შინაარსზე გადასვლა

თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის
თარიღი 19 მაისი, 191929 ოქტომბერი, 1923
მდებარეობა ანატოლია
შედეგი თურქეთის გამარჯვება; მსოფლიოს მიერ თურქეთის რესპუბლიკის აღიარება.[1]
მხარეები
ოსმალეთის დროშა თურქეთის ეროვნული მოძრაობა
საბჭოთა კავშირი
გაერთიანებული სამეფოს დროშა დიდი ბრიტანეთი

საბერძნეთის დროშა საბერძნეთის სამეფო
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი[5]
სომხეთის დროშა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
იტალიის დროშა იტალია
საქართველოს დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა


აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები (საზღვაო მხარდაჭერა)[6][7][8][9]

მეთაურები
ოსმალეთის დროშა მუსტაფა ქემალ ათათურქი
ოსმალეთის დროშა მუსა ქიაზიმ ყარაბექირი
ოსმალეთის დროშა ფევზი ჩაქმაქი
ოსმალეთის დროშა ისმეთ ინენიუ
ოსმალეთის დროშა ალი ფუატ ჯებესოი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ჯორჯ მილნი
საბერძნეთის დროშა ანასტოსიოს პაპულასი
საფრანგეთის დროშა ანრი გურუ
სომხეთის დროშა დრასტამატ კანაიანი
თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის ვიკისაწყობში

თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის — სამხედრო-პოლიტიკური კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა ერთ მხარეს თურქეთის ეროვნულ მოძრაობასა და მეორე მხარეს, დიდ ბრიტანეთს, სომხეთს, საბერძნეთსა და იტალიას შორის. გამარჯვება თურქებმა მოიპოვეს, რომლებსაც მუსტაფა ქემალ ათათურქი მეთაურობდა. ომი, 1923 წელს, ლოზანის ზავით დასრულდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებას ითვალისწინებდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და მუდროსის დროებითი ზავის დადების შემდეგ ოსმალეთის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო კაპიტულაციის პირობებით. მათი წინააღმდეგობრივი მოძრაობის ლიდერად იქცა მუსტაფა ქემალი, ხოლო ეპიცენტრად ანატოლია. ანტანტის სახელმწიფოებს ზავის პირობების შესრულების უზრუნველყოფისთვის არც საკმარისი ძალები გააჩნდათ და არც სურვილი. ამის ფონზე ანატოლიაში აგორებული წინააღმდეგობის მოძრაობის ჩახშობა საკუთარ თავზე აიღო საბერძნეთმა, რომელსაც ანატოლიასთან მიმართებით საკუთარი ინტერესები გააჩნდათ, რადგანაც ანატოლიაში ბერძნული მოსახლეობის რაოდენობა მაღალი იყო. საბოლოოდ საბერძნეთის ჯარების სმირნაში გადასხმის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიოდ ჯორჯმა, აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა და საფრანგეთის პრემიერმა ჟორჟ კლემანსომ პარიზში 1919 წლის 6 მაისს.

1919 წლის 15 მაისს ბერძნებმა ანატოლიაში გადასხეს დესანტი და ქალაქი სმირნა დაიკავეს. ამავე დღეს გენერალმა მუსტაფა ქემალმა 20 კაციანი ჯგუფით დატოვასტამბოლი და გაემგზავრა ანატოლიაში მე-3 არმიის სამხედრო ინსპექტორის რანგში, რა თანამდებობაზეც მანამდე იყო დანიშნული. ბერძნების მიერ სმირნის აღება თურქებმა აღიქვეს, როგორც ანატოლიის სრული ოკუპაციის პრელუდია. სმირნის აღებას თან სდევდა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დარბევები. იგივე სურათი შეიქმნა კილიკიაში, სადაც ფრანგული უცხოური ლეგიონის სომხურმა ქვედანაყოფებმა და ადგილობრივმა სომხურმა რაზმებმა მუსლიმ მოსახლეობასთან სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყეს.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბერძნული არმია ორ ჯგუფად გაიყო. სამხრეთის ჯგუფი 7 დივიზიითა და საკავალერიო ბრიგადის შემადგენლობით (32 000 ხიშტი და 1000 ხმალი) უშაკის მახლობლად რკინიგზის ხაზთან იყო დისლოცირებული. ჩრდილოეთის ჯგუფი 4 დივიზიის შემადგენლობით (18 000 ხიშტი) ბურსასთან იყო თავმოყრილი. არმიებს შორის არსებული ორმოცმილიანი შუალედი დაფარული იყო სამხედრო საგუშაგოებით მარმარილოს ზღვის სანაპიროდან სამხრეთისკენ. თურქული არმიაც ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთის ჯგუფი, ექვსი ქვეითი და სამი საკავალერიო დივიზიის შემადგენლობით (23 000 ხიშტი) კონცენტრირებული იყო რკინიგზის სადგურ ესკიშეჰირსა და მარმარილოს ზღვას შორის. ბერძნული გეგმის მიხედვით სმირნაში განლაგებული ხუთი დივიზიიდან ორი უნდა დაძრულიყო ჩრდილოეთით და იზმითის ნახევარკუნძულიდან გაედევნა თურქები. მარშალი ფოში ეჭვობდა, რომ ეს რთულად განუხორციელებელი ამოცანა საბოლოოდ წარუმატებელი იქნებოდა, მაგრამ ლოიდ-ჯორჯმა მხარი დაუჭირა ამ გეგმას და 22 ივნისს ბერძნულმა არმიამ შეტევა დაიწყო. თავდაპირველად შეტევა წარმატებული იყო, ბერძნული კოლონები წინ მიიწევდნენ, ხოლო თურქები ანატოლიის სიღრმეში უჩინარდებოდნენ. ივლისის დასაწყისში ბერძნებმა ბურსა აიღეს. იმავე თვეში მეორე ბერძნულმა არმიამ სწრაფად გაიარა აღმოსავლეთ თრაკია, გატეხა თურქების სუსტი წინააღმდეგობა და ადრიანოპოლისი დაიკავა.

