თურქეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თურქეთის გერბი
Emblem of Turkey.svg
ვერსიები
Emblem of the Republic of Turkey.svg
დეტალები
მატარებელი თურქეთის დროშა თურქეთი
დამტკიცდა 1923
გამოყენება თურქეთის პასპორტებზე, თურქეთის ვიზებზე[1], ID ბარათებზე[2], თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თურქეთის ეროვნული გერბი (თურქ. Türkiye arması) შედგება ვარსკვლავისგან და ნახევარმთვარისგან, რომელიც ასევე, გამოსახულია თურქეთის დროშაზე. ემბლემას არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი და არ არის გერბი (არ შეიცავს ჰერალდიკურ წესებს). იგი გამოსახულია თურქული პასპორტის საფარზე, თურქეთის პირადობის მოწმობაზე და თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობაბზე.

თურქეთის გერბი, თურქეთის დიპლომატიური მისიის შენობაზე, ვენაში

თურქეთის მიმდინარე ემბლემა 1922 წლიდან უკვე გამოიყენება, როდესაც ოსმალეთის იმპერია გაუქმდა და მისი გერბი გააუქმეს.

იმის გამო, რომ არ არსებობს კანონი ემბლემის ვარსკვლავის და ნახევარმთვარის ფერთან დაკავშირებით, ზოგჯერ გამოიყენება განსხვავებულად სხვადასხვა მიზნებისათვის. ემბლემა, რომელიც გამოიყენებოდა ძველი ეროვნული პირადობის მოწმობებში 1930-იან წლებში, განსვავდებოდა ნახევარმთვარის მიმართულებით, სადაც ნახევარმთვარის მიმართულება მარცხნივ იყო და არა, როგორც ახლა მარჯვნივ.

თურქეთის გერბი ძველ პირადობის მოწმობაზე

ემბლემა გამოიყენება სხვადასხვა ხელისუფლების ორგანოებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი წრე თეთრი ვარსკვლავით და ნახევარმთვარით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრგვალ წითელ მონაკვეთზე, თურქეთის დროშის, რომელიც შეიცავს თეთრ ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, გამოიყენება ემბლემად თურქეთის სამინისტროებისა და სამთავრობო დაწესებულებების, აგრეთვე იგი არის თურქეთის დიდი ეროვნული კრების ემბლემა, ასევე გამოიყენება სამკერდე ნიშნად თურქეთის ეროვნული სპორტული გუნდების და სპორტსმენების. ასევე გამოიყენებოდა ძველი (არაციფრული) თურქული პირადობის მოწმობებში.[3]

საგარეო საქმეთა სამინისტროს გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად იყენებს წითელი ოვალური ფორმის გერბს, რომლის ფერი არის თურქეთის დროშის, ხოლო ოვალური ფარის ფორმა ცენტრში, გვაგონებს XIX საუკუნის ოსმალეთის გერბს.[4] გერბი შეიცავს ოქროს ტონის ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, რომლებიც ვერტიკალურად ორიენტირებულია (ვარსკვლავით თავზე) და გარს ოქროს ტონის ტექსტი „T.C. Dışişleri Bakanlığı“ აკრავს.[5] ამ ოვალური გერბის ფორმის ვარიანტი (რომელიც შეიცავს ოქროს ტონის ტექსტს „Türkiye Cumhuriyeti Büyükelçiliği“) გამოიყენება თურქეთის საელჩოების გერბზე.[6][7]

პრეზიდენტის გერბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის პრეზიდენტის გერბს შეიცავს 16 ვარსკვლავს და ერთ დიდ ვარსკვლავს ცენტრში. 16 ვარსკვლავი სიმბოლურად ისტორიულ "16 დიდ თურქულ ქვეყნებს" ნიშნავს.[8] მისი გარე იერსახე რეგულირდება კანონით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]