სოჭი (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
სოჭი
სოჭი
სოჭი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მხარე კრასნოდარი
კოორდინატები 43°36′00″ ჩ. გ. 39°43′00″ ა. გ. / 43.60000° ჩ. გ. 39.71667° ა. გ. / 43.60000; 39.71667
დაარსდა 1838
ქალაქი 1917  წლიდან
ფართობი 3502 კმ²
მოსახლეობა 402000 კაცი (2007)
სატელეფონო კოდი +7 8622
საფოსტო ინდექსი 354000-354999
ოფიციალური საიტი http://www.sochiadm.ru/

სოჭი (ქალაქი) მდებარეობა რუსეთი

Red pog.svg

სოჭი (ქალაქი) მდებარეობა კრასნოდარის მხარე

Red pog.png

სოჭი — ზღვისპირა საკურორტო ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან. დიდი სოჭი 147 კმ-ის სიგრძეზე მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. 2002 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა 328.809 ადამიანს შეადგენდა.

VI-XV საუკუნეებში ეს არემარე ქართველთა მეფეთა მფლობელობაში იყო, რაზეც აქ მდებარე ქრისტიანული ეკლესიების რაოდენობა მიუთითებს. ლოოში დღემდე შემორჩენილია მე-11 საუკუნის ქართული ბაზილიკის ნანგრევები. მე-15 საუკუნიდან სანაპირო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა. 1829 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ რუსეთმა შემოიერთა.

ქალაქი დაფუძნდა 1838 წელს როგორც ალექსანდრიის დასახლება. ქალაქის სტატუსი და ამჟამინდელი სახელი 1896 წელს მიენიჭა. პოპულარული საკურორტო ქალაქი საბჭოთა პერიოდში ხდება, როდესაც სტალინმა აქ საკუთარი აგარაკი აიგო. უფრო დეტალურად იხ. სოჭი რუსეთის იმპერიაში

ქალაქი სუბტროპიკული კლიმატის ზონაში მდებარეობს და აქ მრავალი სანატორიუმი და მინერალური აბანოებია გაშენებული. რეგიონში გაშენებული ჩაის პლანტაციები ევროპაში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ზაფხულობით ქალაქს და მის შემოგარენს მილიონობით დამსვენებელი აწყდება. კავკასიის ბიოსფეროს ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის სიაშია შეტანილი ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. 1918-1921 წლებში სოჭის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Official website of Cheltenham
  2. Website of the President of France
  3. Official website of Rimini
  4. Official website of Espoo
  5. Sister Cities information obtained from Sister Cities International, Inc. (SCI)] Retrieved 5 July 2007
  6. 6.0 6.1 6.2 Official website of Sochi (international). The page spotlights similarities of the twin towns to Sochi in that all of them are "summer resorts".
  7. Греческий Волос и российский Сочи стали городами-побратимами“, Interfax, 26 May 2005. წაკითხვის თარიღი: 8 July 2007.