ძველი მაკედონელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მაკედონელები“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მაკედონიელები (მრავალმნიშვნელოვანი).
ძველი მაკედონელების საცხოვრებელი არეალი ფილიპე II-ს დროს (ძვ.წ. 359–336).

მაკედონელები (ბერძნ. Μακεδόνες, მაკედონეს) — საბერძნეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ანტიკური ტომი. ალევიური ველების მიხედვით ისენი ცხოვრობდნენ მდინარეების ალიაკმონის და ვარდარის ქვედა წელის მიდამოებში. ეს ბერძნული წარმოშობის ტომი[1] განვითარდა ჩრდილოეთის მიმართულებით და მან იქ მოსახლე ტომები ან შთანთქა ან განდევნა, მათ შორის ფრაკიელები და ილირიელებიც.[2][3] მაკედონიის სამეფო ჩამოყალიბდა დაახლოებით ქრისტეშობამდე VIII საუკუნეში და მისი შექმნა უკავშირდება არგეადების დინასტიას.

საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიურ საზოგადოებას მართავდა არისტოკრატიული ოჯახები, რომელთა სიმდიდრეს და პრესტიჟს წარმოადგენდა მათი ცხვრის ფარები, ცხენები და მსხვილფეხა პირუტყვი. მაკოდონიის წყობა მსგავსი იყო მისი მეზობელი ბერძნული ტომების: თესალიისა და თრაკიისა. თუმცა თესალიისგან განსხვავებით მაკედონიას მის დაარსებიდან რომის მიერ (ძვ. წ. 167 წელს) დაპყრობამდე მართავდა მონარქი. მონარქიის ტიპზე არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს რომ მეფეს განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. მეფობის გადაცემა ხდებოდა მემკვიდრეობით მამაკაცებზე.

კულტურის საინტერესო ასპექტი იყო სიმპოსი, რომელიც ხასიათდებოდა რიტუალური განუზავებელი ღვინის დიდი რაოდენობით სმით და თავაშვებული მოლხენით. ასეთ დღესასწაულებებს ხშირად მოყვებოდა ჩხუბები და მკვლელობებიც კი. მაკედონური სიმპოსის მსგავსი ფორმა განსხვავდებოდა მერძნული კლასიკური სიმპოსისგან.[4] სიმპოსის მსგავსად ნადირობაც წარმოადგენდა მაკედონური ელიტის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს. ახალგაზრდა კაცს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლო სიმპოსსში მონაწილეობა როცა ის მოკლავდა თავის პირველ გარეულ ტახს. მაკედონელებს ჰქონდათ საკუთარი ათლეტური თამაშები, ძვ. წ. IV საუკუნეში არა სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა მაკედონელებმა მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და გახდნენ გამარჯვებულები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zacharia 2008, Simon Hornblower, "Greek Identity in the Archaic and Classical Periods", pp. 55–58; Joint Association of Classical Teachers 1984; Errington 1990; Fine 1983; Hall 2000; Hammond 2001; Jones 2001; Osborne 2004; Hammond 1989; Hammond 1993; Starr 1991; Toynbee 1981; Worthington 2008; Chamoux 2002; Cawkwell 1978; Perlman 1973; Hamilton 1974, Chapter 2: The Macedonian Homeland, p. 23; Bryant 1996; O'Brien 1994.
  2. Trudgill 2002; Theodossiev 2000.
  3. Roisman და Worthington 2010, Chapter 21: Paul Christesen and Sarah C. Murray, "Macedonian Religion", p. 428.
  4. Roisman და Worthington 2010, Chapter 19: Noriko Sawada, "Social Customs and Institutions: Aspects of Macedonian Elite Society", pp. 392–408.