აზოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
აზოვი
Азов
Азов (Ростовская область).jpg
აზოვის მუზეუმის შენობა
დროშა გერბი
Flag of Azov.svg Coat of Arms of Azov.svg

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 47°06′00″ ჩ. გ. 39°25′00″ ა. გ. / 47.10000° ჩ. გ. 39.41667° ა. გ. / 47.10000; 39.41667
მმართველი Sergey Bezdolniy
დაარსდა XIII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1708
ფართობი 66 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40 მეტრი
მოსახლეობა 82 937 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86342
საფოსტო ინდექსი 346780
ოფიციალური საიტი http://www.gorodazov.ru/
აზოვი — რუსეთი
აზოვი
აზოვი — როსტოვის ოლქი
აზოვი

აზოვი (რუს. Азов) — ქალაქი როსტოვის ოლქში, მდებარეობს მდინარე დონზე 16 კილომეტრის დაშორებით აზოვის ზღვიდან, მას სახელი ეწოდა აზოვის ზღვის მიხედვით. მოსახლეობის რაოდენობაა 82 937 კაცი (2010 წლის მიხედვით), 82 090 კაცი (2002 წლის აღწერის მიხედვით), 80 297 კაცი (1889 წლის აღწერის მიხედვით).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე დონის სანაპირო ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილი. ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისსი ბერძნებმა დააარსეს კოლონია ბოსფორის სახელმწიფოში, რომელსაც უწოდებდნენ ტანაისს. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ძვ. წ. I საუკუნის პირველ მესამედში იგი გადაწვა პოლემონ I-მა. ბერძნული კოლონიების დანერგვამ აღადგინა ქალაქის კეთილდღეობა, მაგრამ გოთებმა პრაქტიკულად გაანადგურეს III საუკუნეში.

ძველი ტანაისის ტერიტორია ახლა უკავია ხუტორ ნედვიგოვკას XIX საუკუნის შუა წლებიდან.

V საუკუნეში ეს ტერიტორია აკაცირების ტომის ერთ-ერთი ჯგუფის კარადაჩების მიერ იყო დასახლებული, რომელიც ჰუნების მეფე დენგიზიკის ბრძანებით განხორციელდა.

VII საუკუნეში ხანი კუბრატი მართავდა უნოგუნდურის ტომების მიერ დააარსებულ ძველი დიდი ბულგარეთის სამეფოს, რომელიც მისმა მემკვიდრემ ბატბაიანმა ჩააბარა ხაზარებს. X საუკუნეში, როცა ხაზარების სახელმწიფო დაიშალა, ტერიტორია გადავიდა ტმუტარკანის სლავური სამთავროს ხელში. ყივჩაღები ამ ტერიტორიას იპყობენ 1067 წელს და მას არქმევენ აზაქ-ს, საიდანაც მომდინარეობს ქალაქის თანამედროვე სახელწოდება.

1775 წელს აზოვი გახდა ახლადჩამოყალიბებული აზოვის გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის ბოლოს ქალაქში დაარსდა ოთხკლასიანი ვაჟთა გიმნაზია, მალევე დაარსდა ქალთა გიმნაზიაც, მნიშვნელოვნად დაეცა ვაჭრობის დონე.

1926 წელს აზოვმა მიიღო ქალაქის სტატუსი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში (1941-1945) აზოვი გერმანელი ჯარისკაცების მიერ იყო ოკუპირებული 1942 წლის 27 ივნისიდან. 1943 წლის 7 თებერვალს გაათავისუფლეს სამხრეთის ფრონტის როსტოვის ოპერაციის დროს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ქალაქი აზოვი საოლქო დაქვემდებარების ქალაქია, მდებარეობს როსტოვის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე დონის მარცხენა ნაპირზე, ტაგანროგის ყურიდან 12,5 კილომეტრში, ხოლო დონის როსტოვიდან - 35 კილომეტრში. ქალაქის ტერიტორიის ფართობია 66,2 კმ².

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 20 ეროვნების ადამიანი. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: რუსები — 94 %, უკრაინელები — 3,1 %, ბელორუსები — 0,5 %. მოსახლეობის 55 % შრომისუნარიანია.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარე ტაძრებიდან აღსანიშნავია აზოვის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, რომელიც აგებულია 2005 წელს და აზოვის სამების ეკლესია  მართლმადიდებლური ეკლესია აზოვში, მისი მშენებლობა დასრულდა 2004 წელს. ასევე აღსანიშნავია აზოვის ციხესიმაგრე. ქალაქში რვა ბიბლიოთეკაა აქედან ორი საბვშვო. აზოვის ცენტრალური ბიბლიოთეკა ატარებს ნ. კრუპსკაიას სახელს. ქალაქში სულ ოთხი მუზეუმია აზოვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, აზოვის ისტორიულ-არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, სამოილოვიჩის მუზეუმი და სამხედრო მუზეუმი - „თოფის წამლის საწყობი“. ქალაქში რამდენიმე ძეგლი დგას, მათ შორის აღსანიშნავია პეტრე I-ის ძეგლი, ალექსეი შეინის ძეგლი, სამშობლოსთვის დაღუპულთა მემორიალი, გრიგორ მიროშნიჩენკოს ძეგლი, აზოვის სამხედრო ფლოტილიის მეზღვაურთა ძეგლი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა დაძმობილებული ქალაქი დაძმობილების წელი
კვიპროსის დროშა კვიპროსი აგლანჯა[1] 1990
აშშ-ის დროშა აშშ ჩილიკოტი[1] 1993
თურქეთის დროშა თურქეთი ანტალია 1995
რუსეთის დროშა რუსეთი ყიზლარი[1] 1997
უკრაინის დროშა უკრაინა ფეოდოსია 2007
რუსეთის დროშა რუსეთი სალეხარდი[1] 2007
რუსეთის დროშა რუსეთი ქალაქ სოჭის ლაზარევსკის რაიონი 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]