მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორისქალთა საჭადრაკო მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები. შემოიღეს 1950 წელს, როდესაც ფიდემ მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრება სამწლიანი ციკლად დაყო, რომლის ბოლო აკორდი იყო პრეტენდენტთა ტურნირის ან მატჩების გამარჯვებულის შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან. ტარდებოდა 1953-1999 წლებში.

მატჩი შედგებოდა 16 პარტიისაგან (1953 წელს - 14). საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში ჩემპიონი ინარჩუნებდა თავის წოდებას. 1958 წლამდე დამარცხებულ ჩემპიონს უფლება ეძლეოდა მატჩ-რევანშში გამოეწვია ახალი ჩემპიონი. ამით 1956 წელს ისარგებლა ლიუდმილა რუდენკომ და მატჩის მაგივრად გაიმართა სამთა რვაწრიანი მატჩ-ტურნირი. მეორედ მატჩ-რევანშის უფლება გამოიყენა ელისაბედ ბიკოვამ 1958 წელს.

მართალია ეს სისტემა ფიდემ 1950 წელს შემოიღო, მაგრამ ერთი მატჩი ომამდეც გაიმართა. 1937 წელს გერმანელმა სონია გრაფმა მატჩში გამოიწვია მაშინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ვერა მენჩიკი.

სექციების სია

მატჩების ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937-1999 წლებში ჩატარდა 18 მატჩი და ერთი მატჩ-ტურნირი.

# წელი ჩატარების ადგილი მეტოქეები
1 1937 ზემერინგი ვერა მენჩიკი - სონია გრაფი
2 1953 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვა - ლიუდმილა რუდენკო
3 1956 პრაღა მატჩ-ტურნირი
4 1958 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვა - ოლღა რუბცოვა
5 1959 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვა - კირა ზვორიკინა
6 1962 მოსკოვი ელისაბედ ბიკოვა - ნონა გაფრინდაშვილი
7 1965 რიგა ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი
8 1969 თბილისი, მოსკოვი ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი
9 1972 რიგა ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი
10 1975 ბიჭვინთა ნონა გაფრინდაშვილი - ნანა ალექსანდრია
11 1978 ბიჭვინთა ნონა გაფრნდაშვილი - მაია ჩიბურდანიძე
12 1981 ბორჯომი მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია
13 1984 ვოლგოგრადი მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა
14 1986 სოფია მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია
15 1988 თელავი მაია ჩიბურდანიძე - ნანა იოსელიანი
16 1991 მანილა მაია ჩიბურდანიძე - სიუ ძუნი
17 1993 მონტე-კარლო სიუ ძუნი - ნანა იოსელიანი
18 1996 ხაენი სიუ ძუნი - ჟუჟა პოლგარი
19 1999 ყაზანი, შენიანი სიუ ძუნი - ალისა გალიამოვა
20 2011 ტირანა ჰოუ იფანი - ჰამპი კონერუ

1937: ვერა მენჩიკი - სონია გრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

26 ივნისი - 17 ივლისი, 1937; ზემერინგი

პირველი მატჩი მსოფლიოს პირველობაზე გაიმართა 1937 წლის ივნისიდან ივლისამდე ავსტრიის ქალაქ ზემერინგში მაშინდელ მსოფლიოს ჩემპიონ ვერა მენჩიკს და გერმანელ სონია გრაფს შორის. მატჩს წინ უძღოდა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელიც სონია გრაფის გამარჯვებით დასრულდა (ვერა მენჩიკი ტურნირში არ თამაშობდა). ამან გადააწყვეტინა გრაფს გამოეწვია მენჩიკი მატჩში. ფიდემ, რომელიც არ იყო ამ მატჩის ორგანიზატორი, მხარი დაუჭირა ინიციატივას და თავის თავზე აიღო მატჩის კონტროლი. მატჩში უნდა გათაშებულიყო 16 პარტია. გამარჯვებულად ცხადდებოდა ის მოჭადრაკე ვინც მეტ ქულას მოაგროვებდა. მატჩი ვერა მენჩიკის დიდი უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ვერა მენჩიკი დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია 1 1 1 = 1 1 = 0 1 = 1 = 0 = 1 1 11,5
2 სონია გრაფი დროშა: გერმანია გერმანია 0 0 0 = 0 0 = 1 0 = 0 = 1 = 0 0 4,5

შენიშვნა: პარტიათა შედეგების ასეთი თანმიმდევრობა კიდევ მოითხოვს დაზუსტებას.

