სკვითები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სკვითებისა და სლავების ბრძოლა

სკვითები (ძვ. ბერძნ. Σκύθαι; სანს. शक) — ძველირანული ტომები, მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ძვ. წ. VII საუკუნეში სკვითებმა კიმერიელები გამოდევნეს და მათი ტერიტორია დაიკავეს. ჰეროდოტეს ცნობით, სახლობდნენ დნეპრსა და დონის სტეპებში, ეწეოდნენ მომთაბარეობას, მისდევდნენ მესაქონლეობას. ძვ. წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა სკვითების სახელმწიფო.

სკვითების ხელოვნებამ განვითარების მწვერვალს მიაღწია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, რკინის, ბრინჯაოს ნივთები, ირმის, ლოსის, თხის, მტაცებელი ფრინველების, ფანტასტიკური ცხოველებისა და სხვა გამოსახულებებით. ძვ. წ. IV-III საუკუნეებში გამოსახულებებმა ორნამენტხაზობრივი სახე მიიღო. გორასამარხებში ნაპოვნია, აგრეთვე, ქვის სქემატურგამოსახულებიანი ნივთებიც. მნიშვნელოვანი კედლის მხატვრობის ნიმუშები იპოვეს სკვითების ნეაპოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: