სევრის ხელშეკრულება

სევრის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება დადებული 1920 წლის 10 აგვისტოს ოსმალეთის იმპერიასა და ანტანტას შორის პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ხელშეკრულებას ხელს აწერდა პირველი მსოფლიო ომის 14 მოკავშირე და ასოცირებული სახელმწიფომ და მათთან ერთად სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა.
ვერსალის ხელშეკრულება მანამდე დადებულ იქნა გერმანიასთან, რომლითაც ამ უკანასკნელის ეკონომიკური პრივილეგიები ანულირებულ იქნა. ასევე, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და იტალიამ იმავე დღეს საიდუმლო „სამმხრივი შეთანხმება“ დადეს. სამმხრივმა ხელშეკრულებამ დაადასტურა ბრიტანეთის ნავთობისა და კომერციული შეღავათები და ოსმალეთის იმპერიაში გერმანიის საწარმოები სამმხრივ კორპორაციას გადასცა.
ღია მოლაპარაკებები პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე დაიწყო და თხუთმეტ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებები გაგრძელდა ლონდონის კონფერენციაზე და საბოლოო სახე მხოლოდ 1920 წლის აპრილში სან-რემოს კონფერენციაზე პრემიერთა შეხვედრაზე მიიღო. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ და ბრიტანეთმა ოსმალეთის იმპერიის დაყოფა საიდუმლოდ უკვე 1915 წლიდან დაიწყეს. შეთანხმების მიღწევის დაყოვნება განპირობებული იყო მოკავშირეთა შორის შეთანხმების პირობებზე შეუთანხმებლობითა და, ნაწილობრივ, თურქეთის ნაციონალური მოძრაობის შედეგებზე იყო დამოკიდებული.
სევრის შეთანხმების VI მონაკვეთის III ნაწილის მუხლი 89, ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთით დიდ ტერიტორიას, დასავლეთ სომხეთს გადასცემდა სომხეთს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1920 წლის 1 მარტს წარუდგინა მემორანდუმი ანტანტის მოკავშირეთა უმაღლეს სამხედრო საბჭოს, რომლითაც პრეტენზია განაცხადა შემდეგ ტერიტორიებზე: ლაზისტანის სანჯაყი, ერზურუმის სანჯაყის ქეშქიმის და თორთომის კაზები და სპერის კაზის ნაწილი. საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები სევრის ხელშკრულებამ არ დაადასტურა და საქართველოს წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეულნი ხელმოსაწერად, თუმცა ხელშეკრულების 92-ე მუხლმა საქართველო დააფიქსირა სუვერენულ სახელმწიფოდ.
სევრის ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა თურქეთის დამოუკიდებლობის ომის მსვლელობისას, ხოლო მხარეებმა მის შემცვლელ შეთანხმებას 1923 წელს ლოზანის ხელშეკრულებაში მოაწერეს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 268.
- ანდერსენი ე., სამუსლიმანო საქართველო 1918-1921 წლებში და პირველი რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრის ფორმირება // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ, თბილისი: თსუ, 2018. — გვ. 290-292, ISBN 978-9941-13-771-6.
- Fromkin, David (1989). A Peace to End All Peace: Creating the Modern Middle East, 1914-1922. New York: H. Holt. ISBN 0805008578.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საიდუმლო სამმხრივი შეთანხმების ტექსტი
- სომხეთი და თურქეთი სამმხრივი შეთანხმების კონტექსტში: 1920 წლის აგვისტო დაარქივებული 2005-05-24 საიტზე Wayback Machine.
|