ერვანდუნები
| ქვეყანა | სომხეთი |
|---|---|
| დამაარსებელი | იერვანდ I საკავაკიაცი |
| დაარსდა | ძვ. წ. 570 |
| დაიშალა | ძვ. წ. 200 |
| ეროვნება | ირანელი ხალხები |
ერვანდუნები (სომხ. Երվանդունիներ) — ირანული წარმოშობის მეფეთა და მმართველთა დინასტია ძველ სომხეთში, ხანგამოშვებით მართავდა ქვეყანას ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისიდან ძვ. წ. III საუკუნის ბოლომდე. სახელი ეწოდა გვარში გავრცელებული სახელისაგან „ერვანდ“ (ბერძნ. „ორონტას“, „ორონტეს“) მიხედვით. პირველად გამეფდა ურარტუს დაცემის შემდეგ (ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისი), მის ცენტრალურ რაიონში შექმნილ სომხეთის სამეფოში, რომელსაც მალე არმე-შუფრიაც შეუერთდა. ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევრიდან ძვ. წ. IV საუკუნის 30-იან წლებამდე ეს სამეფო ჯერ მიდიის, შემდეგ აქემენიდური სპარსეთის შემადგენლობაში იყო. ამ დროს ერვანდუნები სომხეთს განაგებდნენ როგორც მიდიელებისა და სპარსელების ადგილობრივი მმართველები და სატრაპები.
აქემენიდური სპარსეთის დაცემის შემდეგ, ერვანდუნები დამოუკიდებელი სომხეთის მეფეები გახდნენ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სომხეთს გამოეყო წოფქ-კომაგენეს სამეფო, სადაც გამეფდა ერვანდუნების ერთ-ერთი შტო. ყველა ეს სამეფო სელევკიდებმა დაიპყრეს ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ერვანდუნები აღარ ჩანან სომხეთის სახელმწიფოთა სათავეში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანაშია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 182.
- Cyril Toumanoff. "A Note on the Orontids." Le Museon. 72 (1959), pp. 1–36 and 73 (1960), pp. 73–106.
- (სომხური) Hakop Manandyan. Քննական Տեսություն Հայ Ժողովրդի Պատմության (A Critical Study of the History of the Armenian People). vol. i. Yerevan: Haypethrat, 1944.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Yervanduni Dynasty-A. Richard Diebold Center for Indo-European Language and Culture დაარქივებული 2016-04-10 საიტზე Wayback Machine.
- Armenian History; Armenian Highland
- The Orontid (Ervanduni) dynasty დაარქივებული 2015-09-24 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||||||||