ვერა მენჩიკი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ვერა მენჩიკი}} |
ვერა მენჩიკი (ჩეხ. Věra Menčíková; რუს. Ве́ра Фра́нцевна Ме́нчик მეუღლის გვარით სტივენსონი; დ. 16 თებერვალი 1906, მოსკოვი — გ. 27 ივნისი 1944, ლონდონი) — მსოფლიოს პირველი ჩემპიონი (1927–1944). ეროვნებით ჩეხი. ცხოვრობდა რუსეთში, 1921 წლიდან დიდ ბრიტანეთში.
1923 წლიდან არის ჰასტინგსის საჭადრაკო კლუბის წევრი. 1925 წელს ორჯერ დაამარცხა დიდი ბრიტანეთის ჩემპიონი ედიტ პრაისი (+2=2-1 და +3=0-2).
სხვა ძირითდი მიღწევები (ქალთა შორის):
- 1926 დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი — I ადგილი
- 1927 დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატი — I ადგილი
- 1927 ლონდონი მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 10,5 ქულა 11-დან
- 1930 ჰამბურგი მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 6,5 ქულა 8-დან
- 1931 პრაღა მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 8 ქულა 8-დან
- 1933 ფოლკსტონი მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 14 ქულა 14-დან
- 1934 ამსტერდამი ამხანაგური მატჩი: ვერა მენჩიკი — სონია გრაფი 3-1 (+3=0-1)
- 1935 ვარშავა მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 9 ქულა 9-დან
- 1937 სტოკჰოლმი მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 14 ქულა 14-დან
- 1937 ზემერინგი [[მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის|მატჩი მსოფლიოს პირველობაზე: ვერა მენჩიკი — სონია გრაფი 11,5-4,5 (+9=5-2)
- 1939 ბუენოს-აირესი მსოფლიოს ჩემპიონატი — I ადგილი 18 ქულა 19-დან
სულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერა მენჩიკმა ჩაატარა 99 პარტია (+87=9-3)
1923–1939 წლებში ხშირად თამაშობდა ვაჟთა ტურნირებში. საუკეთესო შედეგები:
- 1926/1927 ჰასტინგსი (სარეზერვო)— I ადგილი
- 1928 ჩელტნემი(საერთო ტურნირი) — I ადგილი
- 1929 რანსტინგი — II ადგილი (აკიბა რუბინშტეინთნ) ერთად. ნახევარი ქულით ჩამორჩა ხოსე რაულ კაპაბლანკას
- 1931 ვუსტერი (საერთო ტურნირი) — I ადგილი
- 1932 ლონდონი — VIII ადგილი
- 1934 მარიბორი — III ადგილი
- 1935 გრეიტ-იარმუტი — III ადგილი
- 1939 მონტევიდეო — III ადგილი
მამაკაცებთან ითამაშა რამდენიმე მატჩი
სატურნირო პარტიების დადებითი ბალანსი ჰქონდა სამუელ რეშევსკისთნ (+1=2-0) და მაქს ეივესთნ (+2=1-1).
დაიღუპა დედასთნ და დასთან ერთდ ლონდონის საჰაერო დაბომბვის დროს.
ვერა მენჩიკის სახელობის თასი გადაეცემა ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულ გუნდს. მის პატივსაცემად ინგლისის ქალაქ ბოგნორ-რიჯისში 1954–1969 წლებში ტარდებოდა ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი — ვერა მენჩიკის მემორიალი.