1953: ელისაბედ ბიკოვა - ლიუდმილა რუდენკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

15 აგვისტო - 20 სექტემბერი, 1953; ლენინგრადი

1952 წელს მოსკოვში გამართულ პრეტენდენტთა ტურნირზე ელისაბედ ბიკოვამ ერთი ქულით ჩაიმოიტოვა თავისი მათავარი მეტოქეები, ფენი ჰეემსკერკი და ოლღა იგნატიევა და ლიუდმილა რუდენკოსთან მატჩის უფლება მოიპოვა. ეს მატჩი 1953 წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა და ერთობ დაძაბული გამოდგა. პირველი ორი პარტია ლიუდმილა რუდენკომ მოიგო, მაგრამ მატჩის პირველი ნახევარი მაინც ელისაბედ ბიკოვამ მოიგო, 4,5-2,5. მეათე პარტიის შემდეგ ანგარიში უკვე საყაიმო იყო და მხოლოდ ბოლო ოთხ პარტიაში გატეხა ელისაბედ ბიკოვამ მეტოქის წინააღმდეგობა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 ელისაბედ ბიკოვა დროშა: სსრკ სსრკ 0 0 1 1 = 1 1 = 0 0 1 1 0 1 8
2 ლიუდმილა რუდენკო დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 0 = 0 0 = 1 1 0 0 1 0 6

1956: სამთა მატჩ-ტურნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

21 აგვისტო - 25 სექტემბერი, 1956; მოსკოვი

1955 წელს მოსკოვში გამართულ პრეტენდენტთა ტურნირში ოლღა რუბცოვამ დამაჯერებლად ჩამოიტოვა თავისი მთავარი მეტოქეები და ელისაბედ ბიკოვასთნ მატჩის უფლება მოიპოვა. ამასობაში ლიუდმილა რუდენკომ გამოიყენა თავისი უფლება მატჩ-რევანშზე და ფიდემ გადაწყვიტა ორი მატჩის ნაცვლად ერთი, სამთა მატჩ-ტურნირი ჩაეტარებინა. რვაწრიან ტურნირში ბრძოლა ძირითდად ელისაბედ ბიკოვასა და ოლღა რუბცოვას შორის მიმდინარეობდა. ელისაბედ ბიკოვა ყოველი წრის შემდეგ ზრდიდა თავის უპირატესობას და ექვსი წრის შემდეგ ქულანახევრით უსწრებდა ოლღა რუბცოვას. ყველაფერი მეშვიდე წრემ გადაწყვიტა, როცა ოლღა რუბცოვამ ორივე პარტია მოიგო, ხოლო ელისაბედ ბიკოვა ორივეჯერ დამარცხდა. ბოლო წრეში მათი პარტია ყაიმით დამთავრდა, ლიუდმილა რუდენკოს კი ორივემ მოუგო და ოლღა რუბცოვა მსოფლიოს მესამე ჩემპიონი გახდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3
1 ოლღა რუბცოვა დროშა: სსრკ სსრკ =,=,=,1,=,0,1,= =,1,0,1,0,1,1,1 10
2 ელისაბედ ბიკოვა დროშა: სსრკ სსრკ =,=,=,0,=,1,0,= 1,=,1,=,1,1,0,1 9,5
3 ლიუდმილა რუდენკო დროშა: სსრკ სსრკ =,0,1,0,1,0,0,0 0,=,0,=,0,0,1,0 4,5

1958: ელისაბედ ბიკოვა - ოლღა რუბცოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 თებერვალი - 12 მარტი, 1958; მოსკოვი

ელისაბედ ბიკოვამ გამოიყენა თავისი უფლება და 1958 წელს მოსკოვში გაიმართა მისი მატჩ-რევანში ოლღა რუბცოვასთნ. ექვსი პარტიის შემდეგ ორ ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა რუბცოვა, მაგრამ შემდეგ ელისაბედ ბიკოვამ ზედიზედ მოიგო ექსვი პარტია (სარეკორდო მაჩვენებელი მსოფლიოს პირველობაზე მატჩების ისტორიაში) და ფაქტობრივად ბრძოლის ბედიც გადაწყდა. ელისაბედ ბიკოვამ დაიბრუნა ჩემპიონის წოდება. ბოლო ორი პარტია არ გათამაშებულა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ელისაბედ ბიკოვა დროშა: სსრკ სსრკ 0 1 0 = 0 0 1 1 1 1 1 1 0 = * * 8,5
2 ოლღა რუბცოვა დროშა: სსრკ სსრკ 1 0 1 = 1 = 0 0 0 0 0 0 1 = * * 5,5

