მარდონიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარდონიოსი — სპარსელი მხედართმთავარი. დარიოს I-ის დისწული, ცოლის ძმა და სიძე. ძვ. წ. 492 წელს სპარსეთის არმიისა და ფლოტის ლაშქრობას მეთაურობდა საბერძნეთში. ხელახლა დაიმორჩილა სამხრეთ თრაკია, მაკედონია და კ. თასოსი. ძვ. წ. 480 წელს მონაწილეობდა ქსერქსეს ლაშქრობაში; სალამინის ბრძოლისა და ქსერქსეს უკან დახევის შემდეგ ჯარის ნაწილით საბერძნეთში დარჩა; ძვ. წ. 479 წელს ათენი მოაოხრა, პლატეის ბრძოლაში დამარცხდა და მოკლეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]