ზონალური ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
ზონალური ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთ შორის — ტურნირი შემოღებულია 1950 წელს ფიდეს 21-ე კონგრესზე, რომელიც კოპენჰაგენში ჩატარდა. ეს ტურნირები არჩევდა მოჭადრაკეებს ჯერ პრეტენდენტთა (1966 წლამდე), ხოლო შემდეგ საზონათშორისო ტურნირებისათვის (1969 წლიდან). ამისათვის (და სხვა საკითხების მოსაგვარებლად) ფიდეს მსოფლიო დაყოფილი ჰქონდა 14 ზონებად. 1992 წლამდე სსრ კავშირს ჰქონდა საკუთრი IV ზონა (შემდეგ ეს ზონა დაიყო რამდენიმე ქვეზონად). ზონალურ ტურნირებში მონაწილეობდნენ ზონაში შემავალი ქვეყნების უძლიერესი მოჭადრაკეები და ერთწრიან ტურნირში არკვევდნენ შემდეგ ეტაპზე გამსვლელ მოჭადრაკეთა ვინაობას.
სსრ კავშირის ზონალურ ტურნირად ითვლებოდა ქვეყნის ის ჩემპიონატები, რომლებიც იწყებდნენ ახალ საჩემპიონო ციკლს. ეს იყო 1951, 1954, 1957, 1960, 1963,1966, 1969, 1972, 1975, 1986 და 1988 წლების ჩემპიონატები. სამჯერ (1978, 1981, 1985 წლებში) ჩატარდა სპეციალური ზონალური ტურნირი.
სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ეს ზონაც დაიშალა და 1993 წელს თბილისში ჩატარდა ზონალური ტურნირი საქართველოსა და სომხეთის მოჭადრაკეების მონაწილეობით.
ჩვენ აქ ვეხებით მხოლოდ იმ ზონებს. სადაც თამაშობდნენ ქართველი მოჭადრაკეები.