სომხეთის სატრაპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის სატრაპია
Սատրապական Հայաստան
Satrapakan Hayastan
აქემენიანთა იმპერიის სატრაპია

 

ძვ. წ. 522–ძვ. წ. 331
 

 

 

{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ერვანდუნები მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ძვ. წ. IV-II საუკუნეებისთვის
დედაქალაქი ერებუნი, ტუშფა
ენები სომხური ენა
რელიგია ზოროასტრიზმი, კერპთთაყვანისმცემლობა
მთავრობა მონარქია
ისტორიული ერა ანტიკური
 -  დაარსდა ძვ. წ. 522
 -  გაუქმდა ძვ. წ. 331
დღეს ამ ტერიტორიაზე თურქეთის დროშა თურქეთი
ირანის დროშა ირანი
საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი

სომხეთის სატრაპია (სომხ. Սատրապական Հայաստան სატრაპაკან ჰაიასტან; ძვ.სპ. Armina ან Arminiya) — რეგიონი, რომელსაც ერვანდუნების დინასტია (ძვ. წ. 570 - ძვ.წ 201) აკონტროლებდა. ძვ. წ. VI საუკუნეში სომხეთი იყო აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი სატრაპია, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელი სამეფო გახდა. სატრაპიას ჰქონდა ორი დედაქალაქი, თავდაპირველად ტუშფა, შემდგომში კი ერებუნი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურარტუს სამეფოს დაშლის შემდეგ, ტერიტორია მიდიის იმპერიისა და სკვითების კონტროლში აღმოჩნდა. მოგვიანებით ტერიტორია აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო და დაპყრობილ ტერიტორიაზე სპარსელებმა დააარსეს სატრაპია, რომელსაც სახელად სომხეთი უწოდეს.

ერვანდუნების დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერვანდუნების დინასტია (აგრეთვე ცნობილი როგორც ორონთიდების დინასტია) წარმოშობით სომხური საგვარეულო იყო, ისინი სომხეთის სატრაპიის წინამორბედის, რკინის ხანის ურარტუს სამეფოს მმართველთა მემკვიდრეები და შთამომავლები იყვნენ.[1][2][3][4][5] ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ირანული წარმოშობის იყვნენ[6], საგვარეულო დინასტიის წევრები, რომლის წარმომადგენლებიც სომხეთს პერიოდულად მართავდნენ, დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნიდან ძვ. წ. II საუკუნეებს შორის, თავდაპირველად სომხეთს მართავდნენ, როგორც მეფეები ან სატრაპები, მიდიისა და აქემენიანთა იმპერიების დროს, მოგვიანებით კი აქემენიანთა იმპერიის განადგურების შემდეგ, სომხეთს, როგორც დამოუკიდებელ სამეფოს ისე მართავდნენ, ამის შემდეგ კი როგორც სოფენესა და კომაგენეს მეფეები, რომლებმაც საბოლოოდ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს რომის იმპერის.

ერვანდუნებმა საკუთარი უფლებები და უზენაესობა სომხეთზე დაახლოებით ძვ. წ. VI საუკუნისთვის გამოაცხადეს, სკვითებისა და მიდიელების შემოსებვების დროს.[7] სახელმწიფოს დამაარსებლად ითვლება იერვანდ I საკავაკიაცი (სომხ. Երվանդ Ա Սակավակյաց). მისმა ვაჟი ტიგრანმა თავისი ძალები კიროს დიდთან ერთად გააერთიანა და მიდიის მეფე მოკლა. მოვსეს ხორენაცი მას მოიხსენიებს, როგორც ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე მამაცი სომეხ მეფეებს შორის. ძვ. წ. 553 წლიდან ძვ. წ. 521 წლამდე, სომხეთი აქემენიანთა იმპერიის ქვეშევრდომი იყო, მაგრამ დარიოს I-ის მეფობის დროს, დარიოსმა სომხეთის დაპყრობა გადაწყვიტა. მან გაგზავნა სომეხი, სახელად დადარსი, რათა აჯანყება ჩაეხშო, მოგვიანებით დადარსი სპარსმა ვაუმისამ ჩაანაცვლა, რომელმაც სომხები ძვ. წ. 521 წლის 20 მაისს დაამარცხა. დაახლოებით იმავე დროს, სხვა სომეხმა, ჰალდიტას ვაჟმა სახელად არახამ გამოთქვა პრეტენზია, რომ ის იყო ბაბილონისა და ნაბონიდის უკანასკნელი მეფის ვაჟი და საკუთარ თავს ნაბუქოდონოსორ IV უწოდა. მისი აჯანყება ხანმოკლე აღმოჩნდა, სომხების ხუთი თავდასხმის შემდეგ ამბოხება დარიოსის მშვილდის მზიდავმა ინტაპჰრენესმა ჩაახშო.

