ელენა ახმილოვსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენა ახმილოვსკაია
ქვეყანა (სპორტი) აშშ ან სსრკ
დაბადების თარიღი 11 მარტი, 1957
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 2012 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი კირკლენდი, აშშ
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი
ჯილდოები და პრემიები საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ელენა ახმილოვსკაია (დ. 11 მარტი, 1957, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი — გ. 18 ნოემბერი, 2012, კირკლენდი, აშშ) — რუსი მოჭადრაკე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1987). 1977 წელს მოიპოვა საერთაშორისო დიდოსტატის წოდება. 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მატჩში შეხვდა მაია ჩიბურდანიძეს, მაგრამ დამარცხდა. არის საჭადრაკო ოლიმპიადებში ორგზის გამარჯვებული 1978, 1986 წლებში. არის სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 1981-1988 წლებში ცხოვრობდა თბილისში. 1988 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროს ცოლად გაჰყვა აშშ-ის კაცთა გუნდის კაპიტანს ჯონ დონალდსონს და შეჯიბრი მიატოვა, მას შემდეგ აშშ ცხოვრობდა და იყო ამ ქვეყნის სამგზის ჩემპიონი 1990, 1993, 1994 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]