დელი
ქალაქი | |
---|---|
დელი ჰინ. दिल्ली სანს. देहली სინდჰი. دهلي ურდუ دہلی | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შიდა დაყოფა | North West Delhi district, North East Delhi district, East Delhi district, South Delhi district, South West Delhi district, West Delhi district, North Delhi district, Central Delhi district, New Delhi district, Shahdara district და South East Delhi district |
კოორდინატები | 28°36′36″ ჩ. გ. 77°13′48″ ა. გ. / 28.61000° ჩ. გ. 77.23000° ა. გ. |
მმართველი | Shelly Oberoi |
დაარსდა | ძვ. წ.500 |
ფართობი | 1397.3 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 0–125 მ |
მოსახლეობა | 11 007 835 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 3 886 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
საფოსტო ინდექსი | 20001-20098, 20201-20599 |
საავტომობილო კოდი | DL-xx |
ოფიციალური საიტი | delhi.gov.in |
დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — საქალაქო აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქი. ამ სახელით ასევე აღინიშნება ეროვნული დედაქალაქის ტერიტორია, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტი შედის. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი — ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.
დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).
ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.
დაძმობილებული ქალაქები და რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დელის ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[1]
ქალაქი | ქვეყანა | თარიღი |
---|---|---|
სეული | სამხრეთი კორეა | |
ჩიკაგო | ამერიკის შეერთებული შტატები | 2001[2] |
ლონდონი | გაერთიანებული სამეფო | 2002[3] |
ლოს-ანჯელესი | ამერიკის შეერთებული შტატები | |
სიდნეი | ავსტრალია | |
კუალა-ლუმპური | მალაიზია | |
მოსკოვი | რუსეთი | 2002[4] |
ტოკიო | იაპონია | |
ულან-ბატორი | მონღოლეთი | 2002[4] |
სანქტ-პეტერბურგი | რუსეთი | 2002[4] |
პარიზი | საფრანგეთი | 2006[5] |
ერევანი | სომხეთი | 2008 |
ფუკუოკას პრეფექტურა (დამეგობრებული რეგიონი) | იაპონია | 2007 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Horton (2002) Lonely Planet Delhi, 3, Lonely Planet Publications. ISBN 1-86450-297-5.
- Rowe (2004) Delhi (Great Cities of the World). World Almanac Library. ISBN 0-8368-5197-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NCT of Delhi Government Website
- Department of Tourism, Government of NCT of Delhi დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine.
- New Delhi / NCR Classified Advertisement Portal დაარქივებული 2012-06-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Delhi to London, it’s a sister act“. India Times. 7 July 2002. ციტირების თარიღი: 18 February 2009.
- ↑ Sister cities of Chicago. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
- ↑ Friendship agreement to be signed between London and Delhi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Sister-City Agreements. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
- ↑ Paris wants 'sister-city' relationship with Delhi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 12 February 2011.