ბერძენი მეთაური და ისტორიკოსი ქსენოფონტი გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ერვანდუნების სომხეთზე. ძვ. წ. 331 წელს მომხდარი გავგამელის ბრძოლის შემდეგ იერვანდ III-მ სომხეთს დამოუკიდებლობა აღუდგინა. მაგრამ ძვ. წ. 201 წელს, სომხეთი არტაშეს I-მა დაიპყრო, სომეხი მეთაური, სელევკიდების იმპერიიდან, რომელიც ასევე ერვანდუნების შთამომავალი იყო. უკანასკნელი ერვანდუნი მეფის, იერვანდ IV-ის მოკვლის შემდეგ, ერვანდუნებმა მმართველობა სოფენესა და კომაგენეში ძვ. წ. I საუკუნემდე განაგრძეს.

ქსენოფონტის თვალით დანახული სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 401 წელს კიროს ახალგაზრდამ 10 000 ბერძენ დაქირავებულ ჯარისკაცთან ერთად აჯანყება მოაწყო, არტაქსერქსე II-ის წინააღმდეგ, თუმცა ამბოხი წარუმატებელი აღმოჩნდა, კუნაქსეს ბრძოლაში არტაქსერქსემ ამბოხებულები დაამარცხა, ბრძოლაში დაიღუპა კიროსიც. უკან დაბრუნებისას, გზად სომხეთი გაიარეს. მათი მარშრუტი დანამდვილებით უცნობია, მაგრამ გავრცელებული თეორიის მიხედვით, მათ გადაკვვეთეს მდინარე კენტრიტი (დღევანდელი მურატი), ტილის ჩრდილოეთით და მიაღწიეს ტელებოას მდინარეს (დღევანდელი კარა სუს) იმაშის დაბლობში, ამის შემდეგ კი მივიდნენ მდინარე ევფრატთან, მანასკერტის მახლობლად, სადაც წყლის სიღრმე მუხლამდე აღწევდა და მისი გადაკვეტა ყველაზე ადვილი იყო. შემდეგ გზა ოლთისის მიმართულებით განაგრძეს, დიაოხის ქვეყნისკენ, ყარსის სამხრეთით. სკვითების სახელმწიფოს, დიდებული, მდიდარი და ხალხმრავალი ქალაქიდან, კუმნიასიდან, მათ ზარიშატისა და არტაანის სამხრეთ ტერიტორიები გაიარეს, საბოლოოდ კი მაკრონების მთებისა და კოლხური ტომების გავლით შავ ზღვაზე ტრაპიზონის პორტს მიაღწიეს.

ქსენოფონტის მიერ სომხეთი აღწერილია, როგორც ვრცელი და მდიდარი ქვეყანა, რომელსაც იერვანდი და ტირიბაზი მართავდნენ. ეირვანდი, როგორც სატრაპი და ტირიბაზი, როგორც ვიცე-გუბერნატორი. ქსენოფონტის დროს სომხებს ჯერ არ ჰქონდათ ოკუპირებული არარატის დაბლობი, რომელზეც მოგვიანებით სასპერები, ალაროდიანები (ურარტელები) და უძველესი ადგილობრივი ტომები დასახლდნენ. კორდუქები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე სამხრეთით ცხოვრობდნენ, ომის მოყვარულები იყვნენ, მაგრამ სპარსეთის ქვეშევრდომები. სომხებსა და კორდუქებს შორის იყო თითქმის უწყვეტი კონფლიქტი, რაზე ქსენოფონტიც წერდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Toumanoff, Cyril (1963). Studies in Christian Caucasian history. Washington D.C.: Georgetown University Press, გვ. 278ff. 
  2. (სომხური) Tiratsyan, Gevorg. «Երվանդունիներ» (Yerevanduniner). Armenian Soviet Encyclopedia. vol. iii. Yerevan: Armenian Academy of Sciences, 1977, p. 640.
  3. History of Armenia, Moses of Chorene, http://www.vehi.net/istoriya/armenia/khorenaci/index.html
  4. Xenophon mentions an Armenian king named Tigranes Orontid in his Cyropaedia. He was an ally of Cyrus the Great with whom he hunted. Tigranes paid tribute to Astyages.
  5. Krause, Todd B. and John A.C. Greppin, and Jonathan Slocum. "The Yervanduni Dynasty დაარქივებული 2016-04-10 საიტზე Wayback Machine. ." The A. Richard Diebold Center for Indo-European Language and Culture at the University of Texas. January 22, 2009.
  6. Garsoïan, Nina (1997). "The Emergence of Armenia" in The Armenian People from Ancient to Modern Times, Volume I, The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. Richard G. Hovannisian (ed.) New York: St. Martin's Press, pp. 46-47. ISBN 0-312-10169-4.
  7. Tiratsyan, Gevork. «Երվանդունիներ» (Yerevanduniner). Soviet Armenian Encyclopedia. vol. iii. Yerevan, Armenian SSR: Armenian Academy of Sciences, 1977, p. 640. April 2011.}}