სპორტი თურქეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თურქეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[1] ქვეყნის ტოპ გუნდებს შორის არიან: ფენერბახჩე, გალათასარაი და ბეშიქთაში. 2000 წელს გალათასარაიმ მოიგო უეფა-ს თასი და უეფა-ს სუპერთასი. ორი წლის შემდეგ, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გამართულ 2002 წლის მსოფლიო თასის ფინალებში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. 2008 წელს, ამავე წლის უეფას ეურო 2008-ის ტურნირში ნაკრებმა ნახევარფინალამდე მიაღწია. სტამბოლის ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ფინალი გაიმართა, ხოლო სტამბოლში სუკრუ სარასოღლუს სტადიონმა 2009 წლის უეფას თსის ფინალს უმასპინძლა.

სხვა ძირითას სპორტის სახეობებში შედის კალათბურთი და ფრენბურთი. თურქეთმა უმასპინძლა ევრობასკეტ 2001-სა და 2010 წლის FIBA მსოფლიო თასის ფინალებს, სადაც მამაკაცთა ეროვნული გუნდი ორივე შემთხვევაში მეორე ადგილზე გავიდა. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა აგრეთვე მიაღწია 2006 წლის ფიბას მსოფლიო თასისა და 2014 წლის ფიბას მსოფლიო თასის მეოთხედფინალებს. კლუბის დონეზე, ანადოლუ ეფესმა (მაშინ ცნობილი როგორც ეფეს პილსენი) 1996 წელს მოიგო „FIBA Korać თასი“, 1993 წელს მეორე ადგილი დაიკავა „FIBA Saporta თასში“, ხოლო 2000 და 2001 წლებში იგი ევროლიგის „საბოლოო ოთხში“ (იგულისხმება გუნდი) მოხვდა.[2] აგრეთვე, ტურნირის ყველა ეტაში მხოლოდ ერთი მარცხით, ბეშიქთაში 2011-2012 წლის სეზონში ფიბას ევროგამოწვევის გამარჯვებული გახდა.[3] 2016-2017 წლების სეზონში ფენერბახჩემ მოიგო პრესტიჟული ტურნირი ევროლიგა და ამ გამარჯვებით გახდა პირველი და უკანასკნელი კლუბი, რომელმაც აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.[4] ისეთი თურქეთის მოთამაშეები როგორებიც არიან: მეჰმეთ ოკური, ჰადაეტ თურქოღლუ და ერსან ილიასოვა წარმატებით თამაშობენ (თამაშობდნენ) NBA-ში.

ქალთა ფრენბურთის გუნდებმა, კერძოდ კი ფენერბახჩემ, ეკაზაკბასიმ და ვაკიფბანკმა, მოიპოვეს ევროპის მრავალი ჩემპიონატის ტიტული და მედალი. 2010 წელს ფენერბახჩემ მოიგო მსოფლო საკლუბო ჩემპიონატი და აღნიშული შედეგით გარხა პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი კლუბი, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.[5] თურქეთის ქალთა საკალათბურთო ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 2011 წელს ევროპის ჩემპიონატში, ხოლო ქალთა ფრენბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეს, ხოლო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატში ბრუნჯაოს მედალი მოიპოვეს.

ფეხბურთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ათწლეულების განმავლობაში თურქეთში მრავალი სპორტის სახეობა გავრცელდა. ქვეყნის საფეხბურთო ტოპ გუნდებში დომონირებენ: ფენერბახჩე, გალათასარაი და ბეშიქთაში. მათგან, ფენერბახჩეს ევროპული ტრიუმფი მოვიდა დღეისთვის დაშლილ ბალკანეთის თასზე, 1968 წელს მოვიდა. გალათასარაი კლუბებს შორის ყველაზე წარმატებულია: მოიგო 2000 წლის უეფას თასი და უეფა-ს სუპერთასი. თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალგაზრდობაში პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. მსოფლიო დონის მოთამაშეები, როგორებიცაა: პიერ ვან ჰუიჯდონკი, მარიო ჯარდელი, ნიკოლას ანელკა, ჯონ კარვეი, მილან ბაროზი, რადომირ ანტიჩი, ოსკარ კადობა, ლინკოლნი, მატეჯა კეზმანი, კლებერსონი, რობერტო კარლოსი, ზორან სიმოვიჩი, ფრანკ დე ბუერი, გიოვანი დოს სანტო, ფრანკი, ჰარი კუელი, დანი გიაზა, გუტი, კვარესმა, გეორგ ჰაგი, ჯო, აბდულ კადერ კიტა, შაბიანი ნონდა, ლუკას ნიილი, ლორკ კანა, გიგა პოპესკუ, ჯერომ როტენი და მრავალმა სხვა მოთამაშემ უკვე ითამაშეს ან თამაშობდნენ თურქეთის ლიგებში ან ნაკრებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Burak Sansal. (2006)Sports in Turkey. allaboutturkey.com. ციტირების თარიღი: 2006-12-13.
  2. Historic achievements of the Efes Pilsen Basketball Team დაარქივებული 2008-05-03 საიტზე Wayback Machine.
  3. EuroChallenge 2012 Final Four
  4. „Fenerbahce Istanbul joins list of EuroLeague champions!“. Euroleague.net. ციტირების თარიღი: 11 December 2017.
  5. Fenerbahce crowned Women's Club World champions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 21 October 2017.