შამანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

შამანიზმი (ქურუმი ტუნგისურად) ― რელიგიის უძველესი ფორმა სმოფლიოს მრავალ ხალხში. აღმოცენდა პრეისტორიულ ხანაში. მორწმუნეებს სწამდათ ექსტაზში შესული შამანისა და მასში ჩასახლებული სულის ურთიერთობა. შამანებს ეცვათ სპეციალური სამოსელი, რომელიც აღჭურვილი იყო სიმბოლური აქსესუარებით: ზოომორფული ნიშნებით, ცხოველების და ფრინველების ნაწილებით. თითოეულ მათგანს ჰქონდა კონკრეტული საკრალური მნიშვნელობა. შამანი იყენებდა სხვადასხვა ჟღარუნებს, ცეკვავდა, ტრაი;ლებდა, იყენებდა ჰიპნოზს. შამანიზმის ელემენტები შეითვისეს მაღალგანვითარებულმა რელიგიებმაც, მაგალითად გამოცხადებები და ხილვები ქრისტიანობაში, დერვიშთა ზოგიერთი მოქმედება ისლამში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 679.
  • საყვარელიძე რ. "მეტაფიზიკური პარადიგმა ფსიქოთერაპიაში"