პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის — მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1968 წელს პრეტენდენტთა ტურნირების ნაცვლად. ტარდებოდა 1971-1984 წლებში. სულ ხუთი ციკლის განმავლობაში ჩატარდა 27 მატჩი.

1971-1975 წლებში მონაწილეობდა ოთხი, ხოლო 1977-1984 წლებში - რვა მოჭადრაკე. მეოთხედფინალური მატჩები შედგებოდა 10, ნახევარფინალური - 12, ხოლო ფინალური - 14 პარტიისაგან. საყაიმო ანგარიშის დროს ინიშნებოდა ორი დამატებითი პარტია. მათი ყაიმით დამთავრების შემთხვევაში თამაში გრძელდებოდა პირველ მოგებამდე. (თუმცა ერთხელ გამარჯვებულად გამოცხადდა შავი ფიგურებით მეტი პარტიის მომგები მოჭადრაკე). მატჩებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ წინა პრეტენდენტთა ციკლის ფინალისტებს (ან დამარხცებულ მსოფლიოს ჩემპიონს) და საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებს.

პირველი ციკლი 1969-71[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს ფიდემ პრეტენდენტთა ტურნირის ნაცვლად შემოიღო პრეტენდენტთა მატჩები. პირველი ასეთი ციკლი გაიმართა 1969-1971 წლებში. მასში მონაწილეობდნენ წინა პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, ალა კუშნირი და საზონათშორისო ტურნირის სამი გამარჯვებული. ჯერ გაიმართა ნახევარფინალური მატჩები, ხოლო შემდეგ ფინალური შეხვედრა, რომელმაც გამოავლინა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონთან მებრძოლი პრეტენდენტი. ორივე ნახევარფინალურ მატჩში ბრძოლა მეტად დაძბული გამოდგა. ორივეში გათამაშდა ათივე პარტია და გამარჯვებვულები მხოლოდ მეათე პარტიებმა გამოავლინა. სამაგიეროდ ფინალში ერთი მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა დამარცხებულს (ნანა ალექსანდრიას) ჰქონდა გასამართლებელი საბუთი. მაშინ იგი დედობას ელოდებოდა, რამაც იქონია კიდევ მატჩის შედეგზე გავლენა. პრეტენდენტი კი ზედიზედ მესამედ გახდა ალა კუშნირი.

ნახევარფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 1 1 = 0 = = 1 0 = = 5,5
2 მილუნკა ლაზარევიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 0 0 = 1 = = 0 1 = = 4,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ალა კუშნირი დროშა: სსრკ სსრკ 1 1 1 0 0 = 1 0 1 0 5,5
2 ტატიანა ზატულოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 0 0 1 1 = 0 1 0 1 4,5

ფინალური მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კისლოვოდსკი ნოემბერი - დეკემბერი 1971 ალა კუშნირი - ნანა ალექსანდრია 6,5 - 2,5

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ალა კუშნირი დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 1 0 1 1 = 1 * * * 6,5
2 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 0 0 1 0 1 0 0 = 0 ** * * 2,5

მეორე ციკლი 1972-75[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტენდენტთა მატჩების II ციკლში თამაშის უფლება ალა კუშნირს, წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეს, ნანა ალექსანდრიას და საზონათშორისო ტურნირის ორ გამარჯვებულს, ვალენტინა კოზლოვსკაიას და ირინა ლევიტინას ჰქონდათ. მოგვიანებით ალა კუშნირმა თამაშზე უარი განაცხადა და იგი მარტა ლიტინსკაიამ შეცვალა. თუ რიგაში ალექსნადრიას არ გასჭირვებია ლიტინსკაიას დამარცხება, დიდი ბრძოლა გაიმართა კისლოვოდსკში. საჭირო შეიქმნა დამატებითი ორი პარტიის თამაში. პირველი ყაიმით დამთავრდა და მხოლოდ მეორეშო შეძლო ლევიტინამ კოზლოვსკაიას წინააღმდეგობის დაძლევა.

არანაკლებ დაძბული იყო ფინალური მატჩიც. ხან ლევიტინა იყო წინ, ხან ალექსანდრია. თორმეტმა პარტიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ბრძოლა გაგრძელდა პირველ მოგებამდე. ოთხი ყაიმის შემდეგ ალექსანდრიამ მოიგო მეხუთე დამატებითი პარტია და პრეტენდენტი გახდა.

ნახევარფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 0 1 1 1 = * * 5,5
2 მარტა ლიტინსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 0 1 1 0 0 0 = * * 2,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 0 = 1 = 0 1 0 1 = = = 1 6,5
2 ვალენტინა კოზლოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 1 = 0 = 1 0 1 0 = = = 0 5,5

ფინალური მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ = = = 0 1 0 1 1 0 = = = = = = = 1 9
2 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ = = = 1 0 1 0 0 1 = = = = = = = 0 8

მესამე ციკლი 1975-1978[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტენდენტთა მატჩების III ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭადრაკემ მიიღო. წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეებმა (ნანა ალექსანდრია და ირინა ლევიტინა) და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ვალენტინა კოზლოვსკაიამ, ალა კუშნრმა, ელენა ახმილოვსკაიამ, მაია ჩიბურდანიძემ, ელენა ფატალიბეკოვამ და ტატიანა ლემაჩკომ, რომელმაც დამატებითი მატჩი მოუგო ვან დერმიეს.

დაძაბული გამოდგა მატჩი თბილისში. ალექსანადრიამ მოიგო მატჩის პირველი ნახევარი, მაგრამ ჩიბურდანიძემ შეძლო მატჩში გარდატეხის შეტანა და გაიმარჯვა. ფატალიბეკოვამ უპრობლემოდ სძლია კოზლოვსკაიას, ხოლო კუშნირმა - ლევიტინას. დამატებითი ორი პარტია დასჭირდა ახმილოვსკაიას ლემაჩკოს დასამარცხებლად.

ნახევარფინალებში კვლავ იოლად გაიმარჯვა კუშნირმა, ხოლო ჩიბურდანიძემ ორჯერ გაუთანაბრა ანგარიში ახმილოვსკაიას და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ფინალში მაია თავიდანვე დაწინაურდა 4-1. უდიდესი გამოცდილების მქონე კუშნირმა ბრძოლა არ შეწყვიტა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. საბოლოოდ მაიამ ბოლომდე გაუძლო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეოთხედფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = 1 0 = 0 1 = = 1 = 5,5
2 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ = 0 1 = 1 0 = = 0 = 4,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ელენა ფატალიბეკოვა დროშა: სსრკ სსრკ 1 1 = = 1 = = 1 * * 6
2 ვალენტინა კოზლოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 0 = = 0 = = 0 * * 2
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ალა კუშნირი ისრაელის დროშა ისრაელი 1 1 = 1 1 = 0 0 1 * 6
2 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 0 0 = 0 0 = 1 1 0 * 3
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ელენა ახმილოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ = 1 = = = = 0 = 0 1 1 = 6,5
2 ტატიანა ლემაჩკო დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი = 0 = = = = 1 = 1 0 0 = 5,5

ნახევარფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ 0 1 = 1 0 = = 0 1 = 1 = 6,5
2 ელენა ახმილოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 1 0 = 0 1 = = 1 0 = 0 = 5,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ალა კუშნირი ისრაელის დროშა ისრაელი 1 1 = 0 = = 0 1 1 1 * * 6,5
1 ელენა ფატალიბეკოვა დროშა: სსრკ სსრკ 0 0 = 1 = = 1 0 0 0 * * 3,5

ფინალური მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 მაია ჩიბურდანიძე დროშა: სსრკ სსრკ = 1 = 1 1 0 = = = 0 1 0 = = 7,5
1 ალა კუშნირი ისრაელის დროშა ისრაელი = 0 = 0 0 1 = = = 1 0 1 = = 6,5

მეოთხე ციკლი 1978-1981[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტენდენტთა მატჩების IV ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭადრაკემ მიიღო. მსოფლიოს ექსჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილე ალა კუშნირმა და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ნანა ალექსანდრიამ, ელენა ახმილოვსკაიამ, ნინო გურიელმა, ნანა იოსელიანმა, ჟუჟა ვერეციმ და ტატიანა ლემაჩკომ. შემდგომში კუშნირმა უარი თქვა თამაშზე და მის მაგივრად დაუშვეს მარტა ლიტინსკაია, რომელმაც დამატებითი მატჩი მოუგო გიზელა ფიშდიკს.

ნახევარფინალურ მატჩებში ერთი მეტოქის უპირატესობა მეორეზე თვალნათელი იყო. ალექსანადრიამ მოუგო ახმილოვსკაიას, გაფრინდაშვილმა - გურიელს, იოსელიანმა - ვერეცის და ლიტინსკაიამ - ლემაჩკოს. უფრო დაძაბული იყო ბრძოლა ნახევარფინალებში. ალექსანდრიამ მხოლოდ დამატებით პარტიებში გატეხა ლიტინსკაიას წინააღმდეგობა, ხოლო გაფრინდაშვილის და იოსელიანის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა იმან, რომ ნანას მეტი პარტია ჰქონდა მოგებული შავი ფიგურებით.

