თურქეთის დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის მოსახლეობის პირამიდა

თურქეთის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური მიკუთვნებულობა და სხვა ასპექტები.

2021 წლის 31 დეკემბერს თურქეთის მოსახლეობამ 84.7 მილიონ ადამიანს მიაღწია. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი 0.55%-ს გაუტოლდა.[1] ქვეყნის უდიდესი ეთნიკური ჯგუფი თურქები არიან, უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას კი ქურთები წარმოადგენენ.

თურქეთის მოსახლეობა შედარებით ახალგაზრდაა. 22.4% 0-14 ასაკობრივ ჯგუფშს მიეკუთვნება.[2] 2021 წლისთვის მოსახლეობის მედიანური ასაკი 33.1 წელია.[3] მსოფლიო ბანკის მონაცემებით 1990-დან 2008 წლამდე პერიოდში თურქეთის მოსახლეობა 16 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რაც 29%-იან ზრდას უდრის.[4]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის მოსახლეობის დინამიკა

შობადობა და მოკვდაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლიდან თურქეთში შობადობის სტატისტიკას მოსახლეობის ცენტრალური ადმინისტრაციული სისტემა აქვეყნებს.[5] დინამიკური სტრუქტურის გამო მონაცემები უწყვეტად ვითარდება.[6]

2010 წელს თურქეთში შობადობის დონე 17.2‰-ს უდრიდა. 2011 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 16.7‰-მდე შემცირდა. 2010 წელს ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი 2.05-ს უდრიდა, ხოლო 2011 წელს 2.02-ს. შობადობის დონე მარმარილოს ზღვის რეგიონში 11.5‰-დან 27.9‰-მდე მერყეობდა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის მაჩვენებელი იყო.

იმიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმიგრაცია უცხო ქვეყნებიდან თურქეთში მოსახლეობის მიგრაციას აღნიშნავს. ოსმალთა იმპერიის დაშლისა და თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის შემდეგ თურქეთში დიდი რაოდენობით თურქი და მუსლიმი მოსახლეობა ჩავიდა, მათ შორის: ბალკანები (ბალკანელი თურქები, ალბანელები, ბოსნიელები და პომაკები), კავკასიელები (აფხაზები, აჭარლები, ჩერქეზები, ჩეჩნები), ყირიმელები (ყირიმელი თათრები) და კრეტერები (კრეტელი თურქები). თურქეთში იმიგრაციის პროცესი დღემდე გრძელდება, თუმცა დღეისთვის მიგრაციის მიზეზები განსხვავებულია და გლობალური იმიგრაციის ნაწილია. მაგალითად, თურქეთში დიდი რაოდენობით ეკონომიკური მიგრანტი ჩადის მახლობელი სომხეთიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 2010-იან წლებში მიგრანტთა კრიზისის დროს თურქეთში დიდი რაოდენობით მიგრანტი ჩავიდა, განსაკუთრებით ის ადამაინები, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომს გაექცნენ.

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის განვითარება თურქეთში

თურქს ან თურქულ წარმომავლობას ფართო მნიშვნელობა აქვს ისტორიული კონტექსის შესბამისად. წარსულში თურქებად ოსმალეთის იმპერიის ყველა მუსლიმ მკვიდრს მოიხსენიებენ, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა.[7]

თურქეთის მოწინავე ეთნიკური ჯგუფებია:[8] თურქულენოვანი ხალხები: თურქები, აზერბაიჯანელები, ყარაჩაელები, თათრები, უზბეკები, ყირიმელი თატები და უუღურები; ინდო-ევროპულ ენაზე მოლაპარაკე ხალხები: ქურთები, ზაზაები,[9] ბოსნიელები, ალბანელები, პომაკები, სომხები, ბერძნები, გორანები; სემიტურენოვანი ხალხები: არაბები, ებრაელები და ასირიელები; კავკასიურენოვანი ხალხები: ჩერქეზები, ქართველები, ლაზები და ჩეჩნები.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს World Factbook-ის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 70-75%-ს ეთნიკური თურქები შეადგენდნენ, ხოლო 19%-ს ქურთები შეადგენენ. სხვა ეთნიკური უმცირესობების წილი 6-11%-ია. Milliyet-ის მიხედვით, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსათვის მომზადებული მოხსენების მიხედვით, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიის თურქული უნივერსიტეტების მიერ იყო შედგენილი, თურქეთის მოსახლეობას შეადგენდა: 55 მილიონი ეთნიკური თურქი, 9.6 მილიონი ქურთი, 3 მილიონი ზაზა, 2.5 მილიონი ჩერქეზი, 2 მილიონი ბოსნიელი, 500 0000-დან 1.3 მილიონამდე ალბანელი, 1 მილიონი ქართველი, 870 000 არაბი, 600 000 პომაკი, 80 000 ლაზი, 60 000 სომეხი, 30 000 ბრიტანელი, 25 000 ასირიელი, 20 000 ებრაელი, 15 000 ბერძენი და 500 იეზიდი.[10]

