰარიკა დრონავალთან დამარცხდა 1,5:2,5

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამემდე მიაღწია ორი წლის შემდეგ, სადაც მე-7 ნომრად იყო განთესილი. პირველში არგენტინელ მარისა ზურიელს სძლია 2:0, მეორეში რუს ევგენია ოვოდს 1,5:0,5, თუმც მესამეში ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დამარცხდა 0,5:1,5.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას 2012-ში. ალჟირელი ამინა მეზიოდის 1,5:0,5 ძლევის შემდეგ, უკრაინელ ანა უშენინას მიერ იქნა ძლეული 1:3.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-3 ნომრად იყო განთესილი და მეოთხედფინალამდე მივიდა 2015-ში. პირველ წრეში მეზიოდი დაამარცხა 1,5:0,5, მეორეში რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა 1,5:0,5, მესამეში ქართველი ლელა ჯავახიშვილი 1,5:0,5, მაგრამ მეოთხეში შვედ პია კრამლინგთან 2,5:3,5 გამოვარდა.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნომრად იყო განთესილი და მეორეზე დასრულა ასპარეზობა 2017-ში. პირველ წრეში ზედიზედ მესამედ მეზიოდს მოუგო 2:0, შემდეგ რუსი ალინა კაშინსკაია გამოადგო 1,5:0,5, მას მიაყოლა ვიეტნამელი პამ ლე ტაო ნგუიენი 2:0, ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა 1,5:0,5, რუსი ალეკსანდრა კოსტენიუკი 2:0 და ფინალში ჩინელ ტან ჟონგს დაეჯახა. ფინალური პირველი პარტია ყაიმით დასრულდა, მეორე ჩინელმა მოიგო, მესამეში უკრაინელმა გაათანაბრა ანგარიში, მეოთხე ყაიმით დასრულდა და დამატებით სწრაფები დაინიშნა. პირველი ყაიმით დასრულდა, მეორე კი ჩინელმა მოიგო და ჩემპიონიც შეიქმნა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6
1 ტან ჟონგი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 0 = = 1 3,5
2 ანა მუზიჩუკი დროშა: უკრაინა უკრაინა = 0 1 = = 0 2,5

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამი ეტაპი გაიარა 2018-ში. პირველში ბანგლადეშელი რანი ჰამიდი დაამარცხა 2:0, მეორეში რუსი ანასტასი ბოდნარუკი, მესამეში სტეფანოვა 2,5:1,5, თუმც მეოთხეში კოსტენიუკთან დამარცხდა 1,5:2,5

დებ მუზიჩუკებზე მიძღვნილი 2015 წელს გამოშვებული უკრაინული საფოსტო მარკა

ფიდეს გრან-პრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიდეს ქალთა გრან-პრის 2011-2012-ის გათამაშებაზე ოთხ ტურნირზე დაგროვილი ქულებით მესამეზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ტიტულისთვის, შესახვედრად ცოტა დააკლდა. მეოთხე ადგილი ხვდა წილად 2013-2014 წლის შეჯიბრში. აღსანიშნავია რომ გათამაშებათა სერიის დაწყებამდე სლოვენიის მოქალაქე იყო, დასასრულს უკრაინის. მე-8 ადგილზე გავიდა 2015-2016 წლებში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• Орден княгини Ольги III ხარისხი (2017)[5]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა სტრიშის გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა - ოლეგ მუზიჩუკი
დედა - ნატალია მუზიჩუკი
და - მარია მუზიჩუკი მსოფლიოს მე-15 ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის
ამჟამად ცხოვრობს , ლვოვის ოლქში, ქალაქ სტრიში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. Transfers in 2014.
  2. [2]. Anna Muzychuk wins Women’s World Blitz Championship.
  3. [3] დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine. . Анна Музычук стала чемпионкой мира и по шахматам в блице.
  4. [4]. Ukrainian Master Boycotts Saudi Women's World Speed-Chess Championships.
  5. [5]. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ №56/2017.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]