1960: ელისაბედ ბიკოვა - კირა ზვორიკინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 დეკემბერი, 1959 - 4 იანვარი, 1960; მოსკოვი

1959 წელს პლოვდივში გამართული პრეტენდენტთა ტურნირი დამაჯერებლად მოიგო კირა ზვორიკინამ, რომელმაც დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და ერთი ქულით ჩამოიტოვა ვერიცა ნედელკოვიჩი. კირა ზვორიკინას მატჩი ელისაბედ ბიკოვასთან 1959 და 1960 წლების გასაყარზე გაიმართა მოსკოვში და ელისაბედ ბიკოვას დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა. ბოლო სამი პარტია არ გათამაშებულა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ელისაბედ ბიკოვა დროშა: სსრკ სსრკ 0 1 = 1 0 = 1 = = 1 1 1 = * * * 8,5
2 კირა ზვორიკინა დროშა: სსრკ სსრკ 1 0 = 0 1 = 0 = = 0 0 0 = * * * 4,5

1962: ნონა გაფრინდაშვილი - ელისაბედ ბიკოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 სექტემბერი - 17 ოქტომბერი, 1962; მოსკოვი

1961 წელს ვრნიაჩკა-ბანიაში გამართული პრეტენდენტთა ტურნირი ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნონამ მთელი ორი და სამი ქულით გაუსწრო თავის მთავარ მეტოქეებს, ვალენტინა ბორისენკოს და კირა ზვორიკინას. ნონას არც ელისაბედ ბიკოვას დამარცხება გასჭირვებია და სულ თერთმეტ პარტიაში დაუმარცხებლად მოაგროვა გამარჯვებისათვის საჭირო 9 ქულა. მსოფლიოს ახალი, რიგით მეოთხე ჩემპიონი გამოუჩნდა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ = 1 1 1 = 1 1 = = 1 1 * * * * * 9
2 ელისაბედ ბიკოვა დროშა: სსრკ სსრკ = 0 0 0 = 0 0 = = 0 0 * * * * * 2

1965: ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 სექტემბერი - 23 ოქტომბერი, 1965; რიგა

1964 წელს სოხუმში გამართულმა პრეტენდენტთა ტურნირმა ნონა გაფრინდაშვილის მეტოქე ვერ გამოავლინა. სამმა მოჭადრაკემ, ალა კუშნირმა, ტატიანა ზატულოვსკაიამ და მილუნკა ლაზარევიჩმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი მატჩ-ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ალა კუშნირმა მოიგო და იგი გახდა კიდეც პრეტენდენტი. უკვე მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ ნონა მატჩს 6-2-ს იგებდა და არც მისი საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა გასჭირვებია.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 1 0 = 1 1 = 1 1 = 0 1 0 1 * * * 8,5
2 ალა კუშნირი დროშა: სსრკ სსრკ 0 1 = 0 0 = 0 0 = 1 0 1 0 * * * 4,5

1969: ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

8 აპრილი - 8 მაისი, 1969; თბილისი, მოსკოვი

ალა კუშნირი ისევ პრეტენდენტი გახდა და 1969 წელს ისევ დაუპირისპირდა ნონა გაფრინდაშვილს. ამჯერად მატჩი ორ ქალაქში, თბილისსა და მოსკოვში გაიმართა. მატჩის პირველი ნახევარი ნონამ ,,საკუთრ მოედანზე’’ (ანუ თბილისში) მოკრძლებულად, 5-3 მოიგო. სამაგიეროდ მოსკოვში გამართულ 5 პარტიაში 3,5 ქულა აიღო და კვლავ ვადაზე ადრე შეინარჩუნა ჩემპიონის წოდება.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 0 = 1 0 1 1 = 1 = 1 = 1 = * * * 8,5
2 ალა კუშნირი დროშა: სსრკ სსრკ 1 = 0 1 0 0 = 0 = 0 = 0 = * * * 4,5

1972: ნონა გაფრინდაშვილი - ალა კუშნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 მაისი - 26 ივნისი, 1972; რიგა