1920 წლის 16 მარტს მოკავშირეებმა აიღეს სტამბოლი, განაიარაღეს გარნიზონი, გარეკეს პარლამენტი, მთავრობის წევრები, დააპატიმრეს და მალტაზე გადაასახლეს სამხედრო-პოლიტიკური ელიტის წრმომადგენლები, მათ შორის სულთნის მემკვიდრე, რაუფ ორბეი, ყარა ვაზიფი და სხვები.

1921 წლის გაზაფხულზე თურქებმა ისმეთ ინენიუს სარდლობით და ეთჰემ ჩერქეზის „მწვანე არმიის“ დახმარებით ორჯერ მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას ბერძნებთან ბრძოლაში და დაიცვეს ქალაქი ესკიშეჰირი. მიუხედავად ამ მცირე წარუმატებლობისა, ბერძნების არმია ზაფხულში შეტევაზე გადავიდა და მარცხების სერია განაცდევინა ქემალისტების არმიას. ბერძნებმა დაიკავეს დასავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვანი ქალაქები: ესკიშეჰირი, ქუთაია, აფიონ-ყარაისარი. 1921 წლის შემოდგომისთვის საბერძნეთის არმია ანკარადან 224 კმ-ზე იმყოფებოდა. ამავე დროს მათ ტყვედ იგდეს 4500 თურქი, ხელთ იგდეს ათეულობით საარტილერიო დანადგარი და დიდი საბრძოლო ალაფი.

1921 წლის 4 აგვისტოს თურქეთის დიდმა მეჯლისმა შეიარაღებული ძალების სარდლადფევზი ჩაქმაქის ნაცვლად მუსტაფა ქემალი დანიშნა. 13 სექტემბერს ქემალის სარდლობით მდინარე საქარიასთან ბრძოლაში თურქებმა ბერძნები დაამარცხეს. მუსტაფა ქემალს მიენიჭა ღაზის ტიტული და მარშლის წოდება. 1923 წლის 20 ოქტომბერს საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა თურქეთის რესპუბლიკა.

  1. Chester Neal Tate, Governments of the World: a Global Guide to Citizens' Rights and Responsibilities, Macmillan Reference USA/Thomson Gale, 2006, p. 205.
  2. Briton Cooper Busch: Mudros to Lausanne: Britain's Frontier in West Asia, 1918-1923, SUNY Press, 1976, ISBN 0-87395-265-0, page 216.
  3. "British Indian troops attacked by Turks; thirty wounded and British officer captured-- Warships' guns drive enemy back," New York Times (June 18, 1920).
  4. "Allies occupy Constantinople; seize ministries; Turkish and British Indian soldiers killed in a clash at the War Office," New York Times (March 18, 1920).
  5. Western Society for French History. Meeting, Proceedings of the ... Annual Meeting of the Western Society for French History (Volume 24), New Mexico State University Press, 1996, page 206.
  6. Jack Sweetman: American Naval History: An Illustrated Chronology of the U.S. Navy and Marine Corps, Volume 3, 1775-Present, Naval Institute Press, 2002, ISBN 1-55750-867-4, page 132.
  7. "Smyrna is taken away from Turkey," New York Times (May 17, 1919).
  8. "90 casualties in Samsun," New York Times (June 12, 1922).
  9. Burning of the French Transport Vinh-Long, 16 December 1922 დაარქივებული 18 August 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , Department of the Navy - Naval Historical Center.