შინაარსზე გადასვლა

ეკატერინბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ეკატერინბურგი
Екатеринбург

ქალაქის ერთ-ერთი მონაკვეთი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი სვერდლოვსკი
შიდა დაყოფა ლენინსკის რაიონი, ვერხ-ისეწკის რაიონი, რკინიგზის რაიონი, ორჯონიკიძის რაიონი, კიროვის რაიონი, ოქტომბრის რაიონი და ჩკალოვსკის რაიონი
კოორდინატები 56°50′00″ ჩ. გ. 60°35′00″ ა. გ. / 56.83333° ჩ. გ. 60.58333° ა. გ. / 56.83333; 60.58333
მერი ალექსეი ორლოვი
დაარსდა 1723
ფართობი 468.0 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 237 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 1 468 833 (2018)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 343
საფოსტო ინდექსი 620000–620999
საავტომობილო კოდი 66, 96 და 196
ოფიციალური საიტი http://www.ekburg.ru/
ეკატერინბურგი — რუსეთი
ეკატერინბურგი

ეკატერინბურგი (რუს. Екатеринбург) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქალაქი რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის ცენტრი. მდებარეობს შუა ურალის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ისეტის (ტობოლის შენაკადი) ორივე ნაპირას. დიდი სატრანსპორტო კვანძი. მნიშვნელოვანი კულტურული და სამეცნიერო ცენტრი. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,468,833 ადამიანს.

ეკატერინბურგი დაარსდა 1723 წლის 7 (18) ნოემბერს. ეწოდა ეკატერინბურგი (იმპერატორ ეკატერინე I-ის პატივსაცემად). XVIII საუკუნიდან გახდა ურალის სამთო-საქარხნო მრეწველობის ცენტრი. 1878 წელს რკინიგზით შეუერთდა ქალქ პერმს. 1924-1991 წწ. ეწოდებოდა სვერდლოვსკი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]