შეუპოვარი ალა კუშნირი კვლავ პრეტენდენტი გახდა. მატჩი ისევ რიგაში გაიმართა. თავიდან ნონასათვის თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ექვსი პარტიის შემდეგ იგი სამი ქულით იყო წინ. იგივე მდგომარეობა იყო 9 პარტიის შემდეგაც, მაგრამ ბოლო პარტიებში ნონას სულ უფრო და უფრო უჭირდა კუშნირის იერიშების მოგერიება. მე-11 და მე-14 პარტიების მოგებით კუშნირმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გადამწყვეტ ორ პარტიაში ნონამ ძალები მოიკრიბა. ორივე პარტია ყაიმით დასრულდა და ნონა გაფრინდაშვილი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 1 = 1 = 0 1 = 0 = = 0 = = 8,5
2 ალა კუშნირი დროშა: სსრკ სსრკ 0 0 1 0 = 0 = 1 0 = 1 = = 1 = = 7,5

1975: ნონა გაფრინდაშვილი - ნანა ალექსანდრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 ოქტომბერი - 1 დეკემბერი, 1975; ბიჭვინთა, თბილისი

შემდეგი პრეტენდენტი ნანა ალექსანდრია გახდა და მსოფლიოს პირველობაზე პირველი ქართული მატჩიც გაიმართა. ბრძოლა მეტად უკომპრომისო იყო. 12 გამართულ პარტიაში 11 შედეგიანად დამთავრდა. საბოლოოდ გაფრინდაშვილმა გაიმარჯვა და მეხუთედ მოირგო ჩემპიონის დაფნის გვირგვინი.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 1 0 1 1 = 1 1 0 1 0 1 1 * * * * 8,5
2 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 0 1 0 0 = 0 0 1 0 1 0 0 * * * * 3,5

1978: მაია ჩიბურდანიძე - ნონა გაფრინდაშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 სექტემბერი - 5 ოქტომბერი 1978, ბიჭვინთა

შემდეგი პრეტენდენტი კვლავ ქართველი მოჭადრაკე, ამჯერად მაია ჩიბურდანიძე გახდა. მატჩი ბიჭვინთაში დაძაბული გამოდგა და მოულოდნელი შედეგითაც დასრულდა. მსოფლიოს ახალი, რიგით მეხუთე ჩემპიონი მოევლინა. მაია ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ეს შედეგი ჯერაც არავის გაუუმჯობესებია.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = = = 1 1 = 0 = 1 = 0 = 1 = = * 8,5
2 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ = = = 0 0 = 1 = 0 = 1 = 0 = = * 6,5

1981: მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

18 სექტემბერი - 5 ოქტომბერი 1981; ბორჯომი, თბილისი

ზედიზედ მესამე ქართული მატჩი მსოფლიოს პირველობაზე და პირველი ყაიმი. მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თავიდან მაია დაწინაურდა. მეთერთმეტე პარტიაში ნანამ წონასწორობა აღდგინა. შემდეგ სამი ყაიმი და მეთხუთმეტე პარტიის მოგებით მაიამ წოდება შეინარჩუნა. ნანამ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრებაღა შეძლო.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = = = = 0 1 1 = 1 0 0 = = = 1 0 8
2 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ = = = = 1 0 0 = 0 1 1 = = = 0 1 8

1984: მაია ჩიბურდანიძე - ირინა ლევიტინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 სექტემბერი - 25 ოქტომბერი, 1984; ვოლგოგრადი

ქართველებმა პრეტენდენტთა ციკლში წაიფორთხილეს და პრეტენდენტი ირინა ლევიტინა გახდა. მაიამ ბრძოლა მძიმედ დაიწყო და მატჩის პირველი ნახევარი ერთი ქულით დათმო კიდეც. სამაგიეროდ მთელი ძალით ათამაშდა მეორე ნახევარში, სადაც 5 პარტიიდან 4 მოიგო და მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = = 0 1 = = = 0 1 1 = 1 1 = * * 8,5
2 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ = = 1 0 = = = 1 0 0 = 0 0 = * * 5,5

1986: მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2-25 სექტემბერი, 2-18 ოქტომბერი, 1986; სოფია, ბორჯომი

ეს მატჩი მართალია ქართული არა, მაგრამ თბილისური კი ნაღდად იყო (მაშინ ახმილოვსკაია ქართველთა რძალი იყო, თბილისში ცხოვრობდა და შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ასპარეზობდა). მატჩის ბედი სოფიაშივე გადაწყდა, როცა მაია 6-2 დაწინაურდა. ბორჯომში მატჩის შედეგი მხოლოდ ფორმალურად გააფორმეს.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ 1 = = = 1 = 1 1 0 = = = = = * * 8,5
2 ელენა ახმილოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 = = = 0 = 0 0 1 = = = = = * * 5,5

1988: მაია ჩიბურდანიძე - ნანა იოსელიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 სექტემბერი - 3 ნოემბერი, 1988; თელავი

