შინაარსზე გადასვლა

ეფესო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეფესო

ცელსუსის ბიბლიოთეკის ფასადი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები თურქეთის დროშა თურქეთი | ქვეყნის დროშა2 | name = თურქეთის დროშა თურქეთი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, vi
რეგიონი ევროპა და ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1018
Map
http://www.muze.gov.tr/en/museums/ephesus-archaeological-site
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1018
ინგლ.რუს.ფრ.

ეფესო (ძვ. ბერძნ. Ἔφεσος, თურქ. Efes) — ძველი ბერძნული პოლისი, შემდეგ კი მნიშვნელევონი რომაული ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში. თანამედროვე სელჩუკის ადგილას, იზმირის პროვინცია, თურქეთი. ის იყო იონიელების კავშირში შემავალი ერთ-ერთი ქალაქი თორმეტიდან.[2]. რომაული მმართველობის პერიოდში, დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო რომის იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი, იმპერიის დედაქალაქის, რომის შემდეგ.[3][4] ძვ. წ. I საუკუნეში ეფესოს მოსახლეობა იყო 250 000, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მეორე ქალაქადაც აქცევს.[4]

ქალაქი სახელგანთქმულია იქ მდებარე არტემიდას ტაძრის გამო, (აშენდა დაახლ. ძვ. წ. 550 წელს) რომელიც შეტანილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში.

ეფესო და ქრისტიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფესო ახალი წელთაღრიცხვის 50-ანი წლებიდან, ადრეული ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. 52-54 წლებში ეფესოში პავლე მოციქული ცხოვრობდა, სადაც ის თანამოაზრებთან ერთად ღია მისიონერულ საქმიანობას ეწეოდა.[5] მას პრობლემები შეექმნა ხელოსნებთან, რომელთა შემოსავლის წყაროს არტემიდას ტაძარში არტემიდას ქანდაკებების გაყიდვა წარმოადგენდა [6]. 53-57 წლებში მან დაწერა პირველი კორინთელთა მიმართ, მოგვიანებით როდესაც ის იმყოფებოდა რომის ციხეში (62 წელი) მან დაწერა ეფესელთა მიმართ.

იოანე ღვთისმეტყველი რომის აზიურ ნაწილში მოღვაწეობდა,[7] და მისი სახარება შესაძლებელია ეფესოში იყოს დაწერილი.[8] ეფესო გამოცხადებაში მოხსენებული შვიდი ეკლესიიდან ერთ-ერთია [9], რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს.

მარიამ ღვთისმშობელის სახლი ითვლება მარიამ ღვთისმშობელის ბოლო საცხოვრისად (სელჩუკიდან დაახლოებით 7 კილომეტრი). ის პოპულარულია მომლოცველებში, მათ შორის მოინახულა ბოლო სამმა პაპმაც.

ეფესოს ღვთისმშობლის ეკლესია რომელიც მდებარეობს ეფესოს პორტთან ახლოს 431 წელს იყო ეფესოს საეკლესიო კრების ადგილი, სადაც მოხდა ნესტორის (428-431 წწ.) ცრუსწავლების განსჯა. ეფესოს მეორე საეკლესიო კრება შედგა 449 წელს, თუმცა მისი მიერ მიღებული აქტები არ არის საყოველთაოდ აღიარებული.

2015 წელს ისტორიული ქალაქი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[10].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. https://whc.unesco.org/en/list/1018/maps/
  2. ჰეროდოტე, 1.142
  3. Quezi: Ephesus
  4. 4.0 4.1 Oklahoma Christian University: Ephesus
  5. "Paul, St." Cross, F. L., ed. The Oxford dictionary of the Christian church. New York: Oxford University Press. 2005
  6. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-19.htm - მოციქულთა საქმენი
  7. უილიამ დურანტი. Caesar and Christ. New York: Simon and Schuster. 1972
  8. სტეფან ჰარისი, Understanding the Bible. Palo Alto: Mayfield. 1985. "The Gospels" p. 266-268
  9. http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-2.htm - გამოცხადება
  10. Sites in Japan, Turkey, Mexico, Uruguay inscribed on UNESCO’s World Heritage List, extension of Spanish site approved