პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პრეტენდენტთა ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის იყო მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1950 წელს ფიდეს კოპენჰაგენის კონგრესზე. ტარდებოდა 1952-1994 წლებში (გარდა 1968-1985 წლებისა, როდესაც ეს ტურნირი შეცვალა პრეტენდენტთა მატჩებმა). ტურნირში დაიშვებოდნენ ჯერ პრეტენდენტთა წინა ტურნირის გამარჯვებული (ან დამარცხებული მსოფლიოს ჩემპიონი) და ზონალური ტურნირების (1952-1967) გამარჯვებულები, ხოლო შემდეგ ზონალური ტურნირების გამარჯვებულები შეცვალეს საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებმა. 1983 წლის ფიდეს მანილის კონგრესზე პრეტენდენტთა მატჩები კვლავ შეიცვალა პრეტენდენტთა ტურნირებით.

სულ გაიმართა პრეტენდენტთა 12 ტურნირი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო შეიქმნა დამატებითი მატჩების ჩატარება, ზოგჯერ კი ამას ითვალისწინებდა ტურნირის დებულება.

# წელი ჩატარების ადგილი ტურნირი
1 1952 მოსკოვი პრეტენდენტთა I ტურნირი
2 1955 მოსკოვი პრეტენდენტთა II ტურნირი
3 1959 პლოვდივი პრეტენდენტთა III ტურნირი
4 1961 ვრნიაჩკა-ბანია პრეტენდენტთა IV ტურნირი
5 1964 სოხუმი პრეტენდენტთა V ტურნირი
6 1967 სუბოტიცა პრეტენდენტთა VI ტურნირი
7 1986 მალმიო პრეტენდენტთა VII ტურნირი
8 1988 წყალტუბო პრეტენდენტთა VIII ტურნირი
9 1990 ბორჯომი პრეტენდენტთა IX ტურნირი
10 1992 შანხაი პრეტენდენტთა X ტურნირი
11 1994 ტილბურგი პრეტენდენტთა XI ტურნირი
12 1997 გრონინგენი პრეტენდენტთა XII ტურნირი