კვლავ ქართული მატჩი მსოფლიოს პირველობაზე და კვლავ დიდი ბრძოლა. თერთმეტი პარტიის შემდეგ მაია ორი ქულით იყო წინ. მეთხუთმეტეში ნანამ სხვაობა ერთი ქულით შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და მაია მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = 1 = 0 = = 1 = = = 1 = = = 0 = 8,5
2 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ = 0 = 1 = = 0 = = = 0 = = = 1 = 7,5

1991: სიუ ძუნი - მაია ჩიბურდანიძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

26 სექტემბერი - 29 ოქტომბერი, 1991; მანილა

შემდეგი პრეტენდენტი მოულოდნელად ჩინელი სიუ ძუნი გახდა. ამასობაში სსრ კავშირი დაიშალა, ხოლო საქართველოში რთული სიტუაცია იყო. სპორტსმენთა მომზადება კი არა შეჯიბრებაზე გაგზავნაც კი ჭირდა. შვიდი პარტიის შემდეგ მაია წინ იყო, მერე კი მოუმზადებლობამ იჩინა თავი. სიუ ძუნმა შეძლო მატჩში გარდატეხის შეტანა და გაიმარჯვა. ჩინელი მოჭადრაკე მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი შეიქმნა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიუ ძუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = = 1 0 0 = = 1 = = 1 = 1 = = * 8,5
2 მაია ჩიბურდანიძე დროშა: საქართველო საქართველო = = 0 1 1 = = 0 = = 0 = 0 = = * 6,5

1993: სიუ ძუნი - ნანა იოსელიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

25 ოქტომბერი - 16 ნოემბერი, 1993; მონტე-კარლო

შემდეგი ციკლისათვის მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო გართულდა. ნანა იოსელიანი კლასის ხარჯზე პრეტენდენტი კი გახდა, მაგრამ ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონთან უშანსოდ დარჩა. სიუ ძუნმა მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო და მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიუ ძუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 1 = 1 1 0 1 = 1 = 1 * * * * * 8,5
2 ნანა იოსელიანი დროშა: საქართველო საქართველო 0 0 = 0 0 1 0 = 0 = 0 * * * * * 2,5

1996: ჟუჟა პოლგარი - სიუ ძუნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996; ხაენი

საჭადრაკო პირველობისათვის ბრძოლაში პოლგართა უფროსი და ჩაება და პრეტენდენტიც გახდა. ესპანეთის პატარა ქალაქ ხაენში ჟუჟა არც პრეტენდენტობას დასჯერდა და ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ექს-ჩემპიონად აქცია.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ჟუჟა პოლგარი დროშა: უნგრეთი უნგრეთი 0 = = 1 1 = 1 1 = = 1 0 1 * * * 8,5
2 სიუ ძუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი 1 = = 0 0 = 0 0 = = 0 1 0 * * * 2,5

1999: სიუ ძუნი - ალისა გალიამოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999; ყაზანი, შენიანი

სანამ პრეტენდენტთა ფინალური მატჩი ჩატარდებოდა, ცხადი შეიქმნა, რომ ჟუჟა პოლგარი თავის ტიტულს ფიდესთან უთანხმოების გამო არ დაიცავდა. ფიდემ პოლგარს ტიტული ჩამოართვა და პრეტენდენტთა ფინალური მატჩი მსოფლიოს პირველობისათვის მატჩად გამოაცხადა.

ჩინელმა სიუ ძუნმა მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 სიუ ძუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 1 0 = 1 0 = = 1 = 1 0 = 1 = * 8,5
2 ალისა გალიამოვა დროშა: რუსეთი რუსეთი = 0 1 = 0 1 = = 0 = 0 1 = 0 = * 6,5

2011: ჰოუ იფანი - ჰამპი კონერუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 - 30 ნოემბერი, 2011; ტირანა

2009 - 2010 წლებში ფიდემ გამართა ექვსი ტურნირი მსოფლიოს 20 უძლიერესი ქალი მოჭადრაკის მოაწილეობით. თითოეული მათგანი მონაწილეობდა ოთხ ტურნირში და ღებულობდა სარეიტინგო ქულებს ტურნირში დაკავებული ადგილის შესაბამისად. პირველ-მეორე ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა, ჰოუ იფანმა და ჰამპი კონერუმ კი ერთმანეთში გაითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ჰოუ იფანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = = 1 = = 1 1 = * * 5,5
2 ჰამპი კონერუ ინდოეთის დროშა ინდოეთი = = 0 = = 0 0 = * * 2,5