ლუვიური ენა
იერსახე
ლუვიური ენა — ინდოევროპულ ენათა ანატოლიური (ხეთურ-ლუვიური) ჯგუფის ერთ-ერთი მკვდარი ენა. გავრცელებული იყო ძველი ანატოლიის სამხრეთ ოლქებში. ლუვიური ენის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია სოლისებრი დამწერლობით შესრულებულ რიტუალური ხასიათის ხეთურ ტექსტებში (ძვ. წ. XIV-XII საუკუნეები). ცალკეული ტექსტები ლივიურ ენაზე დაწერილია აგრეთვე სპეციფიკური იეროგლიფური დამწერლობით (ძვ. წ. VIII საუკუნე), რომელსაც უფრო ადრე იეროგლიფურ ხეთურს უწოდებდნენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 304.