ფინალში ალექსანდრია თავიდანვე დაწინაურდა 4-1 და აღარც შემდეგ გასჭირვებია მატჩის მოგებამდე მიყვანა. ალექსანდრია კიდევ ერთხელ გახდა პრეტენდენტი.

მეოთხედფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 1 1 = 0 = 1 0 1 1 * 6
2 ნინო გურიელი დროშა: სსრკ სსრკ 0 0 = 1 = 0 1 0 0 * 3
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 1 0 = = 1 1 = = = * 5,5
2 ელენა ახმილოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 1 = = 0 0 = = = * 3,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ = = = = 1 = = 1 1 * 6
2 ჟუჟა ვერეცი დროშა: უნგრეთი უნგრეთი = = = = 0 = = 0 0 * 3
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 მარტა ლიტინსკაია დროშა: სსრკ სსრკ = = 1 = 1 = = 1 * * 5,5
2 ტატიანა ლემაჩკო დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი = = 0 = 0 = = 0 * * 2,5

ნახევარფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ = 0 = = = 1 0 0 1 1 = = = = 7
2 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ = 1 = = = 0 1 1 0 0 = = = = 7
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 1 = 1 = 0 0 0 = = 1 1 1 7
2 მარტა ლიტინსკაია დროშა: სსრკ სსრკ 0 = 0 = 1 1 1 = = 0 0 0 5

ფინალური მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 0 1 1 1 1 = = 1 = * * * 6,5
2 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ 1 0 0 0 0 = = 0 = * * * 2,5

მეხუთე ციკლი 1981-1984[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტენდენტთა მატჩების V ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭდრაკემ მიიღო. წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეებმა ნანა ალექსანდრიამ და ნანა იოსელიანმა და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ირინა ლევიტინამ, ნონა გაფრინდაშვილმა, მარგარეტა მურეშანმა, ლიდია სემიონოვამ, ლიუ შილანმა და ტატიანა ლემაჩკომ.

ნახევარფინალურ მატჩებში მხოლოდ ერთი მატჩი დამთავრდა ერთი მეტოქის აშარა უპირატესობით. ასე მოუგო იოსელიანმა ლიუ შილანს. დანარჩენ მატჩებში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. მეტად უკომპრომისო იყო ლევიტინა - გაფრინდაშვილის მატჩი, რომელშიც ათივე პარტია შედეგიანი აღმოჩნდა. სემიონოვამ მხოლოდ მეცხრე პარტიის მოგებით შეძლო მურეშანის დამარცხება. ალექსანდრია თავიდანვე დაწინაურდა და მხოლოდ ანგარიშის შემცირების საშუალება მისცა ლემაჩკოს.

უფრო დაძაბული იყო ბრძოლა ნახევარფინალებში. ლევიტინამ მხოლოდ დამატებით პარტიებში შეძლო ალექსანდრიას დამარცხება, ხოლო სემიონოვამ ბოლო მეათე პარტია მოუგო იოსელიანს.

ფინალში ლევიტინა თავიდანვე დაწინაურდა. შემდეგ სემიონოვამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და ლევიტინა პრეტენდენტი გახდა.

მეოთხედფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 1 0 1 1 0 0 1 6
2 ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 0 0 1 0 1 0 0 1 1 0 4
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ლიდია სემიონოვა დროშა: სსრკ სსრკ 1 1 0 1 = = 0 0 1 = 5,5
2 მარგარეტა მურეშანი დროშა: რუმინეთი რუმინეთი 0 0 1 0 = = 1 1 0 = 4,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ = 1 0 1 = = 1 = 1 * 6
2 ლიუ შილანი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = 0 1 0 = = 0 = 0 * 3
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 0 1 1 1 = 1 0 = 0 = 5,5
2 ტატიანა ლემაჩკო დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 1 0 0 0 = 0 1 = 1 = 4,5

ნახევარფინალური მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ 1 = = = = 0 0 1 0 1 1 0 = 1 7,5
2 ნანა ალექსანდრია დროშა: სსრკ სსრკ 0 = = = = 1 1 0 1 0 0 1 = 0 6,5
# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ლიდია სემიონოვა დროშა: სსრკ სსრკ 0 1 0 1 1 0 0 1 = 1 5,5
2 ნანა იოსელიანი დროშა: სსრკ სსრკ 1 0 1 0 0 1 1 0 = 0 4,5

ფინალური მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
1 ირინა ლევიტინა დროშა: სსრკ სსრკ = 1 1 = = 0 = 0 = 1 = 1 7
2 ლიდია სემიონოვა დროშა: სსრკ სსრკ = 0 0 = = 1 = 1 = 0 = 0 5