თურქეთის პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı
Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanlığı forsu.svg
თურქეთის პრეზიდენტის დროშა
Emblem of the President of Turkey.svg
თურქეთის პრეზიდენტის გერბი
მიმართვის სტილი მისი აღმატებულება
რეზიდენცია თურქეთის პრეზიდენტის სასახლე, ანკარა თურქეთის დროშა თურქეთი
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი, განახლებადი ერთხელ
პირველი წარმომადგენელი ქემალ ათათურქი
დაარსება 29 ოქტომბერი 1923
საიტი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი

თურქეთის პრეზიდენტი (თურქ. Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanı) — თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. პრეზიდენტი დიდწილად საზეიმო ხასიათის ფუნქციებს ატარებს, მაგრამ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციაც. ამ რანგში, პრეზიდენტი წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკას და თურქი ერის ერთიანობას, ისევე, როგორც უზრუნველყოფს თურქეთის კონსტიტუციის დაცვას, ასევე სახელმწიფო ორგანოების ორგანიზებულად და ჰარმონიულად ფუნქციონირებას. კონსტიტუციის 101-დან 106-მდე სტატიებში დადგენილი ყველა მოთხოვნა პრეზიდენტისადმი, საარჩევნო საკითხებში, ასევე მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. თურქეთის პრეზიდენტის პოსტი შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებსთან ერთად 1923 წლის 29 ოქტომბერს. თურქეთის პრეზიდენტი, ხშირად არაოფიციალურად მოხსენიებულია, როგორც „Reis-i Cumhur“, რაც ნიშნავს „ხალხის პრეზიდენტი“.[1][2] მიმდინარე თანამდებობის პირი არის თურქეთის მე-12 პრეზიდენტი — რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2014 წლის 28 აგვისტოდან.

მცხოვრები ყოფილი პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი (Cumhurbaşkanı) პერიოდი დაბადების თარიღი
აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი 20002007 13 სექტემბერი, 1941 (1941-09-13) (75 წლის)
აბდულა გიული 20072014 29 ოქტომბერი, 1950 (1950-10-29) (66 წლის)

კვალიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს თურქეთის პრეზიდენტად, უნდა ჰქონდეს დაასრულებული უმაღლესი განათლება და მინიმუმ ორმოცი წლის ასაკი.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გაწყვიტოს თავისი ურთიერთობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავის პოლიტიკურ პარტიასთან და მისი, როგორც თურქეთის პარლამენტის წევრობა უნდა შეწყდეს.

არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაიწყოს მინიმუმ 30 დღით ადრე, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ვადა იწურება ან 10 დღის განმავლობაში, პრეზიდენტის პოსტის ვაკანტურობიდან, და უნდა დასრულდეს 30 დღის განმავლობაში არჩევნების დასაწყისიდან. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ პარლამენტის ბიუროში პირველი 10 დღის განმავლობაში და არჩევნები უნდა დასრულდეს, დარჩენილი 20 დღის განმავლობაში.

ადრე, პრეზიდენტს ირჩევდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები. 2007 წელს შემუშავდა ახალი წესი, რომლის თანახმად მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ მოქალაქეები, პირდაპირი ხმის მიცემის მეშვეობით. პრეზიდენტი შეიძლება იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი ან საერთოდ თურქეთის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თურქეთის პრეზიდენტების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
1. Salih Ulku Cevat Abbas Musti Kilic Ali (cropped)2.jpg მუსტაფა ქემალ ათათურქი 29 ოქტომბერი 1923 10 ნოემბერი 1938
2. Inonu Ismet.jpg ისმეთ ინენიუ 11 ნოემბერი 1938 22 მაისი 1950
3. ჯელალ ბაიარი 22 მაისი 1950 27 მაისი 1960
4. ჯემალ გურსელი 10 ოქტომბერი 1961 28 მარტი 1966
5. ჯევდეთ სუნაი 28 მარტი 1966 28 მარტი 1973
6. ფაჰრი კორუთურქი 6 აპრილი 1973 6 აპრილი 1980
7. Evren.jpg ქენან ევრენი 12 სექტემბერი 1980 9 ნოემბერი 1989
8. Turgut Özal cropped.jpg თურგუთ ოზალი 9 ნოემბერი 1989 17 აპრილი 1993
9. Suleyman Demirel 1998.jpg სულეიმან დემირელი 16 მაისი 1993 16 მაისი 2000
10. Ahmet Necdet Sezer.jpg აჰმეთ ნეჯდეთ სეზერი 16 მაისი 2000 28 აგვისტო 2007
11. Abdullah Gül (Brasília, 19.1.2005).jpeg აბდულა გიული 28 აგვისტო 2007 28 აგვისტო, 2014
12. Recep Tayyip Erdogan.PNG რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 აგვისტო 2014 დღემდე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]