თურქეთის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქეთის კულტურა — თურქეთის სახელმწიფოს და მოსახლეობაში შემდგარი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურა. გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აერთიანებს აზიის სხვადასხვა რეგიონის, ევროპულ და კავკასიურ ელემენტებს. უმეტესად ჩამოყალობდა ოსმალურ იმპერიაში, სადაც ცხოვრობდა სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების მოსახლეობა. თურქეთის რესპუბლიკის ადრეულ წლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერწერის, ქანდაკების და არქიტექტურის განვითარებას - როგორც მოდერნიზაციის პროცესის ნაწილი და ასევე ეროვნული თვითშეგნების ასამაღებლად.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის კულტურა ბოლო საუკუნეში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ოსმალური სისტემით ეთნიკური ჯგუფები ცალ-ცალკე ვითარდებოდნენ და კულტურული შერწყმა უმეტესად არ ხდებოდა. იმპერიის დაშლის და თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ შემოღებული იქნა უნიტარული პოლიტიკა - ახალი ტრადიციების და ეროვნული თვითშეგნების შექმნის მიზნით განსხვავებული კულტურების ერთმანეთთან ძალით შერწყმა ხდებოდა. ამის შედეგად წარმოიქმნა უდიდესი კულტურული მრავალფეროვნება. ახალი პოლიტიკა ასევე ითვალისწინებდა თურქეთის ყველა ასპექტის - საზოგადოების, ეკონომიკის, განათლების, მოდის, კულტურის - ვესტერნიზაციას მოდერნიზაციის მიზნით, რაც ათათურქის მმართველობის დროს მოხდა. შედეგად. დღეს თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული მუსლიმური ქვეყანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთში ლიტერატურის ყველაზე გავრცელებული ფორმა პოეზიაა, რომელსაც ისტორიულად დიდი სიმბოლური და რიტუალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. თურქული პოეზიის გავრცელება XIII საუკუნეში დაიწყო თურქული ენის გავრცელებასთან დაიწყო. არსებობდა პოეზიის ორი ძირითადი ტრადიცია - რელიგიური და აშიკური ან ოზანური, რომელიც რელიგიურ მოტივებთან ერთად ლირიკასაც შეიცავდა. XIX საუკუნემდე აშიკური პოეზია უმეტესად ზეპირსიტყვიერად იქმნებოდა და ბევრი ნაწარმოების ავტორი და ისტორია უცნობია.

თურქული პროზა უმეტესად XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა და გამოირჩეოდა სოციალური, პოლიტიკური, ნაციონალისტური იდეებით, პოპულარული იყო ევროპული ლიტერატურიდან შემოღებული ნატურალიზმი და რეალიზმი.

კინემატოგრაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინემატოგრაფი თურქეთის ტერიტორიაზე გაჩნდა ჯერ კიდევ რესპუბლიკის გამოცხადებამდე, 1932 წელს შეიქმნა პირველი კომერციული ფილმი „მკაცრი აღზრდა“, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ხელი შეუშალა თურქული კინემატოგრაფის განვითარებას - 1950-იან წლებამდე ის ფაქტობრივად არარსებული იყო. 1950-1970 წლებში აღინიშნება თურქული კინემატოფრაფის აღორძინება და, როდესაც წელიწადში ასობით ფილმი იქმნებოდა. თურქულ კინემატოგრაფს ჰოლივუდის მაგალითის მიხედვით თავისი სახელწოდება - ეშილჩამი (თურქ. მწვანე ჭადრები; სახელწოდება ქუჩის, რომელზეც მაშინ მდებარეობდა კინოსტუდიების უმეტესობა). 1970-იან წლებში ფილმების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ტელევიზიის განვითარების და დასავლურ ფილმებთან დიდი კონკურენციის გამო. 2000-იან წლებში კინემატოგრაფი მეორედ აღორძინდა, ბოლო წლებში თურქულმა ფილმებმა, მსახიობებმა და რეჟისორებმა გარკვეული გლობალური აღიარება მოიპოვეს, მათ შორის სხვადასხვა ჯილდო რიგ ფესტივალებზე.

თურქეთში განვითარებულია ტელევიზიის, კერძოდ ტელესერიალების ინდუსტრია. თურქული ტელესერიალები, უმეტესად „საპნის ოპერები“, პოპულარულია თურქეთის გარეთ - განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში და ასევე საქართველოში. არაბული ქვეყნების კინემატოგრაფთან შედარებით თურქული პროდუქცია უფრო ვესტერნიზირებული და გამბედავია, რის გამოც არაბულ ბაზარზე ქმნის ბალანსს დასავლურ და მუსლიმურ მსოფლმხედველობას შორის. სერიალების უმეტესობა რომანტიკული ჟანრის დრამაა, მათი მოქმედების ადგილი თურქეთია. გამოირჩევიან ეპიზოდების დიდი რაოდენობით და დრამატული სიუჟეტით - დაძაბულობა ხშირად ეპიზოდების უმეტესობაში აღინიშნება.

მოდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 99% პროცენტამდე მუსულმანია, უმეტესად სუნიტი, ქვეყნის ზოგ ნაწილში გვხვდებიან შიიტებიც. ისლამის წესით ტანსაცმელმა სხეულის უმეტესობა უნდა დაფაროს, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში, მაგრამ ათათურქის რეფორმებმა უმეტესად განაცალკევეს რელიგია და სახელმწიფო და ქუჩებში გვხვდება როგორც ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმელი, ასევე დასავლური სტილის სამოსი.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.goethe.de/ins/tr/ank/prj/urs/arc/deindex.htm
  2. https://web.archive.org/web/20110913151212/http://www.archmuseum.org/Gallery/Photo_6_5_the-1950s-and-modernism.html
  3. http://www.festival-cannes.com/en/article/56210.html დაარქივებული 2020-05-03 საიტზე Wayback Machine.
  4. https://www.imdb.com/name/nm0015359/awards
  5. https://www.imdb.com/name/nm0654858/awards