2022 წელს Konda Research-ის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, თურქეთის მოსახლეობის 77%-ს თურქები, ხოლო 19%-ს ― ქურთები შეადგენენ. მოსახლეობის 2%-ს არაბები (სირიელი ლტოლვილების გამოკლებით), ხოლო დარჩენილ 2%-ს სხვა ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ.[11] დასავლეთ თურქეთის დიდ ქალაქებში იმიგრაციის შედეგად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის ქორწინებები უფრო ხშირდება.[12]

თურქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქები ანკარიდან

არაერთი თანამედროვე გენეტიკური კვლევის მიხედვით, დღევანდელი თურქი მოსახლეობა მეტწილად ისტორიული ადგილობრივი ანატოლიური ჯგუფების შთამომავალია.[13][14][15][16][17][18][19] VII საუკუნის ჩინურ წყაროებში შემონახულია წყაროები თურქთა წარმოშობის შესახებ, რომელშიც თურქები ხუნუების ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც „დასავლეთის ზღვის“ (კასპიის ზღვა) მახლობლად ბინადრობდნენ.[20] თანამედროვე წყაროების თანახმად, თურქების ლინგვისტური და კულტურული წინაპრები ხუნუში, იმიერბაიკალეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და მოგვიანებით, V საუკუნეში სამხრეთ ალტაისკენ მიგრირდნენ.[20]

არაბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთში მცხოვრები არაბების რაოდენობა განსხვავდება წყაროების მიხედვით. 2011 წელს Al Jazeera-სა და ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მიხედვით, სირიის სამოქალაქო ომამდე თურქეთში 1 500 000 არაბი ცხოვრობდა.[21] სირიელი ლტოლვილების ჩათვლით არაბების რაოდენობა 2 748 367 მილიონ ადამიანს აღწევს.[22][23] დღეისთვის არაბები თურქეთის მოსახლეობის დაახლოებით 4.5-5.1%-ს შეადგენენ.[24][25]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Turkish Statistical Institute. tuik.gov.tr (2020-02-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-04. ციტირების თარიღი: 2020-02-23
  2. TÜİK Kurumsal.
  3. TÜİK Kurumsal.
  4. CO2 Emissions from Fuel Combustion დაარქივებული 12 October 2009 საიტზე Wayback Machine. Population 1971–2008 (pdf დაარქივებული 2012-01-06 საიტზე Wayback Machine. pages 83–85) IEA (OECD/ World Bank) original population ref e.g. in IEA Key World Energy Statistics 2010 page 57
  5. ::Welcome to Turkish Statistical Institute(TurkStat)'s Web Pages. TurkStat. ციტირების თარიღი: 2014-06-17
  6. Turkish Statistical Institute. Turkstat.gov.tr. ციტირების თარიღი: 2014-06-17
  7. American Heritage Dictionary. (2000)The American Heritage Dictionary of the English Language: Fourth Edition – "Turk". Houghton Mifflin Company. ციტირების თარიღი: 2006-12-27
  8. Andrews, Peter A. Ethnic groups in the Republic of Turkey., Beiheft Nr. B 60, Tübinger Atlas des Vorderen Orients, Wiesbaden: Reichert Publications, 1989, ISBN 3-89500-297-6 ; + 2nd enlarged edition in 2 vols., 2002, ISBN 3-89500-229-1
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2011. ციტირების თარიღი: ნოემბერი 12, 2022.
  10. „Türkiyedeki Kürtlerin Sayısı!“. Milliyet (თურქული). 2008-06-06. ციტირების თარიღი: 2008-06-07.
  11. TR100. ციტირების თარიღი: 2022-05-16
  12. Kurdish Life in Contemporary Turkey: Migration, Gender and Ethnic Identity, Anna Grabolle Celiker, page 160, I.B.Tauris, 2013
  13. Yardumian, A.; Yardumian, T. G. (2011). „Who Are the Anatolian Turks?“. Anthropology & Archeology of Eurasia. 50: 6–42. doi:10.2753/AAE1061-1959500101. S2CID 142580885.
  14. Hodoğlugil, U. U.; Mahley, R. W. (2012). „Turkish Population Structure and Genetic Ancestry Reveal Relatedness among Eurasian Populations“. Annals of Human Genetics. 76 (2): 128–141. doi:10.1111/j.1469-1809.2011.00701.x. PMC 4904778. PMID 22332727.
  15. Rosser, Z.; Zerjal, T.; Hurles, M.; Adojaan, M.; Alavantic, D.; Amorim, A.; Amos, W.; Armenteros, M.; Arroyo, E.; Barbujani, G.; Beckman, G.; Beckman, L.; Bertranpetit, J.; Bosch, E.; Bradley, D. G.; Brede, G.; Cooper, G.; Côrte-Real, H. B.; De Knijff, P.; Decorte, R.; Dubrova, Y. E.; Evgrafov, O.; Gilissen, A.; Glisic, S.; Gölge, M.; Hill, E. W.; Jeziorowska, A.; Kalaydjieva, L.; Kayser, M.; Kivisild, T. (2000). „Y-Chromosomal Diversity in Europe is Clinal and Influenced Primarily by Geography, Rather than by Language“. The American Journal of Human Genetics. 67 (6): 1526–1543. doi:10.1086/316890. PMC 1287948. PMID 11078479.[1] დაარქივებული 2011-01-14 საიტზე Wayback Machine.
  16. Nasidze I, Sarkisian T, Kerimov A, Stoneking M (March 2003). „Testing hypotheses of language replacement in the Caucasus: evidence from the Y-chromosome“. Hum. Genet. 112 (3): 255–61. doi:10.1007/s00439-002-0874-4. PMID 12596050. S2CID 13232436.[2] დაარქივებული 2013-11-01 საიტზე Wayback Machine.
  17. Cinnioglu, C.; King, R.; Kivisild, T.; Kalfoğlu, E.; Atasoy, S.; Cavalleri, G. L.; Lillie, A. S.; Roseman, C. C.; Lin, A. A.; Prince, K.; Oefner, P. J.; Shen, P.; Semino, O.; Cavalli-Sforza, L. L.; Underhill, P. A. (2004). „Excavating Y-chromosome haplotype strata in Anatolia“. Human Genetics. 114 (2): 127–148. doi:10.1007/s00439-003-1031-4. PMID 14586639. S2CID 10763736.[3] დაარქივებული 2023-03-27 საიტზე Wayback Machine.
  18. Arnaiz-Villena, A.; Karin, M.; Bendikuze, N.; Gomez-Casado, E.; Moscoso, J.; Silvera, C.; Oguz, F. S.; Sarper Diler, A.; De Pacho, A.; Allende, L.; Guillen, J.; Martinez Laso, J. (2001). „HLA alleles and haplotypes in the Turkish population: Relatedness to Kurds, Armenians and other Mediterraneans“. Tissue Antigens. 57 (4): 308–317. doi:10.1034/j.1399-0039.2001.057004308.x. PMID 11380939.
  19. Wells, R. S.; Yuldasheva, N.; Ruzibakiev, R.; Underhill, P. A.; Evseeva, I.; Blue-Smith, J.; Jin, L.; Su, B.; Pitchappan, R.; Shanmugalakshmi, S.; Balakrishnan, K.; Read, M.; Pearson, N. M.; Zerjal, T.; Webster, M. T.; Zholoshvili, I.; Jamarjashvili, E.; Gambarov, S.; Nikbin, B.; Dostiev, A.; Aknazarov, O.; Zalloua, P.; Tsoy, I.; Kitaev, M.; Mirrakhimov, M.; Chariev, A.; Bodmer, W. F. (2001). „The Eurasian Heartland: A continental perspective on Y-chromosome diversity“. Proceedings of the National Academy of Sciences. 98 (18): 10244–10249. Bibcode:2001PNAS...9810244W. doi:10.1073/pnas.171305098. PMC 56946. PMID 11526236.
  20. 20.0 20.1 Leiser, Gary (2005), "Turks", in Meri, Josef W., Medieval Islamic Civilization, Routledge
  21. Turkey – Arabs.
  22. UNHCR Syria Regional Refugee Response/ Turkey. UNHCR (31 December 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 17 January 2016
  23. Ibrahim, KAYA (8 November 2017). „The Iraqi Refugee Crisis and Turkey: a Legal Outlook“. Cadmus.eui.eu. ციტირების თარიღი: 8 November 2017.
  24. The Impact of Syrian Refugees on Turkey. ციტირების თარიღი: 2016-12-18
  25. Turkey's demographic challenge. ციტირების თარიღი: 2016-12-18